წასახემსებლის არჩევანით დაწყებული სასმლით დამთავრებული, ჯანსაღი საკვების შეცვლას დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
დიეტოლოგი გვიზიარებს 5 დიეტურ რეკომენდაციას, რომელიც დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაში დაგეხმარებათ. კვლევამ აჩვენა, რომ მე–2 ტიპის დიაბეტიკებს შეუძლიათ სისხლში შაქრის დონის შემცირება წონის დაკლებით და სწორი დიეტის შერჩევით.
“4 მლნ–ზე მეტი ადამიანი დიაბეტით იტანჯება და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება, რითაც ჯანდაცვის სისტემაზე უფრო მეტ ზეწოლას ახდენს. ჯანსაღი გაცვლის ჩატარება ერთ–ერთი ნაბიჯია, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ. თუმცა, თუ სიმპტომები გაგიჩნდათ და რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ქრება, ექიმს მიმართეთ” – ამბობს დიეტოლოგი ოლგა მალიაროვა.
1. ჩაანაცვლეთ წვენი ხილით და ჭიქა წყლით
დიეტოლოგის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბევრ სამზარეულოში ფორთოხლის წვენი საუზმის ძირითადი პროდუქტია, პოპულარული სასმელი შაქრის “ზეკონცენტრირებული” წყაროა.
დიეტოლოგი განმარტავს, რომ ხილი შეიცავს ნატურალურ შაქარს, მაგრამ ინსულინის და სისხლში შაქრის დონეს უფრო ნაკლებად ზრდის, ვიდრე შეფუთული წვენები.
2. აირჩიეთ კენკრა
ხილი ჯანმრთელობისთვის ბევრ სარგებელს შეიცავს, მაგრამ მასში შემავალი შაქარი სისხლში გლუკოზის დონეს ზრდის. თუმცა კენკრა გამონაკლისია.
“ხილთან შედარებით ჟოლო, მაყვალი და მოცვი შაქრის ნაკლებად და უფრო თანდათანობით მატებას იწვევს, რაც სწრაფად წასახემსებლად საუკეთესო ალტერნატივად აქცევს”.
3. ჩაანაცვლეთ ნახშირწყლები ცილებით
“იქნება ეს თეთრი ბრინჯი, მთელი მარცვლეულის პროდუქტები თუ კარტოფილი, ნახშირწყლები შაქრის სახით ითვისება, რაც მე–2 ტიპის დიაბეტთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს” – განმარტავს ექიმი.
სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ზოგიერთი ნახშირწყალი ცილების “კარგი წყაროთი” ჩაანაცვლოთ. ასეთია ხორცი, თევზი ან რძის პროდუქტები.
4. შეცვალეთ მომზადების მეთოდი
დიეტოლოგი გირჩევთ, შეძლებისდაგვარად შემწვარ პროდუქტებს მოერიდოთ და მის ნაცვლად სცადოთ გამოცხობა, გრილზე, ორთქლზე მომზადება ან ჩაშუშვა.
“თუ შეწვა გჭირდებათ, სხვა ცხიმები და ზეთი უფრო სასარგებლოთი ჩაანაცვლეთ. მაგალითად, ზეითუნის ზეთით” – ამატებს ექიმი.
5. ჩაანაცვლეთ გაზიანი სასმელები წყლით
ჭიქა ლიმონათი გაგაგრილებთ, მაგრამ წყურვილის მოსაკლავად წყლის დალევას გირჩევთ, რადგან ამ გზით ჰიდრატაციის შენარჩუნება ბევრი შაქრის მიღებისგან დაგიცავთ, რომელმაც პრედიაბეტი და მე–2 ტიპის დიაბეტი შეიძლება გამოიწვიოს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.