ჩემი და ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად, იქ რემონტი გააკეთა და ჩვენ ბინაში არ გვიშვებს

1015

ჩემი ბიძაშვილი 28 წლისაა. პირადი ცხოვრება არ აქვს, მეგობრები არ ჰყავს, არსად მუშაობს. ზოგჯერ რაღაცას თარგმნის თეთრებად, თავად ამბობს, რომ ჰობია, ენის სავარჯიშოდ. ამასთან ყოველთვის “საზეიმოდ” გამოწყობილია: შეღებილი წამწამები, მანიკიური და პედიკიური. ყოველთვე სალონში ლამაზდება, ეს კი იაფი არაა. შეგრძნება მაქვს, რომ ქორწილში მიდის, თუმცა სახლში ზის.

ცხოვრობს ბებიის პენსიით, ასევე გარდაცვლილი დედის ბინის ქირით. ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად და ახლა უფლებებს აყენებს: იქ არც ჩემი, არც ჩემი შვილის მისვლა არ უხარიათ. თუ საერთოდ ქმარს მივიყვან, სკანდალი გარანტირებულია! ჩემი ბიძაშვილი თავს სრულფასოვან მფლობელად თვლის, რადგან ბინაში რემონტი გააკეთა და ცოტა ავეჯი შეიძინა. შეიძლება ითქვას, რომ მისი საქმეა, მაგრამ ერთ სახლში ვცხოვრობთ, მხოლოდ სხვადასხვა სართულზე და, რა თქმა უნდა, მე ან ჩემს შვილს ბებიის ნახვა, მასთან საუბარი გვინდა. გამოდის, ამის მშვიდად გაკეთება არ შეგვიძლია.

ყველაზე საწყენია, რომ ამ სახლში ბინა სპეციალურად ვიყიდეთ, რომ ბებიისთვის მიგვეხედა. არადა იმავე ფასში უკეთესი ბინები იყო სხვა უბანში, მაგრამ მთელმა ოჯახმა მოვილაპარაკეთ და აქ ყიდვა გადავწყვიტეთ. ყველას ვუთხარით, რომ ამას მე და ჩემი მეუღლე სპეციალურად ვაკეთებთ: ბებიასთან შევთანხმდით, რომ მივხედავდით და რომ შემდეგ ბინა ჩვენ დაგვრჩებოდა.

იყიდება

ჩემს ბიძაშვილს ეთქვა მაინც, რომ თავადაც უნდოდა და გეგმავდა, მაგრამ არა, პირში წყალი დაიგუბა და გაჩუმდა. 1 წლის შემდეგ კი ბებიასთან გადმოვიდა და მაშინვე დაიწყო. ამ პერიოდში ბებია ჩვენთან გადმოვიდა. 2 თვე ჩვენთან ცხოვრობდა. რემონტის შემდეგ მორჩა: არც გამარჯობა, არც ნახვამდის. ჩვენი ნახვა აღარ უხაროდათ. ბებიის დაპატიჟება შეგვიძლია, მაგრამ მასთან მისვლა – არა. აი, ასე.

დღემდე არაფერს ვამბობდი, მაგრამ ახლახანს გავიგე, რომ ბებიამ ბინა ჩემს ბიძაშვილს დაუტოვა. შოკში ვარ. იმედი არ მქონდა, რომ კონკრეტულად მე დამიტოვებდა ბინას, ვფიქრობდი, რომ დედაჩემს (მის ღვიძლ ქალიშვილს). მაგრამ ყველა გადააგდეს. ბინა უანდერძა საყვარელ შვილიშვილს. ჩემს ბიძაშვილს ქალაქგარეთ მიწაც აქვს და ბინაც, გარდაცვლილი დედისგან, კიდევ ერთის ჩაგდება უნდა! მე და დედამ ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ.

აი, რა მიიღო დედამ მადლობის სანაცვლოდ, რომ თავის დროზე ეს გოგონა (ჩემი ბიძაშვილი) ღვიძლი შვილივით ჩვენს ოჯახში მიიღო. საბრალო ობოლი დეპრესიაში იყო. უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, მუშაობა არ უნდოდა, 19 წლამდე დედაჩემთან ცხოვრობდა, შემდეგ წავიდა, ოთახი იქირავა, ცხოვრობდა ფულით, რომელსაც დედამისი ბინის ქირისგან იღებდა. რაღაც დროის შემდეგ ბინა გაარემონტა და თავად გადავიდა იქ. 2 წლის შემდეგ მისი გაქირავება და ბებიასთან გადმოსვლა გადაწყვიტა. კარგად დაამუშავა და ანდერძი მიიღო. ასე მარტივად.

არადა ბებიას არ მიხედავს, მის ტუალეტს არ გაიტანს. პირველივე სირთულეზე გაიქცევა. სამაგიეროდ სხვის ხარჯზე ლამაზად ცხოვრება უყვარს. დიახ, გაბრაზებული ვარ! მთელი ცხოვრება ბებიას ვეხმარებოდი, მასთან ახლოს ბინა ვიყიდე, მადლობის ნიშნად კი ბინაშიც აღარ მიშვებენ. როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? თავად აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო.