როცა ბავშვი გავაჩინე, მთელი ჩვენი ოჯახური იდილია აორთქლდა. მშობლებმაც ბედის ანაბრად მიმატოვეს

0
1182

ქალს, რომელმაც ბავშვი გააჩინა, ოჯახში გარკვეული პრეროგატივები აქვს. ყოველ შემთხვევაში, ასეა მიღებული. რაც არ უნდა თქვა, ეს ხომ მისი და მისი ქმრისთვის მემკვიდრის გაჩენაა. ეს ძალიან ძლიერი დარტყმაა ქალის ჯანმრთელობაზე და ქცევის სრულიად ახალი მოდელი მომავალში: ახლა უნდა იზრუნოს ბავშვზე, აჭამოს, ჩააცვას, აღზარდოს. უშვილო მეუღლისთვის მთელი ეს აურზაური უცნობი და მიუწვდომელია.

თუ მოვალეობების მხრივ ყველაფერი ნათელია, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა უფლებები აქვს ახალგამომცხვარ დედას. აქ უკვე მარტივი არაა. არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ზოგადად ქალთა უფლებები ქვეყნიდან ქვეყანაში ძლიერ განსხვავდება. ეს ყველასთვის ცნობილია. რა ვითარებაა საშუალო სტატისტიკურ ოჯახში ჩვენთან? აქაც, ყველაფერი დამოკიდებულია, პირველ რიგში, მეუღლეების ფინანსურ მდგომარეობაზე. მეორეც, ცოლ–ქმარს შორის ურთიერთობაზე. სხვა სიტყვებით, როგორც შეთანხმდებიან მეუღლეები ერთმანეთში, ისე იქნება.

ქალი, რომელმაც ბავშვი გააჩინა

ჩემი ამბავი სხვა არაფერია, თუ არა დახმარების ძახილი. არა, ძვირფასებო, დამშვიდდით. ფულს არ ვითხოვ. უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ, სადამდე მოვედი 28 წლის ასაკში. თუ გამიმართლებს, გამოცდილი ხალხისგან პრაქტიკულ რჩევას მივიღებ. ვერც ვიფიქრებდი, რომ ასეთია ოჯახური ცხოვრება. ზღაპრების არასდროს მჯეროდა, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ სინამდვილეში ყველაფერი ასე იქნებოდა.

ახალგაზრდობაში და 20 წლის შემდეგ კლუბებში არ დავდიოდი, შეყვარებულს არ ვეძებდი. წვრილმანებზე დროის დაკარგვა არ მინდოდა. ველოდი, რომ ბედი თავად მიპოვიდა. მთელი ეს დრო ვსწავლობდი და მშობლებთან ვცხოვრობდი. ცუდი არ იყო, რადგან დედმამიშვილი არ მყავს. ადგილი ყველას გვყოფნიდა. არსად გადასვლა არ მინდოდა. რა საჭიროა მარტო ცხოვრება, თუ დედ–მამა დაგეხმარება, როცა დაგჭირდება?

ახალგაზრდა მამაკაცი

მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით გიორგი გავიცანი. ლამაზი, აღზრდილი, 2 წლით ჩემზე უფროსი. ქალზე ზრუნვა იცოდა და ამით თანატოლების ნახევარზე მეტისგან გამოირჩეოდა. ოფისში თავის სამსახურზე ლაპარაკი არ ერიდებოდა. ტანსაცმლზე ეტყობოდა, ფული ჰქონდა, ეს კი, რაც არ უნდა თქვათ, პლიუსია. მეც ვმუშაობდი, მუსიკალურ სკოლაში. ხელფასი, როგორც ნებისმიერ მასწავლებელს ჩვენს დროში, მცირე იყო. ასე რომ ფულის ხარჯვას მიჩვეული არ ვარ.

ერთმანეთს სწრაფად შევეწყვეთ, დაახლოებით 1,5 წელი ვხვდებოდით. გულწრფელად, დრო ისე სწრაფად გავიდა, უკან მოხედვა ვერ მოვასწარი, როცა გიორგიმ ბეჭედი მომცა და ცალ მუხლზე დაიჩოქა. მანამდე ვმოგზაურობდით, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობდით. ცოტა მეშინოდა, სად მიგვიყვანდა ეს ყველაფერი. ზრდასრული ცხოვრება, როგორც ასეთი, მაგრამ დავთანხმდი. ჩვენი მშობლები ერთმანეთს უკვე იცნობდნენ და ორივე მხარემ ქორწილზე თანხმობა მოგვცა.

ჩემთვის დასამახსოვრებელი ფორმალური ნაწილი მინდოდა, ამიტომ ფულს, რომელიც ქორწილისთვის მოგვცეს, სესხით აღებული ფულიც დავუმატე. ახალგაზრდები ვართ, გადავიხდით. სიბერეში გასახსენებელი გვექნება. საქორწილო საჩუქრად ბინა მოგვიმზადეს. ერთოთახიანი, გარემონტებული. ყველაფერი მაკმაყოფილებდა. დიდი სააბაზანო, ტელევიზორი ნახევარ კედელზე, თანამედროვე კარადა და მაგიდა. ყველაფერი, როგორც საჭიროა.

დიახ, ვაღიარებ, 6 თვე მე და გიორგი შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. ბევრს ვსეირნობდით, ერთად ვამზადებდით, მეზობლებიც მუდმივად გვეუბნებოდნენ, რა ლამაზი წყვილი ვიყავით. ქმარი ყველაფერს მიყვებოდა. სხვათა შორის, ფული მისგან არასოდეს მითხოვია. უბრალოდ თვის დასაწყისში ფულს მაგიდაზე ტოვებდა და ეს ფული ჩემი შეხედულებისამებრ შემეძლო გამომეყენებინა. ვთვლი, რომ ყველა ნორმალური მამაკაცი ასე უნდა მოიქცეს ქალის მიმართ.

შემდეგ დავორსულდი. ეს გახდა იმ კატასტროფის დასაწყისი, რომელიც ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, გიორგის ხასიათი მკვეთრად შეეცვალა. სამსახურიდან გვიან დაბრუნება დაიწყო. მიზეზი აქვს, რომ ახლა მეტი ფული გვჭირდება. ბუნებრივია, გავიბერე. გაწელილი სპორტულით დავდიოდი და სარკეში ჩახედვაც აღარ შემეძლო. ლოგიკურია, სილამაზის შესანარჩუნებლად მეტი ფული მჭირდებოდა. ჩემდა გასაკვირად, გიორგიმ უარი მითხრა. მიზეზი იგივე იყო, ეკონომია გვჭირდება.

ბუნებრივია, ტიპური „ორსულის ახირებები“ დამეწყო. ხან ერთი რამ მინდოდა, ხან მეორე. და იცით რა? ეს მხოლოდ რომანტიკულ ფილმშია, რომ ქმარი ორსული ცოლის პირველივე სურვილზე ქალაქის მეორე ბოლოში მიდის „სწორედ იმ“ ნამცხვრის საყიდლად. სინამდვილეში, მეორე მხარეს ბრუნდება და ხვრინვას აგრძელებს. დამჭკნარი ვარდების მორიგი თაიგული ან კანფეტების ყუთი ჩემთვის დღესასწაული იყო.

როცა ირინა დაიბადა, ყველაფერი გაუარესდა. ვერ დავიკელი, ეს პრობლემა ჩემთვის აქტუალური დარჩა. ფული შემცირდა, არადა ქმარი მპირდებოდა, რომ მალე ახალ თანამდებობაზე გადაიყვანდნენ. სიახლოვე არ გვქონდა. საყოფაცხოვრებო რუტინას პატარა ქალიშვილის მოვლაც დაემატა. რეცხვა, მომზადება, მუდმივი სიარული მაღაზიებში სურსათების შესაძენად. სად არის რომანტიკა, რომელიც ადრე ჰაერში ტრიალებდა? ქალსაც, რომელმაც ბავშვი გააჩინა, ყურადღება სჭირდება.

დახმარება და მხარდაჭერა

სხვა ყველაფერთან ერთად, მშობლებმაც მიღალატეს. ბუნებრივია, ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩვენს ბინაში ადგილი კატასტროფულად არ ყოფნიდა. ორი ზრდასრული და კიდევ ბავშვი. და ყველა ერთ ოთახში. ნორმალურია? ვცდილობდი, დამერწმუნებინა დედ–მამა, რომ აგარაკზე გადასულიყვნენ. რამდენიმე წლით მაინც, სანამ ირინა გაიზრდებოდა. უარი მითხრეს. მათთვის ზამთარში აგარაკზე ცხოვრება არაკომფორტულია, იქ სიცივე და ნესტია. მხოლოდ ზაფხულში, როცა თბილა. ნუთუ არ შეიძლება გამათბობლის ყიდვა და ცოტა ხნით სოფელში გადასვლა? შვილიშვილისთვის. არა.

დედამთილ–მამამთილზე ლაპარაკიც არ მინდა. მაშინვე უარით გამისტუმრეს და ამით თემა დაიხურა. ასე ვცხოვრობთ: ვიწროდ, ერთად. გაჩნდა პირველი ყოფითი კამათი. თუმცა არ ვიცი, ყოფითია თუ არა. მაგალითად, გიორგის შეუძლია თვეში რამდენჯერმე პარასკევს მეგობრებთან ერთად ბარში წავიდეს. აი, მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ეს საწყენია, ქალიშვილი ხომ ორივესია.

პირდაპირ გეტყვით. ოჯახური ცხოვრება შაქარი არაა. ადრე ვერ წარმოვიდგენდი, რამდენი ნიუანსი იყო მასში, ამიტომ მომავალს ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებდი. მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებმაც ბავშვები გააჩინეს. ნუთუ ისინი ჩემსავით იტანჯებიან, მაგრამ არ იმჩნევენ? მინდა გავიგო, როგორ გავაუმჯობესო ჩემი მდგომარეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. განვქორწინდე და ვიპოვო უფრო ღირსეული მამაკაცი, რომელმაც იცის, როგორ გააბედნიეროს ცოლი ნებისმიერ ფასად ?!