რა ფასი გადაიხადა ნინა მასლოვამ წარმატებისთვის და როგორ შეძლო სიბნელიდან თავის დაღწევა

0
168

ნინა მასლოვამ იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი მაყურებლის წინაშე. მაყურებელს ეჭვი არ ეპარება: მის წინაშეა ბედნიერი ქალი, ლამაზი, მოხდენილი, კეთილი ღიმილით და თვალებში ანცი ელვარებით. დღესაც მსახიობი არავის ტოვებს გულგრილს. ახალგაზრდობაში მისი ბევრს შურდა, ვერ ამჩნევდნენ, რომ მისი მოკუმული ტუჩების კუთხეები სევდიანად ეშვებოდა, როცა მსახიობი როლს ტოვებდა. რთულმა ბავშვობამ და ცხოვრებამ ცნობილი მსახიობის იმიჯზე კვალი დატოვა.

„ქალი – ოცნება, ქალი – ამოცანა“ – ასე ამბობდნენ მასლოვაზე თაყვანისმცემლები. როგორია სინამდვილეში? პაპარაცი ამის შესახებ გიამბობთ.

ნინა მასლოვა

ნინა კონსტანტინეს ასული მასლოვა რიგაში დაიბადა. ალბათ, მსახიობის ცხოვრება სხვაგვარად წარიმათებოდა, მამამისს ოჯახი რომ არ მიეტოვებინა. 5 წლის გოგონამ მშობლების განქორწინება მძიმედ გადაიტანა და მამინაცვალი ვერ მიიღო. სანამ დედა პირად ცხოვრებაზე ზრუნავდა, გოგონა საკუთარი თავის ანაბრად დარჩა. შედეგად, ცუდ კომპანიაში მოხვდა და ხშირად ღამეს სახლში არ ათენებდა. უკრაინაში გადასვლის შემდეგ მასლოვას ოჯახი ნიკოლაევში ცხოვრობდა. დედის მეთვალყურეობით საშუალო სკოლის დამთავრება და ინსტიტუტში შესვლა შეძლო.

მომავალი პროფესია არ აინტერესებდა, ამიტომ ჰიდრომელიორაციის ინსტიტუტი მიატოვა და მოსკოვში თეატრალურზე სასწავლებლად წავიდა. ნიჭიერი და ლამაზი გოგონა ადვილად მიიღეს. ასევე სწრაფად გააძევეს იქედან არასათანადო ქცევის გამო, როგორც ხელმძღვანელი ამტკიცებდა, თუმცა, მსახიობის თქმით, გააგდეს, რადგან თანაკლასელები არ ჩაუშვა.

მასლოვა არ დაბნეულა და გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩააბარა. იმ დროისთვის უკვე ჰქონდა პირველი სამსახიობო გამოცდილება: ითამაშა მთავარი როლი ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „წარმატებას გისურვებთ“, მონაწილეობა მიიღო მელოდრამაში „ტბასთან“ და ითამაშა ფილმში „რუსული ველი“. 1971 წელს ნინამ დაამთავრა კურსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარკოვა და გერასიმოვი. ხშირად იწვევდნენ ფილმებში, მაგრამ, ძირითადად, ხვდებოდა მეორეხარისხოვანი როლები კომედიურ ფილმებში.

ცნობილი როლები

იმის მიუხედავად, რომ მასლოვა მხოლოდ ეპიზოდებში ჩნდებოდა, მაყურებელს თავი ისე დაამახსოვრა, როგორც მთავარმა გმირებმა. მსახიობის ერთ–ერთი ცნობილი როლია მოსწავლე პირველ მერხთან კორენევის ფილმში „დიდი ცვლილება“. ლამაზმანმა არა მხოლოდ ნიჭიერად ითამაშა ვიქტორიას როლი, არამედ გმირის პოპულარული რეპლიკის ავტორი გახდა. საბჭოთა კინოს მოყვარულები დღემდე ციტირებენ მარფას სიტყვებს გაიდაის კომედიიდან „ივანე ვასილის ძე იცვლის პროფესიას“. შემდეგ იყო ფილმი „აფონია“ და ბევრი სხვა.

მასლოვას პოპულარობამ მოუტანა კარგი შემოსავალი და ახალი ნაცნობები, მაგრამ ერთგული მეგობრებით და ბედნიერი ოჯახით არ დააჯილდოვა. ერთხელ არასწორი არჩევანი გააკეთა: დედობა კარიერაზე გაცვალა. აი, ბედმა მეორე შანსი აღარ მისცა. მის ბინაში რეგულარულად ჩნდებოდნენ სტუმრები, მასპინძელი სუფრას უხვად აწყობდა. ნასვამ მდგომარეობაში ქალი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევდა. როგორც თავად აღიარებს, „ცუდად“ და „ამორალურად“ იქცეოდა, თუმცა გულში ხვდებოდა, რომ არასწორად იქცეოდა.

როცა მეექვსე ათწლეულში გადავიდა, მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა, დაიწყო ჯანმრთელობის პრობლემები. გარშემომყოფები ჩამოშორდნენ. აბსოლუტურად მარტო დარჩა. სასოწარკვეთილი ნინა ნოვოდევიჩის მონასტერს ეწვია. წინამძღვართან ხანგრძლივ საუბარში მარტოხელა ქალმა შთაგონება იპოვა. ამქვეყნად ადამიანის ყოფნის სულიერ მხარეზე დაფიქრდა და ცხოვრებისადმი ინტერესი გაუღვიძა.

ბოლო წლებში ფილმებში ნაკლებად თამაშობს. იძლევა უფრო მეტ ინტერვიუს, იხსენებს წარსულ ცხოვრებას და საუბრობს სულიერ განვითარებაზე. კოლეგების აზრით, მსახიობისგან შესანიშნავი მასწავლებელი გამოვიდოდა. ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევ მოასწრებს მასწავლებლის როლის მორგებას.