ცირცველი უამრავ დაავადებას კურნავს: ნაყოფი, ქერქი და ყვავილები მთელ აფთიაქს ჩაანაცვლებს

1272

ცირცველი დევნის ნაღველს, ხელს უშლის თირკმლებსა და საშარდე გზებში კენჭების ჩამოყალიბებას, შარდმდენი მოქმედების წყალობით, აძლიერებს კაპილარებს, ამარაგებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტების ნაკრებით, ამცირებს სისხლის წნევას, ზრდის სისხლის შედედებადობას, ამცირებს ღვიძლში ქონის, ხოლო სისხლში – ქოლესტერინის რაოდენობას.

ცირცველის ნაყოფის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ზრდის ორგანიზმის რეზისტენტულობას ჟანგბადური შიმშილისადმი. კენკრა, ასევე, გამოიყენება ქრონიკული ყაბზობის დროს, რომელიც სანაღვლე გზების დაავადებითაა გამოწვეული. საფაღარათო მოქმედება თავს იჩენს მიღებიდან პირველი სამი საათის განმავლობაში. ნაყოფის ნაყენი და ნახარში სასარგებლოა სხვადასხვა ლოკაციის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს.

ივნისის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა ცირცველის შესაგროვებლად. ხალხური მკურნალები თეთრ სურნელოვან ყვავილებს აგროვებენ და იციან: ისინი ყველაზე მეტი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა და ყველა დაავადებისგან იხსნის მათ.

ცირცველით მკურნალობა

ცირცველის ქერქი, შეგროვებული ძივთის მოძრაობის დროს, უნდა ჩართოთ გაფანტული სკლეროზის მკურნალობის კომპლექსში. სხვათა შორის, ეს შესანიშნავი საშუალებაა ჩვეულებრივი სკლეროზის დროს.

სკლეროზი

დააფქვიეთ ცირცველის ხის ქერქი. აიღეთ 5 ს.კ. ფხვნილი, დაასხით 0.5 ლ უმი წყალი და ხარშეთ ადუღებიდან 2 საათის განმავლობაში, ნელ ცეცხლზე – ოდნავ რომ დუღდეს. გაგრილების შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 25-30 მლ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. დალიეთ 1.5-2 თვის განმავლობაში.

კარდიოსკლეროზი

გააკეთეთ იგივე, თუმცა ადუღეთ მხოლოდ 30 წუთით. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში სამჯერ.

ბუასილი

ეს კურსი შემოდგომაზე, კენკრის დამწიფებისას უნდა გაიაროთ. დაწურეთ წვენი და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, დააყოლეთ ცივი წყალი. იხსნება დახურული ბუასილიც კი და გრძნობთ შვებას.

შემცირებული მჟავიანობა

ესეც შემოდგომის კურსია: სექტემბერ-ოქტომბერში მიიღეთ თითო ჩ.კ. კენკრის წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით.

მხედველობა

გამოიყენეთ კენკრის დამწიფების პერიოდი და მიიღეთ 1-3 ს.კ. წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე, გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში კი დალიეთ კენკრის ნახარში: 1 ს.კ. კენკრას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათით. დალიეთ 2-3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქით.

ჩიყვი, ღვიძლის დაავადებები და ბუასილი

2 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 4-6 საათით, თბილად შეახვიეთ ან თერმოსში ჩაასხით. შემდეგ გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. დაგეხმარებათ ქალური დაავადებების დროსაც.

ჭარბი მენსტრუაცია

ამ დროს შეგიძლიათ როგორც უმი, ისე გამომშრალი კენკრის მიღება: 2 ს.კ. კენკრა 1/2 ლ მდუღარე წყალზე. დააყენეთ გაგრილებამდე და დალიეთ დღის განმავლობაში, დაყოფილ ულუფებად.

უკუჩვენებები

ცირცველი ყველასთვის ასეთი სასარგებლო როდია. მისი პრეპარატები უკუჩვენებულია თრომბის წარმოქმნისადმი წინასწარგანწყობილების, სისხლის მომატებული შედედებადობის დროს. უმი კენკრა და წვენი არაა რეკომენდებული მომატებული მჟავიანობის გასტრიტის დროს. არასასურველია ცირცველის გამოყენება ჰიპოტონიური დისკინეზიის დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს