როდესაც კოლეგა პაემანზე დავპატიჟე, გამაფრთხილა, რომ შვილთან ერთად მოვიდოდა. დაუფიქრებლად დავთანხმდი

1237

მშობლებს, ნორმალურ მშობლებს, კარგად ესმით, რომ შვილებზე ზრუნვა არ არის რაღაც მოცემულობა ან ტრადიცია. არა მხოლოდ გვარის გაგრძელება, არამედ ნამდვილი საქმე. საკუთარ თავზე, შვილზე მუშაობა. ფსიქოლოგის, ექიმის, ძიძის, მეგობრის როლი ერთდროულად უნდა მოირგო, თან მოახერხო წასვლა ნამდვილ სამსახურში, სადაც დროდადრო ფულს გაძლევენ. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება გქონდეთ იმედი, რომ თქვენი ვაჟი ან ქალიშვილი გაიზრდება მზრუნველი ბავშვი, რომელიც მშობლების მიმართ სათანადო პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავს.

აღზრდა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც მომავალში ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს. როგორც ზრდით შვილებს, ისეთები გაიზრდებიან. სწორედ ამიტომ, ბევრი მამაკაცი შიშობს შევიდეს ისეთ ოჯახში, სადაც უკვე არიან ბავშვები. მათ ჰგონიათ, სხვისი შვილი ვერასდროს შეიყვარებს მამინაცვალს, რაც არ უნდა კარგად მოეპყრას. სულ ტყუილად და ჩვენი მკითხველის ისტორია ამის პირდაპირი დასტურია.

მზრუნველი ბავშვი

ჩემი თაობა ხშირად ლანძღავს ახალგაზრდებს, თითქოს განსაკუთრებით გაფუჭებულნი არიან. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე: ამაზრზენად იქცევიან, ხმაურიანები არიან. წიგნებს არ კითხულობენ, თვითგანვითარება არ აინტერესებთ. ბიბლიოთეკებში არ დადიან, კლუბები სავსეა! რას აკეთებენ იქ, თქმაც უხერხულია. ის არაა, როგორც ჩვენს დროში. და ასე ერთი და იმავეს ნაყვა. ერთი სიტყვით, ახალგაზრდობა კი არა სასჯელია.

მათ არ ვეთანხმები. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თაობებს შორის ასაკობრივი სხვაობა თავის საქმეს აკეთებს, სულ ესაა. თუ ჩავუღრმავდებით, ახალგაზრდებისგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. იგივე ნაქები ბიბლიოთეკები არაფერია ინტერნეტის სივრცესთან შედარებით. მთელი დღე შეიძლება საჭირო წიგნის ძებნაში გაატარო ან დახარჯო რამდენიმე წამი ინტერნეტში, რომ საჭირო ინფორმაცია იპოვო. პირადი ისტორია, რომელიც თავს გადამხდა, უფლებას მაძლევს, ახალგაზრდები შევაქო.

38 წლის, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, როცა მეუღლეს დავშორდი. ხასიათებით ვერ შევეწყვეთ. შვილებიც არ გვყავდა, რადგან, ალბათ, ორივემ ქვეცნობიერად ვიცოდით, რომ ჩვენი ქორწინება განწირული იყო. რას გავხდებით, არც პირველები ვართ და არც უკანასკნელები. სიტყვაზე, სადღაც ამ პერიოდში სამსახური შევიცვალე. ოფისში, საქმეში ჩაფლობა მომინდა. სისულელეებზე რომ არ მეფიქრა და ცოტა ყურადღება გადამეტანა. მაგალითად, კარიერის აწყობა.

ახალ სამუშაო ადგილზე 1 წლის შემდეგ გავიცანი საყვარელი ქალი, ჩემზე ცოტა უმცროსი. რამდენჯერმე კაფეში წავედით, საერთო თემები ვიპოვეთ. დრო კარგად გავატარეთ. სანამ ჩემმა ერთ–ერთმა კოლეგამ არ მკითხა, ძალიან ხომ არ მინდა უფროსის კეთილგანწყობის მოპოვება. თავიდან მისი შეკითხვა ვერ გავიგე, მოგვიანებით მითხრეს, რომ ჩემი ახალი ნაცნობი ჩვენი უფროსის ქალიშვილია. განქორწინებული. ბევრი ცდილობდა მისი გულის მოგებას, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ვუპასუხე, რომ „წმინდა სასაუბრო“ ურთიერთობა გვქონდა, ჩემთვის გარკვეული დასკვნები გამოვიტანე.

რამდენიმე თვის შემდეგ თავი ვერ შევიკავე და ახალი მეგობარი პაემანზე დავპატიჟე. მარტოხელა ვიყავი, რატომაც არა? ზრდასრულები ვართ, ვის აინტერესებს, რას იფიქრებს მამა? სკოლის მოსწავლეები არ ვიყავით, თავად მივხედავდით ჩვენს საქმეს. კირამ უარით გამისტუმრა. მითხრა, რომ სამსახურის შემდეგ დაკავებული იყო და მის ცხოვრებაში გართობის ადგილი არ იყო. ძალიან ბევრი საქმე აქვს. არ დავნებდი, მაშინ მკითხა, წინააღმდეგი ხომ ვიქნებოდი, თუ არა მარტო, არამედ ბავშვთან ერთად მოვიდოდა. გოგონა 8 წლის იყო.

იმ მომენტში სწრაფად ვიმოქმედე, თვალის დაუხამხამებლად დავთანხმდი. მაგრამ პაემანი ახლოვდებოდა და ჩემი შიში იზრდებოდა. თურმე შვილი ჰყავს. მამაც დიდი კაცია. რაღაც ძალიან თამამი ვარ. პაემანზე საუკეთესოდ გამოწყობილი (როგორც შემეძლო) მივედი. ყვავილებით და ტკბილეულით. დრო კარგად გავატარეთ, პარკში გავისეირნეთ და ატრაქციონებზეც შევიარეთ. ვერასდროს ვიფიქრებდი, სხვისი შვილი ჩემში პოზიტიურ ემოციებს გამოიწვევდა.

1 წლის შემდეგ მე და კირამ ვიქორწინეთ. დიახ, გამოგვივიდა. პირდაპირ გეტყვით, სამსახურში პატარა უფროსიც არ გავმხდარვარ. უფრო მეტიც, პასუხისმგებლობები გამეზარდა. ამაზე დაფიქრება მაშინვე ღირდა, თუ თავად კირა ჩემი კოლეგა იყო და არა დირექტორის მოადგილე ან რაღაც მსგავსი. სიმამრი ნეპოტიზმს ვერ იტანს და ვფიქრობ, ასი პროცენტით მართალია.

ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ლელა იყო. ცოლის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. ჭკვიანი გოგოა. ამაში გაცნობის დღეს დავრწმუნდი. მაგრამ მაინც. მამასთან ურთიერთობას აგრძელებს. ბუნებრივია, შეუძლია ბავშვი ჩემს წინააღმდეგ განაწყოს. საერთოდ, ახალი კაცი სახლში. რატომ უნდა მომექცეს ნორმალურად? ამის შესახებ რამდენიმე სტატიაც წავიკითხე: როგორ დაუმეგობრდე გერს.

თავიდან გვიჭირდა. ლელა ჩემი წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ მამად არ აღმიქვამდა. არც ვითხოვდი. უფროსი მეგობარივით კომუნიკაციაც საკმარისი იყო. მთავარია, ნეგატივი და კამათი არ ყოფილიყო. აქამდე რამდენიმე წლის შემდეგ მივედით. სიტყვა „მამა“ ჩემი მიმართულებით არ თქმულა, მაგრამ „ბიძია ნოდო“ მაკმაყოფილებდა. დედამისის გარეშეც კარგად ვურთიერთობდით, ხშირად გამომყავდა სკოლიდან, დამყავდა სხვადასხვა წრეზე. მოკლედ, როგორც ოჯახში ხდება.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა და უბედურება მოხდა. დამეწყო თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები. გერმანიაში სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა, რაც ძვირი ჯდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის ბიუჯეტიდან ფული ავიღეთ, რაღაც სიმამრმა დაგვიმატა. რა თქმა უნდა, გვასესხა. ფული გვყოფნიდა ისე, რომ სულ არ გავკოტრებულიყავით, მაგრამ ისე, რომ 1–2 წელი მსხვილ რამეს ვერ ვიყიდიდით. არც ისე სასიამოვნო გრძნობაა, როცა შენ, მამაკაცი, ოჯახის ხარჯის ახალი თემა ხდები.

ლელას ამის შესახებ ბოლო წუთამდე არ ვეუბნებოდით. როცა დამალვა შეუძლებელი იყო, ახალი ამბის გაზიარება მოგვიწია. იმ დღეს ქალიშვილმა მე და ჩემი ცოლი ძალიან გაგვაკვირვა. დიდი ემოციის გარეშე გვითხრა, რომ სურს დაგვეხმაროს. გვაჩვენა ბალანსი მის ინტერნეტ ანგარიშზე, რომელიც დაახლოებით ათასი დოლარი იყო. ნება მომცეს, თანხა სრულად ამეღო.

აღმოჩნდა, რომ „სულელურ“ ვიდეოებს, რომელსაც დაქალებთან ერთად იღებდა ერთ–ერთი პოპულარული სოციალური ქსელისთვის, კარგი ფული მოჰქონდა. მოდურ ბრენდს არეკლამებ და გიგზავნის ბევრ ფულს, თუ თქვენი რეკლამა საკმაოდ პოპულარულია. წარმოგიდგენია? ჩვენ მათ ასაკში ასეთ თანხაზე ვერ ვიფიქრებდით!

ოპერაციის შემდეგ ვცადე, თანხა მაქსიმალურად მალე დამებრუნებინა. უფროსის ვალის დროებით გადადება მომიწია, მაგრამ გამიგო. ახლა ჯანმრთელი ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მას შემდეგ ახალგაზრდების მიმართ ჩემი დამოკიდებულება დადებითად შეიცვალა. დაფიქრდით, სიმამრმა ფული მომცა, ოღონდ უკან დაბრუნების მოთხოვნით. აი, ლელამ მომცა ყველაფერი, რაც ჰქონდა, ყოველგვარი გარანტიის გარეშე. მითხარით, რამდენ მეგობარს შეუძლია ამის გაკეთება? ჩემი მაგალითი თავისთავად მეტყველებს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს