შეწყვიტეთ ამის ტარება, თუ ფეხები გიმძიმდებათ და სიარული გიჭირთ. მაშინვე შვებას იგრძნობთ

0
645

ჩვენი ცხოვრება უშრეტი ღვარია. ხან ბედნიერებას და სიყვარულს გვჩუქნის, ხან წარუმატებლის ყინულის წვიმით გვავსებს. შინაგანი ძლიერი განცდების მართვა ძლიერი უნარია სტაბილური ფსიქიკისთვის და არა მხოლოდ! ის, ვინც ემოციების კონტროლს შეძლებს, ბევრი ფიზიკური დაავადებისგან განკურნებას შეძლებს.

შინაგანი განცდები

განვიხილოთ ერთი მაგალითი. ხალხი ხშირად ჩივის ფეხის ტკივილზე. უსიამოვნების მიზეზი შეიძლება იყოს ჭარბი წონა. აქ ყველაფერი ლოგიკურია: ფეხი და ხერხემალი ზედმეტ სტრესს განიცდის, დასუსტებული კუნთები მყესებთან ერთად ამ დატვირთვას ვერ უმკლავდება.

ზოგჯერ სხვაგვარად ხდება. ადამიანს არ აწუხებს ჭარბი წონა, ხოლო ფეხები და ზურგი მაინც სტკივა. რა შეიძლება იყოს? მივმართოთ ფსიქოსომატიკას. სპეციალისტები საუბრობენ არამატერიალურ ტვირთზე, რომელსაც მხრებით ვატარებთ. ეს მძიმე ემოციებია, რომლებსაც ადამიანი ვერ უმკლავდება.

ცხოვრებაში მოხდა რაღაც შერყევა – კამათი, ტრაგედია, ტყუილი ან დარდი. ეს ყველაფერი გონებას შთანთქავს და იპყრობს გრძნობებს დღეების, კვირების, ზოგჯერ წლების განმავლობაშიც. სხვა სიტუაციაა, როცა ადამიანი სხვის პასუხისმგებლობას იღებს. მაგალითად, მოხუცი მშობლები მუდმივად შფოთავენ ზრდასრულ შვილებზე, რომლებმაც თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და მიხედონ საკუთარ ცხოვრებას.

რა თქმა უნდა, არაფერია ცუდი, თუ მშობელი შვილზე ნერვიულობს. ზნეობრივი თვალსაზრისით, ნორმალურია. უნდა გესმოდეთ, რომ მუდმივი განცდები პრობლემებს არ აგვარებს. ადამიანი დღეებს მხოლოდ ბნელ ფიქრებსა და ტანჯვაში ატარებს. “არაფერი გამოვა, ყველაფერი ცუდია” – ეს ფიქრები ძალას და ჯანმრთელობას ართმევს. “გულზე ლოდი” – ეს მხოლოდ მეტაფორა არაა. ამიტომ, ზურგიც და ფეხებიც სულიერი ტანჯვის ტვირთისგან იტანჯება.

როგორ მოვიშოროთ ემოციური სტრესი

განცდები, რომლებსაც მოაქვს ტკივილი, უნდა მოიშოროთ, და ასე სიმძიმეც სხეულს დატოვებს. რა თქმა უნდა, ეს მარტივი ამოცანა არაა. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვარდისფერი სათვალე გავიკეთოთ და თავი მოვიკატუნოთ, რომ არაფერი ხდება, როცა პრობლემები არსებობს.

არსი იმაშია, რომ ნეგატივის სივრციდან თავი უნდა გამოვიყვანოთ. ჩვენი აზროვნების ჩვეული ალგორითმი შევცვალოთ. ამისთვის გამოიყენეთ კონცეფცია “აზროვნება – ემოცია – მოქმედება”. როგორ მუშაობს?

ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომელზეც ყურადღებას ვამახვილებთ. ჯერ ჩვენს თავში იბადება აზრი, რომელიც შემდეგ იწვევს ემოციას. თავისი არსით, ემოცია არის ის, როგორ განიცდის სხეული აზრს. სიხარულისა და აღფრთოვანებისგან ძალების მატებას ვგრძნობთ. სიბრაზისგან, სევდისა თუ სირცხვილისგან შიგნით ყველაფერი იკუმშება. სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში შეიძლება ვიგრძნოთ ტკივილი. მაგალითად, გულმკერდში, დიაფრაგმაში, კუჭში ან თავში.

რა არის შემდეგ? ვიღებთ მოქმედებას (ხშირად გაუცნობიერებლად), რომელიც შეესაბამება ჩვენს განწყობას. როცა მხნედ და კარგ განწყობაზე ხართ, მოქმედების სურვილი გაქვთ, ხოლო რთული პრობლემიდან გამოსავალი თავში თითქოს თავისით მოდის. როცა დეპრესიაში ხარ, მზიანი ამინდიც არ გახარებთ. გაღიზიანებული თამბაქოს ეწევით ან დამამშვიდებელ საშუალებას სვამთ და მთელი დღე მძიმე ფიქრებში ეხვევით.

ამ ფორმულიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრების მთელ მექანიზმს ფიქრი რთავს! როგორ გამოვიყენოთ ეს დასკვნა ჩვენს სასარგებლოდ?

ფიქრებით სინათლისკენ ვმოძრაობთ

ალბათ, ათასჯერ გსმენიათ, რომ აზრები მატერიალურია და დიდი ძალით ვიზიდავთ ზუსტად იმას, რაც არ გვინდა ან გვეშინია. სცადეთ ამ მოძველებული მავნე კოდის გატეხვა. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც გსურთ. ასე სამყარო გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. ზოგჯერ იქედან მოდის, საიდანაც ვერც იფიქრებდით. გაიხსენეთ, თქვენს ცხოვრებაში მსგავსი “სასწაულები” ნამდვილად მომხდარა!

ეს პრაქტიკა ჩვევის საკითხია. თავიდან აზრებს უნდა დააკვირდეთ და თავი ხელში აიყვანოთ, როცა ფიქრები ბნელი გზისკენ გადახვევას ცდილობს. ნებისყოფა გააძლიერეთ, ფიქრები ახალ, პოზიტიურ ტალღაზე გადაიყვანეთ. დიახ, ჩვენ ტვინი დიდი ზარმაცაა, მას უფრო მოსწონს ძველი, გამოცდილი გადაწყვეტილებები. მაგრამ ახალი უნარი მხოლოდ დროის საკითხია. ის შინაგანი განცდების გადალახვაში დაგეხმარებათ.

მალე შეამჩნევთ, ნათელი ფიქრები პოზიტიურ ემოციებს იზიდავს. ის უფრო და უფრო გამრავლდება თქვენს ცხოვრებაში. ყურადღება მათზე გაამახვილეთ და მხოლოდ შეამჩნიეთ, როგორ წყდება ადრე დაუძლეველი პრობლემები თითქოს თავისთავად. ასე მძიმე ემოციური ტვირთის მოშორებას შეძლებთ, ანუ ფეხები, ზურგი და მთელი ორგანიზმი მადლობას გეტყვით.