დააწებეთ საკვების შესაფუთი პარკი ფანჯარაზე: ბედნიერებისგან ხტუნვას დაიწყებთ, როცა შედეგს იგრძნობთ

0
1821

სიცივე ახლოვდება, მაგრამ გათბობის ჩართვას ბევრი არ ჩქარობს ან დაბალ დონეზე რთავს. თუ ძველი ფანჯრების “იღბლიანი” მფლობელი ხართ, რომელშიც ორპირი ქარი მუდმივად ატარებს, გირჩევთ გამოიყენოთ საშუალება, რომელიც ნებისმიერ სახლში შეგიძლიათ იპოვოთ. პოლიეთილენით იზოლაციაზე ვსაუბრობთ. პაპარაცი გიამბობთ, როგორ დააწებოთ საკვების შესაფუთი პარკი ფანჯარაზე, რომ სახლში სითბო და მყუდროება შეინარჩუნოთ.

საკმაოდ კარგი შედეგი გამოვა, თუმცა მოგიწევთ ერთ ნაკლოვანებასთან შეგუება – ეზოს/ქუჩის ხედი საგრძნობლად გაუარესდება. ვინაიდან მსგავსი დათბუნვა დროებითად ითვლება (მხოლოდ ზამთარში), ნამდვილად ღირს. იდეალურ შემთხვევაში, ეს ვარიანტი შესაფერისია მათთვის, ვისაც სასწრაფოდ ესაჭიროება ფანჯრების იზოლაცია, მაგრამ არ აქვს შესაფერისი ჰერმეტიკი არ აქვს.

რატომ უნდა დააწებოთ საკვების შესაფუთი პარკი ფანჯრებზე?

ქვეყნის ჩრდილოეთით პატარა ქალაქიდან ვარ. ჩვენი კორპუსის ფანჯრები საგულდაგულოდ აღდგენილია, მაგრამ საკმაოდ ძველია, 80–იანი წლებიდან. შესაბამისად, ბზარებიდან ცივი ჰაერი შემოდის და ბინაში ორპირს ქმნის.

აი, აგარაკზე ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჩავსვით. ექსპერიმენტისთვის მე და ჩემმა მეუღლემ ბინაშიც და აგარაკზეც ფანჯრებზე ჩვეულებრივი პარკი ავაწებეთ მეტი სითბოს შესანარჩუნებლად. როგორც ბინაში, ასევე აგარაკზეც ყოფნა უფრო კომფორტული გახდა, როგორც გვიან შემოდგომაზე, ასევე ზამთარში. მინა სიცივეს აღარ ატარებდა და ფანჯარასთან დგომა სასიამოვნო იყო. გარდა ამისა, მეზობლებისა და გამვლელების ცნობისმოყვარე მზერისგან დაცული ვარ, რადგან ჩვენი ბინა პირველ სართულზეა.

როგორც აღმოჩნდა, საკვების შესაფუთი პარკი ფანჯრების დასათბუნად შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. შენობაში სითბოს ინარჩუნებს, გარეთ არ უშვებს. ასეთი მარტივი და ეკონომიური მეთოდი კერძო სახლების მფლობელებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. საკმაოდ ხშირად ფანჯრები იყინება ოთახში, სადაც კარი იღება. ეს შეიძლება იყოს შემოსასვლელი, ვერანდა ან დერეფანი. მსგავსი დათბუნვა აივანზე განსაკუთრებით ეფექტურია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, ესაა წყალი, საფრქვევი ბოთლი, პოლიეთილენის ფირი და წებვადი ლენტი. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვეულებრივ სუპერმარკეტში ან საყოფაცხოვრებო მაღაზიაშია.

საქმეს შეუდექით. თბილი წყალი საფრქვევი ბოთლით მთელ ფანჯარას შეასხურეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვეულებრივი წყალი ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც პარკს მინაზე მჭიდროდ იჭერს, კვალის გარეშე. ჩარჩოს შიგნით მინა გაზომეთ და იმდენი ფირი გამოჭერით, რამდენიც საჭიროა. ფანჯარას მიადეთ, ზედა კუთხიდან დაიწყეთ და მინას ფრთხილად მიაკარით. პარკის და ჩარჩოს შესაერთებლად წებვადი ლენტა ან იზოლენტა გამოიყენეთ.

გაზაფხულზე, როცა თბილი ამინდები დადგება, ფანჯარას პარკს ადვილად მოაშორებთ, უბრალოდ ერთი კიდიდან დაქაჩეთ. თავად ფანჯარას პარკს შუა აპრილამდე არ ვაშორებ. როცა პარკს მოაშორებთ, შეამჩნევთ, რომ მინაზე აბსოლუტურად არანაირი კვალი არ არის დარჩენილი. ერთი შეხედვით ბანალური მეთოდი ყველა ბზარს კარგად ფარავს და ორპირს არ ატარებს. სცადეთ!