დედამთილს ინსულტი აქვს, მაგრამ ქმარს არ სურს მასზე ზრუნვა

0
971

დაოჯახებული ვარ. დედამთილს ყოველთვის ღიად ვძულდი. მისთვის ცუდი არაფერი დამიშავებია, ასეთი ურთიერთობა აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ შვილი „წავართვი“. ძალიან მოსწონდა, რომ ვაჟი მის გვერდით იყო, შეეძლო მეზობლებთან ეტრაბახა ზღვაზე მასთან ერთად მოგზაურობით.

ჩემი მისამართით მისი მხრიდან ბევრი უსიამოვნება თქმულა. ბოლოს, როცა ეს უბედურება მოხდა, ქმარმა მის მოვლაზე უარი თქვა. 6 თვეა დედას არ ეხმიანება, რადგან დედა „წამლავდა“. ყოველი შეხვედრისას ჩიოდა, რომ ღამეები არ ეძინა, რომ ფეხზე დააყენა, მან კი ქალის გამო მიატოვა. ვიმსახურებ ყველა იმ საზიზღარ სიტყვას, რადგან მის წმინდა სამყოფელში „ცხვირის ჩაყოფა“ გავბედე.

არავის სურს მასზე ზრუნვა: არც დას, არც ძმას. ანჩხლი ქალია, არაფერი მოსწონს, მისთვის ყველა ცუდია. ქმარს ყველაზე მეტი ხვდებოდა. ახლა მისი ვაჟი (ჩემი ქმარი) ამბობს: „დაე, თავად გამოძვრეს, იმსახურებს“. იხსენებს, რომ მთელი ბავშვობა ამცირებდა, სწავლისთვის ერთი თეთრიც არ მიუცია. არაფერში არ ეხმარებოდა, თუმცა შეეძლო, მხოლოდ მამამისი უკეთებდა ყველაფერს და ეხმარებოდა.

სოფელში ძალიან ძველ სახლში ცხოვრობს. ადრე სურდა მისი გაყიდვა და ქალაქის გარეუბანში ერთოთახიანი ბინის ყიდვა, მაგრამ არავინ იყო მისი სახლის ყიდვის მსურველი, რადგან სახლი მოშორებით მდებარეობს. გამოდის, რომ ყველასგან შორსაა და არავის სჭირდება. მაგრამ ასე არ შემიძლია.

ალბათ, მომხდარს ვაიგივებ დედაჩემზე (დედინაცვალზე), თუმცა ის არავის ცხოვრებას არ ანგრევს და ცუდი სიტყვაც არავისთვის უთქვამს. ქმარს ყოველთვის გაშლილი სუფრით და სიხარულით სავსე თვალებით ხვდება. ტელეფონით საუბრისას ყოველთვის ამბობს: „ალეკოს მოკითხვა გადაეცი. უთხარი, მე და მამას გვენატრება და სტუმრად ველოდებით“.

ჩემს მშობლებს რომ გაელანძღათ ჩემი ქმარი იმის გამო, რომ ქალიშვილი წაართვეს, მე იმისთვის, რომ მათ გასართობად არ დავრჩი, ალბათ, შევწყვეტდი მათთან ურთიერთობას. საბედნიეროდ, ორივე შემდგარი ადამიანია, ესმით, რომ ჩემი ცხოვრება მაქვს და არავინაა ვალდებული, მათ დაკრულზე იცეკვოს.

დედამთილი არ იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ მეცოდება. ვფიქრობ, რომ მისი მიტოვება არ შეიძლება. მეორე მხრივ, ქალი მეცოდება, მაგრამ მესმის, რომ თავის ხვედრს იმსახურებს. ხომ საღ გონებაზე და ფხიზელი მეხსიერებით გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ყველას ზურგი ექცია. მომკის დროა.

აი ასე, ეჭვებით გარემოცულმა მეუღლეს ვთხოვე მის სანახავად წავსულიყავით. წავედით. დედამთილმა გვითხრა, რომ ადგომა ჯერ არ შეუძლია. მოითხოვა, ქმარს ან თავისთან სახლში წაეყვანა ან მასთან გადასულიყო საცხოვრებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას დაგვწყევლის, მათ შორის მეც. მოკლედ, ყოველგვარი დახმარების სურვილი დავკარგე. მესმის, რომ ჩემი საზრუნავი და პასუხისმგებლობა არაა, მაგრამ გული მაინც მიმძიმს. როგორ დავამშვიდო სინდისი, როგორ მოვიქცე სწორად?