ეს მცენარე ორგანიზმს C ვიტამინით გაამდიდრებს, კენკრა რომელიც ძვირფასი საშუალებაა სამკურნალოდ.

421

ესაა ხვიარა მცენარე, ლიანა, რომელიც შორეული აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ტყეებში იზრდება. აქტინიდიამ სიგრძეში შეიძლება 25 მეტრს მიაღწიოს. ხეების ან სხვა საყრდენების გარშემო შემოხვევისას, იგი მწვერვალს აღწევს და იქ იწყებს განშტოებას, ქმნის ფუმფულა გვირგვინს ახალგაზრდა, მსხვილი, მკვეთრი მწვანე ფოთლებით. უძველესი იაპონური ლეგენდის თანახმად, აქტინიდიის სამკურნალო თვისება “პოლიგამი” შემთხვევით აღმოაჩინა მარტოხელა მოგზაურმა. მას გზად კუჭი ასტკივდა. თუმცა, როგორც კი ამ მცენარის რამდენიმე ნაყოფი მიირთვა, ტკივილი მაშინვე გაუყუჩდა და გზის გაგრძელება შეძლო.

ასკორბინის მჟავის დღიური მოთხოვილების დაკმაყოფილებისთვის, ადამიანმა 240 გ ალუბალი, 200 გ ვაშლი, 150 გ ჟოლო, 20 გ შავი მოცვი ან მხოლოდ 3-5 გ აქტინიდია უნდა მიირთვას. ერთი ბუჩქი 3-4 ადამიანს მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ასკორბინის მჟავით.

აქტინიდია ვიტამინების მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მისი ნაყოფი შეიცავს 0.9-1.4% ასკორბინის მჟავას, 4.2-9.8% შაქარს, 0.8-2.55% ორგანულ მჟავებს, აგრეთე, პექტინებს, საღებავებსა და ტანინებს.

სამკურნალო თვისებები. აქტინიდიას კენკრას საერთოგამაძლიერებელი, საფაღარათო და ანტიპარაზიტული მოქმედება აქვს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, კატაბალახას მსგავსად.

საკვების მოხმარება. ატინიდიას კენკრა, მოხმარებულ უმ მდგომარეობაში, კარგად ანაყებს წყურვილს. მას, ასევე, იღებენ ჩირის, კომპოტების, კისელის სახით, იყენებენ ნამცხვრების შიგთავსად. შესანიშნავი დიეტური პროდუქტია, გაჯერებული ვიტამინებით, განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

რეცეპტები

  1. აქტინიდიას კომპოტი. მის მოსამზადებლად აქტინიდიას კენკრას ალაგებენ ქილაში, ასხამენ 300 გ შაქრისა და 1 ლ წყლისგან მომზადებულ სიროფს. ნახევარლიტრიან ქილას 80°C-ზე 10 წუთის განმავლობაში ათბობენ.
  2. აქტინიდიას მურაბა. მისი მომზადება უმჯობესია “კოლომიქტის” სახეობით. 1 კგ კენკრაზე 1 კგ შაქარსა და 1 ჭიქა წყალს იღებენ. მოამზადეთ  სიროფი, მასში ჩაყარეთ კენკრა და გააჩერეთ 5-6 საათით. შემდეგ მოხარშეთ 2-3-ჯერ 5-5 წუთით და მოხუფეთ მომზადებულ ქილებში.
  3. სამედიცინო გამოყენება. მედიცინაში აქრინიდიას საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს ნიშნავენ, როცა გამოწვეულია ქრონიკული და სპასტიკური ყაბზობა, ასევე, იგი გამოიყენება კუჭის ნევროზის, მეტაბოლისტური პროცესების დარღვევის, ფილტვების დაავადებისა და ანემიის დროს. ხალხურ მედიცინაში, აქტინიდიას იყენებენ ისეთი დაავადებების მკურნალობის დროს, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ყივანახველა, ბრონქიტი და კარიესი. გარდა ამისა, აქტინიდიის კენკრას იყენებენ ჭია-პარაზიტებით დაინფიცირების დროს.
  4. კენკრის ნაყენი. აქტინიდიას კენკრის ნაყენის რეცეპტი ძალიან მარტივია: აიღეთ 1 ს.კ. კენკრა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ასეთი ნაყენის მიღება რეკომენდებულია დღეში ორჯერ, 100 მლ. მიიღეთ, როგორც საერთოგამაძლიერებელი და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის სამკურნალო საშუალება. კენკრის კონცენტრირებული ნაყენი გამოიყენება ონკოლოგური დაავადებებისა და მეტასტაზების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით, რამდენადაც აქტინიდიას კენკრა შეიცავს ვიტამინ Q-ს, რომელიც ასუსტებს კიბოს უჯრედების ზრდას. ნაყენი-კონცენტრატის მიღება რეკომენდებულია მცირე დოზებით, ჭამის შემდეგ.
  5. ნახარში. კენკრის ჩირის ნახარში: 2 ს.კ. ჩირს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამით თერმოსში. დალიეთ ნახარში დღეში სამჯერ, ჭამის წინ, თითო ჭიქით. საშუალება გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ანემიისა და ორგანიზმში მეტაბოლისტური პროცესების დარღვევის დროს. აქტინიდიას ქერქის ნახარში: დაქუცმაცებულ ქერქს (20 გ) დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, შემდეგ დააყენეთ წყლის აბაზანაზე 30 წუთით, გააგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ასეთი ნახარში ჭამის შემდეგ, დღეში სამჯერ, 2 ს.კ. ოდენობით.
  6. ფესვების ნაყენი. აქტინიდიას ფესვების ნაყენი მიიღება წყლის მინიმალურ რაოდენობამდე აორთქლების შედეგად. ფესვები გათალეთ, დააქუცმაცეთ, დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე, სანამ მყარი, კონცენტრირებული ნაყენი არ დარჩება. იგი ფართოდ გამოიყენება სტომატიტისა და ღრძილების ანთების წინააღმდეგ. ასევე, იყენებენ ტამპონების, კომპრესებისა და საშოს აბაზანების სახით, ქალური ანთებითი პროცესების დროს.
  7. წვენი. ავიტამინოზის მკურნალობის დროს, მადისა და ორგანიზმის მთლიანად გასაძლიერებლად იყენებენ აქტინიდიას ნაყოფის წვენს. კენკრაში C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, იგი ფრთხილად უნდა მიირთვათ, რამდენადაც მჟავა არ შეიძლება თირკმლების დაავადებების, გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადების დროს. ამიტომ, რეკომენდებულია აქტინიდიის წვენის მოხმარება ყინულით ან წყალში გაზავებით.
  8. მალამო. მის მოსამზადებლად იყენებენ მცენარის მწარე სახეობებს, მაგალითად, პოლიგამურ აქტინიდიას. დახეხილი ნაყოფი შეურიეთ ცხიმოვან ბაზას (მაგ. ღორის ქონი) და მდოგვის დანაყულ თწსლებს. ამ მალამოს აღმდგენი-სამკურნალო მოქმედება აქვს და გამოიყენება მოტეხილობების შემდეგ მასაჟისთვის. ფესვების ნახარში და ფოთლების ნაყენი გამოიყენება ცხელსაფენის სახით, რადიკულიტის, პოდაგრის, რევმატიზმის, სახსრისა და ხერხემლის ტკივილების დროს. კენკრის წვენსა და კანს ჭრილობის შემხორცებელი და მარეგენერირებელი თვისება აქვს, ამიტომ კომპრესები და აპლიკაციები გამოიყენება დიდი ხნის შეუხორცებელი ჭრილობებისა და სველი ეგზემის სამკურნალოდ. კომპრესი არ გაიჩეროთ 2 საათზე მეტხანს.

უკუჩვენებები

  • ამ მცენარის ნახარშებით, ნაყენებითა და უმი კენკრით მკურნალობა არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება და სისხლის მომატებული შედედებადობა აწუხებს.
  • დიდი რაოდენობით უმი ნაყოფის მოხმარებას შეუძლია კვებითი გაღიზიანების გაჩენა, რაც მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩაცხრება, თუ ნაყოფის მიღებას შეწყვეტთ.
  • ასევე, უკუჩვენებულია აქტინიდიის მოხმარება ინდივიდუალური აუტანლობის დროს. მას შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა უმაღლეს სირთულემდე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს