მას შემდეგ, რაც საქმე ავაწყვე, კაცებთან ურთიერთობა არ გამომდის. ვერ ვიტან კაცებს, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს

208

რამდენს უნდა გამოიმუშავებდეს კაცი, რომ შეძლოს სამსულიანი ოჯახის რჩენა? აქტუალური საკითხია და თან, ვაღიაროთ, მცურავი. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რიცხვები განსხვავდება. ერთ ქალაქშიც ოჯახებს განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. მიზეზი არის ცხოვრებისეული შეხედულებები, სოციალური კომპონენტები, საცხოვრებელი პირობები, ამა თუ იმ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან ოჯახის მამამ სახლში ფული მუდმივად უნდა მოიტანოს, მისი შესაძლებლობების და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის მიუხედავად. ადვილია? რა თქმა უნდა, არა.

ამავდროულად, ქალს უფლება აქვს აირჩიოს, გავიდეს სამსახურში, რომ ოჯახის ბიუჯეტში თავისი წვლილი შეიტანოს, ან დარჩეს სახლში. როგორც მინიმუმ, მსგავსი პრაქტიკა ტრადიციულ ოჯახებში გამოიყენება. არ დაგავიწყდეთ სიტუაციები, როცა მარტოხელა ქალს თავად შეუძლია ოჯახის რჩენა, ქმრის დახმარების გარეშე. ჩნდება სამართლიანი კითხვა, როგორ მოიქცნენ ოჯახურ იერარქიაში. რატომ შეასრულოს ტიპური მეუღლის საოჯახო ვალდებულებები, თუ მისი სამუშაო დროის ერთი წუთი უფრო მეტს ფასობს, ვიდრე დასუფთავების სამსახურის ერთსაათიანი სერვისი?

რამდენს უნდა გამოიმუშავებდეს კაცი?

ბოლო დროს ხშირად ვიჭერ ფიქრს, რომ ჩვენი სამყარო და ჩვენი სოციუმი ისეა მოწყობილი, რომ კაცებმა კომფორტულად იცხოვრონ. საჭირო არაა გაბრაზებული კომენტარებით თავდასხმა, თითქოს, კაცები მეტს მუშაობენ და უფრო მძიმე საქმე აქვთ, ვიდრე ქალებს. კომფორტზე ვსაუბრობ. იმ გაგებით, რომ სწორედ კაცი წყვეტს, სად დაპატიჟოს ქალი პაემანზე, უთითებს, რა გააკეთოს ქალმა ყოველდღიურობაში და არა მხოლოდ. ამასთან, რა არის მისი მთავარი ამოცანა: ფულის მოტანა და ცოტა საკუთარ თავზე ზრუნვა? სერიოზულად?

30 წლის ვარ და სხვადასხვა ურთიერთობაში ვყოფილვარ. რაღაც დროით რომანტიკულ წარუმატებელთან ცხოვრება მოვასწარი. საერთოდ არ შეეძლო ფულის შოვნა, მხოლოდ ოცნების ასრულებას ცდილობდა: ცნობილი მუსიკალური ჯგუფის წევრობა. მთელ დღეს რეპეტიციებზე ატარებდა, შემდეგ გასტროლებზე, სხვადასხვა კულტურულ ცენტრში. სახლში ცოტა ფული მოჰქონდა, მაგრამ ასეთიც მიყვარდა. ველოდი, იმედი მქონდა, რომ ან თავისას მიაღწევდა ან ჭკუაზე მოვიდოდა და თავის ადგილს იპოვიდა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ისე მომბეზრდა, თავად მივატოვე. ჩემი დაბრუნება არც უცდია.

მოგვიანებით მივხვდი, რომ გრძნობა ერთია, ხოლო რეალობა სულ სხვა. შეყვარებულს ვირჩევდი პრინციპით „რაც უფრო უფროსი, მით უკეთესი“. მენტალური გაგებით, რა თქმა უნდა. მოხუცები არ მაინტერესებდა. რაღაც დროის შემდეგ ერთი ეგზემპლარი შემხვდა. ყველაფერი მკაცრად დაგეგმილი ჰქონდა, ზეპასუხისმგებლობით. არ მახსოვს, ერთხელ მაინც დაეგვიანა შეხვედრაზე ან თავის გეგმაზე უარი ეთქვა. მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, ვაღიარებ. მაგრამ მისგან უკუგება ისეთი იყო, როგორც ქვის კედლიდან.

წარმოიდგინეთ, მთელი ჩვენი ცხოვრება გეგმის მიხედვით მიდის. ყოველი წამი. არანაირი გრძნობების მოულოდნელი აფეთქება, არანაირი ეიფორია. მაშინაც კი, როცა წავედით ერთ ეგზოტიკურ ქვეყანაში დასასვენებლად, ვგრძნობდი, ჩემი ყოფილი მუდმივად დაძაბული იყო. დასვენება? მოდი, დავგეგმოთ. ვირუჯებით 8-დან 11–მდე, შემდეგ არ შეიძლება – მზეა. ვსეირნობთ ამა და ამ დროს. უმჯობესია, თუ არა უბრალოდ ვისეირნებთ, არამედ გიდს ავიყვანთ, რომ ნებისმიერ მომენტში მოსაწყენი ფაქტების ცნობარად გადაიქცეს. ეს ხომ მთავარია დასვენებაში – ინფორმაცია იმ ადგილებზე, რომლებიც მოვინახულეთ. ბუნებრივია, მასაც დიდხანს ვერ გავუძელი.

მეორე მხრივ, ამ ხნის განმავლობაში გავიცანი საინტერესო ადამიანები და ისინი დამეხმარნენ განვითარებულიყო, როგორც დამწყები მეწარმე. მომავალში ეს ძალიან დამეხმარა და კარგი ფულის შოვნა დავიწყე. თავიდან გამიჭირდა, მაგრამ მოგვიანებით თავი ხელში ავიყვანე და ფრთები გავშალე. რა შემიძლია ვთქვა ჩემი სწავლების დროზე? ძალიან არაკომფორტული იყო წარმატებული ადამიანების გარემოცვაში გამოჩენა, რომელთაც არ სურთ ადამიანად მიგიღონ. გესმით, რას ვგულისხმობ?

ზოგჯერ კაცები ერთმანეთს უზიარებდნენ იდეებს და რაღაც მომენტში ჩემს მზერას ამჩნევდნენ. შემდგომი მათი რეაქცია შეიძლება ყოფილიყო განსხვავებული, მაგრამ ყველაზე მეტად მუშაობდა 2 ვარიანტი. პირველი: სხვადასხვა მიზეზით მთხოვდნენ სასმლის მიტანას ან სხვა საბაბით მანიშნებდნენ, რომ მნიშვნელოვანი მამაკაცური თემები მამაკაცების თანდასწრებით უნდა განიხილებოდეს, მე კი შემიძლია სხვა საქმეს მივხედო.

ან პირიქით. ისე მიყურებდნენ, თითქოს აქამდე უნახავი საყვარელი ცხოველი ვიყავი და ყველა შემდგომ გეგმას მიზიარებდნენ. ყურადღებას არ აქცევდნენ, რას ვაკეთებდი იმ დროს. ასეთ შემთხვევებში ვცდილობდი, მაქსიმალურად დამემახსოვრებინა ყველაფერი, რაც მომავალში გამომადგებოდა. შემდეგ სარისკო ინვესტიციებს ვაკეთებდი. სარისკოს, რადგან ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი ვაბანკზე წასვლის ტოლფასი იყო. ყველაფერი ან არაფერი. ალბათ, როგორც უკვე მიხვდით, თამაში ამად ღირდა.

ახლა ახალი პრობლემა წარმოიშვა. კაცები ურთიერთობებში. საქმე იმაშია, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა ჩვეულებრივ მამაკაცთან ურთიერთობის დაწყების საშუალებას არ მაძლევს. რისთვის? მენტალურად ჩემთვის ამაზრზენი არიან. ახლა ვხედავ მათ ნაკლს, ასევე უუნარობას გახდნენ ჩემთვის ნამდვილი მარჩენალი. უფრო მეტიც, არიან ისეთებიც, რომელთაც ჯერ კიდევ სურთ ქალი ოჯახის კერას მიაჯაჭვონ, რომ მათთვის მოსახერხებელი იყოს ოჯახში შემოიტანოს საშუალო ხელფასი, რომელიც, სხვათა შორის, ერთ დღეში შემიძლია დავხარჯო ისე, რომ კმაყოფილებაც ვერ ვიგრძნო.

როგორ მოგწონთ? ახლა ვხედავ, რომ კაცების უმეტესობა, რომელთანაც ყოველდღე დროს ვატარებ, გაჭირვებული იქნებოდა, ქალის პირობებში რომ იყვნენ. გულწრფელად, რაში უნდა დახარჯონ ხელფასი, თუ არაფერი სჭირდებათ? კოსმეტიკა – არანაირი. დაიბანა, კბილები გაიხეხა და, თუ გაგვიმართლა, ოდეკოლონი იპკურა. მორჩა. ნივთებიდან აქვს ყოველდღიური კოსტიუმი, რომელიც ათწლეულები არ იცვლება, და რაღაც „გამოსასვლელი“. ესაა ქურთუკი და შარვალი, როგორც ჩანს მამიდან შვილს გადაეცემა. მათთვის საკმარისია, ხოლო ქალს ყველა უკვე გიჟ ძუნწად ჩათვლიდნენ.

ამასთან მხარს არ ვუჭერ იდეას, რომ ქალიც მოუწესრიგებელი უნდა გახდეს. არა! ქალს შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე, როგორც გაუხარდება. ეს მამაკაცმა უნდა ისწავლოს ნორმალურად გამოიყურებოდეს და იზრუნოს მიმდებარე სივრცეზე. კოსმეტიკური რემონტის გაკეთება არა მოცემულობა, არამედ სიამოვნებაა. ჩემი გაგებით, მათი სიმარტივე ყოველდღიური ცხოვრების პრიმიტივიზმია. ხალხი ასე ცხოვრობდა ათასი წლის წინ, მაგრამ ჩვენ ხომ განვითარებული და თანამედროვეები ვართ, ასე არაა?

მოკლედ, თანამედროვე წარმატებულ ქალს შესაფერისი პარტნიორის პოვნა ძალიან უჭირს. ან ყველა უკვე დაკავებულია ან საქმრო უკვე საპენსიო ასაკშია ან ჭკვიანი, მოწესრიგებული და წარმატებულია, მაგრამ თავად სურს ღირსეული მამაკაცის პოვნა. მითხარით, არ ვარ მართალი. ნუთუ თანამედროვე სამყარო არ არის შექმნილი მამაკაცის კომფორტისთვის? თუ ჩემს სიტუაციაშიც ღირსეული პარტნიორი ჰორიზონტზეც არ ჩანს? თქვენ კი ამბობთ, რომ მამაკაცებს ურთიერთობაში უჭირთ. მაგრამ მათ აქვთ მაინც!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს