ცნობილმა ნემსიწვერამ საყოველთაო სიყვარულის და აღფრთოვანების პერიოდი გაიარა, სანამ ბებიების საყვარელი ყვავილი გახდებოდა. დავიწყოთ იმით, რომ ამ მცენარის პირველი ნიმუშები ინგლისში მე–17 საუკუნის დასაწყისში აფრიკიდან შემოიტანეს. სამეფო ბოტანიკოსებმა მცენარის ჰიბრიდის შექმნა დაიწყეს, რომ ნემსიწვერას მისთვის უჩვეულო პირობებში გაზრდა შეძლებოდა. დღეს სწორედ ამ ჰიბრიდებით ვამშვენებთ ფანჯრის რაფებს.
მე–19 საუკუნის 20–იან წლებში ნემსიწვერა ყველაზე გავრცელებული ოთახის და ბაღის მცენარე გახდა ლონდონში. ამავე დროს ყვავილი ჩვენთანაც გამოჩნდა. ნემსიწვერას ზოგიერთი სახეობა ველურ ბუნებაში იზრდება და სიცივეს ადვილად იტანს. თუმცა მცენარის სახეობების უმეტესობა სითბოს მოყვარულია. ზამთარში ძილის რეჟიმზე გადადის. მცენარეს ამ პერიოდის გადატანაში უნდა დაეხმაროთ.
როგორ შევინარჩუნოთ ნემსიწვერა ზამთარში
იმის მიუხედავად, რომ ნემსიწვერა ცნობილია თავისი ამტანობით, ცივ სეზონზე სპეციფიკური მოვლა სჭირდება. არსებობს 2 მეთოდი, რომლის მიხედვით შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თქვენი ყვავილი ზამთრის გადატანას შეძლებს თუ არა. დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ სეზონზე თავისი სიდიადით გაგახარებთ!
ნემსიწვერას გამრავლება ყლორტებით
ყლორტებით ნემსიწვერას გამრავლება გამოცდილი მეთოდია, რომ ახალი მცენარის მარაგი მიიღოთ და გაზაფხულამდე შეინახოთ. ყველაფერი სწორად რომ გააკეთოთ, ინსტრუქციას მიჰყევით:
- შეარჩიეთ ზრდასრული მცენარე. აირჩიეთ ზრდასრული და ჯანსაღი ნემსიწვერა, რომლის გამრავლებაც გსურთ. ამისთვის საუკეთესო პერიოდია ზაფხულის ბოლო ან შემოდგომის დასაწყისი.
- ხელსაწყოები მოამზადეთ. ნემსიწვერას გასამრავლებლად დაგჭირდებათ სასხლავი, ჭრილობის დასამუშავებელი საშუალება, ქოთნები და ნიადაგის სპეციალური ნარევი.
- ყლორტები გამოყავით. ყურადღებით შეარჩიეთ ყლორტები, დაახლოებით 7–10 სმ სიგრძის 2–3 წყვილი ფოთლით. ყლორტები დახრილი კუთხით გადაჭერით, მცირე ნაწილი მშობელი მცენარის ღეროზე დატოვეთ.
- ნიადაგი მოამზადეთ. ქოთანი მიწით გაავსეთ და დაატენიანეთ. მცირე ჩაღრმავება გააკეთეთ ყლორტების დასარგავად.
- ყლორტები დარგეთ. ყლორტები ჩაღრმავებაში ჩადეთ და მის გარშემო მიწა ნაზად დატკეპნეთ.
- მინი სათბური შექმენით. დატენიანება და სიცივისგან დაცვა რომ უზრუნველყოთ, ქოთნები მინი სათბურში მოათავსეთ ან პარკები დააფარეთ.
- კალმებზე იზრუნეთ. მიწა რეგულარულად დაატენიანეთ და კარგი განათებით უზრუნველყავით. ზრდის მიხედვით უფრო მსხვილ ქოთანში შეგიძლიათ გადარგოთ.
ნემსიწვერას შენარჩუნება ზამთარში ძილის რეჟიმში
თუ კალმების გამრავლებაზე თავის შეწუხება არ გინდა, ნემსიწვერას შენარჩუნების სხვა მეთოდიც არსებობს. ყვავილი ზამთრის ძილის რეჟიმზე გადაიყვანეთ:
- მცენარე ზამთრისთვის მოამზადეთ. როცა ღამით ტემპერატურა 7–10 გრადუსამდე დაეცემა, ნემსიწვერას გამოკვება შეწყვიტეთ და მორწყვა შეამცირეთ. ასე მცენარეს ძილის მდგომარეობაში თანდათან გადასვლაში დაეხმარებით.
- ნემსიწვერა გადაჭერით. პირველი ყინვების შემდეგ ყვავილის წვერი დაახლოებით 10–15 სმ სიმაღლეზე გადაჭერით. ასე მცენარე შეძლებს ენერგიის დაზოგვას და სიცივისგან დაზიანებას თავიდან აიცილებს.
- ნემსიწვერა გრილ ადგილას გადაიტანეთ. ქოთანი გრილ, მაგრამ არა გაყინულ ადგილას გადაიტანეთ. მაგალითად, სარდაფში ან ავტოფარეხში. ტემპერატურა დაახლოებით 7–10 გრადუსი უნდა იყოს.
- მორწყვა შეამცირეთ. ზამთარში ნემსიწვერას მინიმალური რაოდენობით წყალი სჭირდება. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწა მთლიანად გაშრება.
ამ ორი მარტივი მეთოდის გამოყენებით, ნემსიწვერას გაზაფხულამდე წარმატებით შეინახავთ. ყლორტებით გამრავლება და ზამთრის ძილის რეჟიმზე გადაყვანა შესანიშნავი მეთოდებია, რომ თქვენი ნემსიწვერა სილამაზით და დღეგრძელობით უზრუნველყოთ, რომ ყოველ წელს გაგახაროთ.