ბაზარში დავინახე დიდებული გოგრა და გადავწყვიტე რაციონში ჩამერთო. აი, რა მოხდა 20 დღის შემდეგ

0
1203

კენკრამ, ხილმა და ბოსტნეულმა მომზადებისას სასარგებლო თვისებები შეიძლება დაკარგოს. სწორედ ამიტომ, რეკომენდებული არაა ხანგრძლივი თერმული დამუშავება. სხვადასხვა ნაყოფი სჯობს უმად მიირთვათ: ასე ვიტამინების და მინერალების დეფიციტს უფრო მარტივად შეავსებთ. მოიშორეთ ეჭვები, შეიძლება თუ არა უმი გოგრის ჭამა. უმი გოგრის ჭამა არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებელია. პაპარაცი ამის შესახებ უფრო დეტალურად გიამბობთ.

შეიძლება თუ არა უმი გოგრას ჭამა?

გოგრა შეუცვლელი დიეტური პროდუქტია: მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით და მინერალებით, დაბალი კალორიულობა აქვს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. სეზონური ხილის 1 თვის განმავლობაში ჭამა დაგეხმარებათ ბუნებრივად დაიკლოთ წონაში, გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა, ასევე გააქტიუროთ ნივთიერებათა ცვლა, დაარეგულიროთ საჭმლის მონელება. მკაცრი დიეტის დაცვა აუცილებელი არაა: მიირთვით გოგრა და შეინარჩუნეთ ფორმები. მნიშვნელოვანია, გემრიელად იკვებოთ და არ იგრძნოთ შიმშილი. სეზონური ბოსტნეულის რეგულარული მირთმევის სარგებელი 3 კვირის შემდეგ შესამჩნევი გახდება.

გოგრა ნებისმიერი ფორმით კარგია, მაგრამ უმი სახით მეტ სარგებელს იძლევა. ჭამამდე ნაჭრებად დაჭერით ან გახეხეთ. გახეხილი რბილობი ყველას არ მოსწონს, ამიტომ გემოს გასაუმჯობესებლად თაფლი ან კაკალი დაუმატეთ. დაჭრილ ვაშლს და ლიმონის წვენს იდეალურად ეთავსება. მწიფე უმი გოგრა სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ, გოგრის წვენი – კოქტეილს. გოგრის წვენი მაშინვე შეგიძლიათ დალიოთ ან ზამთრისთვის შეინახოთ.

ვინ არ უნდა ჭამოს გოგრა?

ახალი გოგრით კულინარიული ექსპერიმენტები ყველასთვის სასარგებლო არაა. უმი ბოსტნეულის  (თუ მაინც კენკრა?) ჭამისგან თავი უნდა შეიკავოს მოხუცებმა და მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებს. პატარა ბავშვებს არ უნდა მისცეთ უმი გოგრა, რადგან მათ ჯანმრთელობას ზიანი შეიძლება მიადგეს. უმ ბოსტნეულს შეუძლია გამოიწვიოს დუღილი ჯერ კიდევ სუსტ ნაწლავში და კოლიკა.

ბევრი შესანიშნავი კერძი არსებობს გოგრით, რომლითაც მენიუ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ. არომატულ ბალახებში და სანელებლებში აცხობენ, ასევე შემწვარ ბოსტნეულს და კატლეტს უმატებენ. გოგრიდან აკეთებენ ოლადებს, ფაფის და წვნიანის რეცეპტებში გვხვდება. ტკბილ ბოსტნეულს უმატებენ ბისკვიტს, შარლოტას, პუდინგს, კექსს, მობრაწულას და ღვეზელს.

უნიკალური პროდუქტი

გოგრა უნარჩენო პროდუქტია. მისი ელასტიური ბოჭკოები, რომლებიც ადრე თესლს აკავებდნენ, ვენების სამკურნალოდ გამოიყენება. ბოსტნეულის რბილობს საკვებად და კოსმეტოლოგიაში (ნიღბების სახით) იყენებენ. გოგრის თესლი ბავშვების და უფროსების საყვარელი სასუსნავია. გოგრის თესლი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ მაღალი კალორიული შემცველობა აქვს. ნორმა – 60 გ თეთრი თესლი დღეში. უმჯობესია მიირთვათ უმად (გამომშრალი), თუმცა შემწვარი უფრო გემრიელია. პატარა გოგრა კანიანად შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძის ჭურჭლად სუფრაზე გასატანად. არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზია! მსხვილი გოგრა ნაჭრებად შეგიძლიათ დაჭრათ.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არსებობს გოგრის ჯიშები, რომლებიც ცხოველების საკვებად გამოიყენება. მისი ნაყოფი გიგანტურ ზომამდე შეიძლება გაიზარდოს. ასეთი გოგრის ქერქი ძალიან მაგარია, ხოლო რბილობი უხეში და უგემური. ხალხს მხოლოდ მისი თესლი მოსწონს. სამზარეულოსთვის სპეციალური სუფრის ჯიშებია გამოყვანილი. დიდი ზომით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ნაზი და ტკბილი რბილობი აქვს.

ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენიათ მდიდარი გემოს ნარინჯისფერი ბოსტნეული? დროა, ასე მოიქცეთ და გოგრა ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. მაშინაც კი, თუ გოგრის რბილობი არასდროს მოგწონდათ, აუცილებლად იპოვით მისი მომზადების უნიკალურ რეცეპტს, რომელიც თქვენს გულს დაიმონებს.