5 სასარგებლო ვარჯიში ჯანსაღი და ლამაზი ტერფებისთვის

0
68

უდავოდ, მუდმივი ტკივილი ფეხში მწვავე დისკომფორტს იწვევს, კომფორტულ ყოფას და დასვენებას ხელს უშლის. ზოგჯერ რთული დასადგენია, რა იწვევს ტერფების ტკივილს. ექიმები ძირითად მიზეზად ასახელებენ ძველ ტრავმას (მყესების დაჭიმვა, მოტეხილობა, ღრძობა), ბრტყელტერფიანობას, ართრიტს, ართროზს ან სოკოვან დაავადებებს.

პაპარაცი გიზიარებთ 5 ეფექტურ ვარჯიშს, რომლის შესრულებით იგრძნობთ მხნეობას და სიმსუბუქეს სიარულისას. ვარჯიში რეგულარულ სპორტულ აქტივობებში ჩართეთ ან ცალკე გამოიყენეთ. ვარჯიშების ნაკრები სისხლს და ლიმფას მთელ ორგანიზმში „მიერეკება“, რაც ნამდვილად სამკურნალო ეფექტს იძლევა.

რატომ გვტკივა ტერფები: ძირითადი მიზეზები

ტერფი ჩვენი ჯანმრთელობის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტია, რადგან ყოველდღე ფეხზე დიდი დატვირთვა მოდის. ტერფები მთელი სხეულის საყრდენია და სიარულისას აქტიურ ფუნქციას ასრულებს. ადამიანების უმეტესობა წლიდან წლამდე ტერფების სწორ მდგომარეობას უგულებელყოფს. ამ მიზეზით ახლა გავრცელებულია ბრტყელტერფიანობა, ვარიკოზი და ბევრი სხვა დაავადება, რომელიც ხერხემლის ქვედა ნაწილთან და შიდა ორგანოებთან კავშირშია.

ადამიანის ფეხმა თავისი ფუნქციები ზედმეტი ზეწოლისა და დაძაბვის გარეშე უნდა შეასრულოს. მაგალითად, ინდიელებს, რომლებმაც გამოიგონეს პირველი მოკასინები, შეეძლოთ ამით დიდხანს სიარული და სირბილი, აჩვენებდნენ გამძლეობის სასწაულებს. დღეს ასეთი თვისებები აქვთ მორბენლებს, რომლებიც სპორტული ფეხსაცმლის ყველა ნიუანსს ითვალისწინებენ. საქმე იმაშია, რომ ტერფი დაფიქსირებულია პირდაპირ, მაგრამ თითები თავისუფალია. ეს უწყვეტი სირბილისას, ტვირთის ტარებისას ან ხანგრძლივი სიარულისას კუნთების უდიდეს მოქნილობას ავითარებს.

სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად კომფორტული შესაფერისი ფეხსაცმლის ყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ქუსლიანი ვიწრო ფეხსაცმლის ჩაცმით ავტომატურად მთელი წონა ტერფის წინა ნაწილზე გადადის, ამასთან თითები მოჭეჭყილია. როცა სხეული ქუსლს არ ეყრდნობა, თეძო სტაბილურ მდგომარეობაში ვერ ფიქსირდება, მუხლებიც ოდნავ იხრება. ზურგი გამართული რჩება, მაგრამ ბალანსი შენარჩუნებულია წელის ძალისხმევით. აი, რატომ გრძნობენ ქალები ზურგის ტკივილს ქუსლებზე სიარულისას. შეკუმშული ტერფებიც მენჯის არეში დიდ დაძაბულობას ქმნის.

გავიხსენოთ ფეხების მჭიდროდ გადახვევის ჩინური ტრადიცია. ქალების ტერფები სიბერემდე მინიატურული რჩებოდა. დროთა განმავლობაში არაბუნებრივი სიარული და ძვლების სტრუქტურა ქალებში გენიტალურ ინფანტილიზმს იწვევდა. რა თქმა უნდა, ქუსლიან ფეხსაცმელს ასეთი კრიტიკული შედეგი არ აქვს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითების მუდმივი შეკუმშვა ქალის ჯანმრთელობაზე კარგად არ მოქმედებს. ასეთი ფეხსაცმლით კანჭის კუნთიც იტანჯება: ძლიერ იძაბება, მოკლდება და უხეშდება.

თუ ფეხების ჯანმრთელობაზე სათანადოდ იზრუნებთ, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, ლიმფა გასუფთავდება, მავნე მარილები გამოიდევნება. სწორედ ამიტომ, ბევრი ექიმი ტერფებს „მეორე გულს“ უწოდებს. ამავდროულად, ყველა გაცვლითი პროცესი გააქტიურდება, ტონუსი გაიზრდება, სუნთქვა დარეგულირდება, ხოლო ნარჩენები ორგანიზმიდან მალე გამოვა.

ერთი მხრივ, ტერფებზე ზრუნვა საყრდენ–მამოძრავებელ ფუნქციას აუმჯობესებს, მეორე მხრივ, მთელ ორგანიზმზე ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს. თქვენი ენერგიის ადეკვატურად განაწილებას დაიწყებთ და უფრო პროდუქტიული გახდებით.

5 ვარჯიში ჯანმრთელი ტერფებისთვის

ვარჯიშების ნაკრები შედგენილია რეაბილიტოლოგის, ასევე მანუალური თერაპიის დარგის რამდენიმე სპეციალისტის რეკომენდაციებით. გთავაზობთ გაეცნოთ საუკეთესო ვარჯიშებს ტერფებისთვის.

  1. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში და კანჭის კუნთების დაჭიმულობის შემცირებაში დაგეხმარებათ ქუსლიდან წვერზე და უკან მიმართულებით მოძრაობები. ვარჯიში ყოველ 2 საათში 5–6–ჯერ გაიმეორეთ. კოჭ–წვივის სახსრებში წრიული მოძრაობები დამატებითი ხელსაწყო იქნება.
  2. სკამზე დაჯექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ სწორი კუთხით. ტერფების წვერები აწიეთ და დაუშვით. ვარჯიში 5–8–ჯერ გაიმეორეთ.
  3. დაჯექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ, სწორი კუთხით შეაერთეთ. ტერფების წვერები გვერდებზე გაშალეთ ისე, რომ ტერფები იატაკიდან არ აწიოთ. ვარჯიში 3-5-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ ტერფების წვერები ზემოთ აწიეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ დაუშვით. ასე 5–ჯერ გაიმეორეთ.
  4. დაჯექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ. აკონტროლეთ, რომ სწორი კუთხით იყოს. ქუსლები გვერდებზე გაშალეთ ისე, რომ ტერფების წვერები იატაკს არ მოაშოროთ. 4-6-ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ ქუსლები ქვემოთ დაუშვით და იგივე ტერფის წინა მხარეს 4-6-ჯერ გაიმეორეთ.
  5. ფეხქვეშ ხალიჩა (სქელი ქსოვილი) გაშალეთ, ტერფებით მისი გარმონივით დახვევა სცადეთ. 5-6-ჯერ გაიმეორეთ.

წყლის პროცედურები ფეხისთვის

საღამოს, როცა სახლში დაბრუნდებით, მაშინვე სააბაზანო ოთახში შედის და ფეხებს 5 წუთიანი კონტრასტული შხაპი მოუწყვეთ. წვივების და მუხლების შიდა ზედაპირს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ: აქ მნიშვნელოვანი შემაერთებელი ვენებია, რომლებიც ყველაზე ხშირად მგრძნობიარეა ვარიკოზული ვენების მიმართ.

წყლის ნაკადის ტემპერატურის ცვლილებები სისხლძარღვების ტონუსს ინარჩუნებს. ბონუსად, დაჭიმულ ფეხის კანს მიიღებთ. პერიოდულად წყლის შტორმი მოაწყვეთ: ტაშტში ცივი წყალი ააგროვეთ და მასში ფეხები 2 წუთით ჩააწყვეთ.

ასევე კარგია შიშველი ფეხებით ცომის საგორავის ან მკვრივი ხორკლიანი მასაჯორი ბურთის იატაკზე გორება. ფეხისთვის და თითებისთვის კარგი მასაჟია.