უნდა გაიხადოთ თუ არა ფეხსაცმელი სხვის სახლში და ჩაიცვათ მასპინძლის მიერ შემოთავაზებული ჩუსტი

0
5032

უნდა გაიხადოთ თუ არა ფეხსაცმელი სტუმრად ყოფნისას? ამ კითხვაზე პასუხი აშკარა არაა. პაპარაციმ ამ საკითხის გარკვევა გადაწყვიტა. გაიგებთ, როდის ღირს საგარეო ფეხსაცმლის გახდა სხვის სახლში და უნდა მიაწოდოს თუ არა მასპინძელმა სტუმრებს ქალის და კაცის სახლის ჩუსტები.

სახლის ჩუსტები ქალებისთვის და კაცებისთვის

საინტერესოა, რომ ამ საკითხში ეტიკეტის არსებული სტანდარტები უნივერსალური არაა. ზოგ შემთხვევაში მუშაობს, ზოგში – არა. თავისთავად, უმჯობესია სტუმრად ყოფნისას საგარეო ფეხსაცმელი მაშინვე გაიხადოთ, რომ ბინაში არ შეიტანოთ მტვერი, ჭუჭყი და ნაგავი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სახლში ცხოველები და პატარა ბავშვები ცხოვრობენ.

გარეთ მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ბინის მფლობელი არ უნდა გაანაწყენოთ იატაკზე ჭუჭყიანი ლაქებით (თუნდაც მანამდე არც ისე სუფთა იყოს). სველი იატაკი ხანმოკლეა, პარკეტიც და ლინოლეუმიც ტენიანობის გამო სწრაფად იშლება. ფილებზე საერთოდ ფეხი შეიძლება აგიცურდეთ.

ფეხსაცმლის ეტიკეტში დიდი მნიშვნელობა აქვს, რა წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული. თუ ეს მეგობრული შეკრებაა, კეთილი ინებეთ და ფეხსაცმელი გაიხადეთ. თუ სადღესასწაულო საღამოა, სადაც ქალები მოდიან საღამოს კაბებში, ხოლო კაცები ელეგანტურ კოსტიუმებში? ერთიც და მეორეც სასაცილოდ გამოიყურება ფეხშიშველი, წინდებში ან სახლის ჩუსტებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი სტილს ავსებს. ამ შემთხვევაში სტუმრებმა ფეხსაცმელი არ უნდა გაიხადონ. თუ გარეთ წვიმს, გამოსაცვლელი ფეხსაცმელი თან უნდა წაიღოთ.

როგორ გაჩნდა სახლში ფეხსაცმლის გახდის ჩვეულება?

აღმოჩნდა, რომ ამ წესის ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. ეს გლეხის ცხოვრების პირდაპირი შედეგია. ადრე მინდორში დიდ დროს ატარებდნენ და მეურნეობას ეწეოდნენ. იმუშავეთ ასე მთელი დღე ტალახში, ქვიშასა და მტვერში, შემდეგ სახლში ატალახებული გზით დაბრუნდით (ასფალტი და ტროტუარები სოფელში არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა). სახლში ჭუჭყი რომ არ შეეტანათ, ხალხი ფეხსაცმელს ზღურბლს გარეთ ტოვებდა.

გასული საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ცოტა რამ შეიცვალა. საგარეო ფეხსაცმლის გახდა მიღებულია აზიის და არაბეთის ქვეყნებში. უფრო მეტიც, თუ ეტიკეტს უგულებელყოფთ და იაპონელის სახლში საგარეო ფეხსაცმლით შეხვალთ, მასპინძელს ყოველგვარი უფლება აქვს გაგაცამტვეროს.

დედამიწის მეორე ბოლოში, აშშ–ში, სხვის სახლში ფეხსაცმლის გახდის მცდელობა ფამილარობად აღიქმება. ამერიკაში საკმაოდ კარგად რეცხავენ ქუჩებს, რომ ფეხსაცმელი სუფთა დარჩეს და ფეხგაუხდელი დივანზე ან საწოლზე წამოწვეთ.

აი, ბრიტანეთის თანამეგობრობის ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია ან კანადა, ყველაფერი ინდივიდუალურია. მაგალითად, ავსტრალიაში ბევრი სტუმარი ვერ ბედავს საგარეო ფეხსაცმელი გარეთ დატოვოს, რომ მასში შხამიანი ობობები არ შევიდეს. კანადაში ფრანგული, ბრიტანული და კანადური კულტურები შერეულია, რომლებიც ეტიკეტს განსაზღვრავს. ვიღაც შემოგთავაზებს ჩუსტის ჩაცმას, რომ ფეხი არ გაგიცივდეთ, სადღაც მთელი საღამო ფეხშიშველმა ან წინდებში შეიძლება გაატაროთ.

როგორ მოვიქცეთ სტუმრად ყოფნისას?

ჩვენთან მიღებულია სახლში შესვლისას საგარეო ფეხსაცმლის დაუყონებლივ გახდა. როგორც წესი, სტუმრებს ცივ იატაკზე სიარული არ აწუხებთ: ოჯახების უმეტესობა სტუმრებს მაშინვე სთავაზობს კომფორტულ ჩუსტებს.

თუ სტუმრად პირველად ხართ და არ იცით, როგორ მოიქცეთ, სახლის მფლობელის მიხედვით იმოქმედეთ. თუ პირდაპირ შემოგიპატიჟა, სავარაუდოდ, ფეხსაცმლის გახდა საჭირო არაა. თუ მასპინძელი თქვენს ბოტასს ალმაცერად უყურებს, ფეხსაცმლის გახდა ღირს. გარდა ამისა, ყოველთვის შეგიძლიათ აქტივობა გამოიჩინოთ და პირდაპირ იკითხოთ, რომელი ჩუსტის ჩაცმა შეიძლება.