ბავშვებზე ყვირილი არ შეიძლება. როგორც მინიმუმ, ადრეულ ასაკში. ეს ჩვენ არ მოვიგონეთ, არამედ მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა, რომლებმაც ჩაატარეს სხვადასხვა კვლევები ოჯახის ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის სფეროში. დიახ, ყოველდღიურობაში ონავარი ბავშვების დამშვიდების ყველაზე მარტივი მეთოდია ხმის აწევა. ამას დაუმატეთ მკაცრი სახე და მორჩა. 5–10 წუთში საშუალო სტატისტიკური ბავშვი თითქოს დამშვიდდება. პრაქტიკაში, ყველაფერი პირიქით ხდება.
კატების მოყვარულებო, გაიხსენეთ, როგორ აკვირდებით დროდადრო მხიარულ კატებს, რომლებიც თქვენს ხელზე ასვლის სურვილით უბრალოდ იწვიან. დაყვირება ან ოდნავ შეშინება საქმეს არ შველის, რამდენიმე წუთში გუგები კვლავ უფართოვდებათ და ისევ იმავეს ცდილობენ. ასე ხდება ბავშვების შემთხვევაშიც. ბავშვზე ყვირილი თქვენ შორის უხილავი კავშირის განადგურების ნიშანია. ბრძენი მშობლები სხვაგვარად იქცევიან.
ყვირილი არ შეიძლება
პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ, რომ უფროსის ბავშვთან ურთიერთობა იდეალური ვერასდროს იქნება. მშობლებს აქვთ საკუთარი პრობლემები, შინაგანი სტრესი, ზედმეტი ფიქრები. არ იფიქროთ, რომ მათ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ბავშვთან დაკავშირებით, ყოველთვის უშეცდომოა. გატეხილი თეფში ან დაღვრილი წვნიანი 100%–ით გამიზნული ხუმრობა არაა. ზოგჯერ უბრალოდ ასე ხდება. რას ვიზამთ.
თუმცა ხშირად მშობლისთვის ეს ტრიგერია. აბა როგორ, ისევ მოუწევს იატაკის მოწმენდა, ნამსხვრევების ახვეტა. მას კი სამსახურში პრობლემები არ აკლია. ბავშვმა თქვენი ემოციური ფონი არ იცის. მის სამყაროში არის მხოლოდ სახლი, საბავშვო ბაღი ან სკოლა და შესაძლოა რამდენიმე მეგობარი. მორჩა. როგორც შენ არ გაინტერესებს, რა ხდება იქ, მაგალითად, ინდოეთის საფონდო ბირჟაზე, ასევე ბავშვს არ აინტერესებს თქვენი დაღლილი ოხვრა.
სწორედ ამიტომ, ბავშვების რეაქცია ყვირილზე ყოველთვის იქნება მკვეთრად ნეგატიური ან აგრესიულიც. ზოგჯერ შეშინებული ბავშვი ისტერიკაში ვარდება და ხმამაღლა ტირის. ეს კი სახიფათო ნიშანია. ამ შემთხვევაში მშობლებთან გასაუბრება უნდა მოხდეს, ხოლო ბავშვი ბავშვთა ფსიქოლოგთან კონსულტანციაზე წაიყვანოთ. დისციპლინა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ დრო, როცა ბავშვებს სასტიკად ეპყრობოდნენ, წარსულს ჩაბარდა.
საუკეთესო გადაწყვეტილება
თუ ბავშვზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა გინდა, რომ შეჭამოს უგემური ვახშამი ან ადრე დაიძინოს, აგრესია ვერ დაგეხმარებათ. ყვირილი არ შეიძლება. მორალის ხანგრძლივი წაკითხვაც უსარგებლოა. საქმე იმაშია, რომ ბავშვები ძალიან პატარა ასაკიდან გრძნობენ, ვინ ცრუობს. საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ თქვენი თანდასწრებით თქვენს შვილს რამდენიც უნდა იმდენი ეფეროს, მაგრამ მის თვალში უკეთესი ვერ გახდება, რადგან ბავშვები თვალთმაქცობას ძალიან, ძალიან ადრე ამჩნევენ.
გირჩევთ, ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ და შვილს ისე დაელაპარაკოთ, როგორც ზრდასრულს და თანატოლს. ვხედავ, რომ რაღაცით უკმაყოფილო ხარ. როგორ მოვაგვაროთ პრობლემა? ეს როგორც ბიჭის, ასევე გოგოს შემთხვევაში მუშაობს. საქმე იმაშია, რომ ბავშვებისთვის ასეთი მიდგომა ნიშნავს ახალ გამოცდილებას ურთიერთობაში. იმის მსგავსად, როგორც ჩვენ გვიხაროდა პირველი უმაღლესი ქულა სკოლაში ან პირველი ოფიციალური სამსახური, ბავშვიც სწორ განწყობას სწრაფად ერგება. მიხვდება, რომ მისი მოსმენა დაიწყეს.
მათთან სერიოზული ტონით განაზება საჭირო არაა. ასევე არ უნდა გადააჭარბოთ ერკიულ პუაროს მსგავსი ფსიქოლოგიური თამაშების თამაშის მცდელობისას. ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობა. ეს საკმარისია. გასაკვირია, მაგრამ უმეტესად ბავშვები ცრემლებს იწმენდენ და ისე მოქცევას იწყებენ, თითქოს დიდი ხანია გაიზარდნენ, თუმცა რაღაც ხელს უშლიდათ. მაგრამ რა? ზედმეტი სინაზე თუ, პირიქით, ზედმეტი სიმკაცრე?
ბანალურია, მაგრამ მუშაობს
სამწუხაროდ, ჩვენს დროში ბავშვების ნორმალური აღზრდა ძალას მოითხოვს. იმ გაგებით, რომ დრო ფული ღირს. უმეტესწილად, ჩვეულებრივ ადამიანს არ ჰყოფნის არც ერთი, არც მეორე. ბავშვთან დროის გატარება ურთიერთობას კარგად აძლიერებს. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან რაიმე საერთო საქმე. ჰობი ან რაღაც მსგავსი. რა თქმა უნდა, მეგობრები ვერ გახდებით, მაგრამ ეს საჭირო არაა. სამაგიეროდ, ბავშვი ისწავლის უფროსების დაფასებას და ორჯერ დაფიქრდება, სანამ უსარგებლო ისტერიკას ჩართავს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იციან, რა არის მანიპულირება. მაგალითად, დედასთან ანგელოზივით შეიძლება მოიქცეს, მამასთან – სულ სხვანაირად. ეს ძირში უნდა მოიჭრას. დედ–მამა ყოველთვის ერთ მხარეს უნდა იყვნენ, რაც არ უნდა მოხდეს. აქ ისევ ვუბრუნდებით: ყვირილი არ შეიძლება! ჩვეულებრივ, მამა ცდილობს დომინირების გამოვლენას, ხოლო დედა – სინაზის და სირბილის. შეთანხმებულად იმოქმედეთ, გადაჭარბების გარეშე. ასე ბავშვს აღარ ექნება შესაძლებლობა დაინახოს მშობლებში პოზიციები “მტერი – მოკავშირე”.
ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ ერთი ოჯახი ხართ. არ იფიქროთ, რომ თუ ბავშვებს ადრეული ასაკიდან უყვირებთ და ამ გზით მათ აღზრდას ეცდებით, იმედი შეიძლება გქონდეთ, რომ მათ მეხსიერებაში არ დარჩება. ასე არ მუშაობს. ყველამ იცის, რომ ბავშვის ტვინი ღრუბელივით არის: ინფორმაციას სწრაფად იწოვს. ბავშვებში ცუდი და კარგი ემოციები დიდხანს რჩება. სცადეთ თქვენი ადრეული ბავშვობის, ყველაფერი კარგის და ცუდის გახსენება. გაოცდებით, წარსულის ნეგატივი თქვენს მეხსიერებაში სწრაფად ამოტივტივდება. თუმცა თითქოს იმ დროიდან ათეულობით წელი გავიდა.
შემდეგი დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ. ბავშვებზე აგრესიის გამოვლენა უსარგებლოა. უფრო ზუსტად, ეს მოგიტანთ მხოლოდ ნეგატიურ ეფექტს. საუბარი და ერთად დროის გატარება თქვენი წარმატების გასაღებია. ყოველთვის საჭიროა ბალანსი, ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად ადვილი ნადავლი არ უნდა გახდეთ. ბავშვები ხომ თავისას არ გაუშვებენ. აღზრდა რთული საქმეა, მაგრამ თუ ბავშვების გაჩენა გადაწყვიტეთ, სცადეთ თქვენს გადაწყვეტილებას სრული პასუხისმგებლობით და თავდადებით მიუდგეთ.