გამოცდილი ხრიკები და რჩევები, როგორ მოიშოროთ ჩრჩილი ტანსაცმლის კარადაში

0
365

შემოდგომა შესანიშნავი დროა მყუდრო შეკრებებისთვის თბილ სვიტერში და ცხელი ყავით. ამ რიტუალს ვერაფერი შეუშლის ხელს ყველასთვის ცნობილი ტანსაცმლის მავნებლის გარდა. ზოგჯერ გვგონია, რომ ჩრჩილი არსაიდან ჩნდება. თუ ამ ფრთიანი გაიძვერას არსებობა ზაფხულში დაგავიწყდათ, აუცილებლად შეხვდებით შემოდგომაზე. ექსპერტები გვიზიარებს, როგორ მოვიშოროთ ჩრჩილი ერთხელ და სამუდამოდ.

სახლის დალაგების ექსპერტები გირჩევენ, ამ შემოდგომაზე კარადა საფუძვლიანად გაწმინდოთ. ვინაიდან ისედაც ცვლით საზაფხულო ტანსაცმელს ზამთრის ტანსაცმლით, რატომ არ გადავარჩიოთ ჩრჩილის არსებობაზე პარალელურად. პაპარაცი გიამბობთ, როგორ აიცილოთ თავიდან მისი გაჩენა ან როგორ ებრძოლოთ.

ჩრჩილის გაჩენის მიზეზები

დავიწყოთ იმით, რომ კარადაში ქურქის და ტანისამოსის ჩრჩილები ყველაზე გავრცელებული სახეობებია. მავნებელი სახლში შეიძლება გაჩნდეს მაშინაც კი, თუ აქამდე არასდროს ყოფილა.

ელემენტარულად, ჩრჩილი მაღაზიიდან შეგიძლიათ მოიტანოთ ნივთებით, ქსოვილებით და საქსოვი ძაფებით. ჩრჩილის კვერცხი სტუმრების ტანსაცმლიდან თქვენს ტანსაცმელზე შეიძლება “გადმოჯდეს”. ტრანსპორტში თქვენს ნივთებს შეიძლება მიეკროს. ასეთი ჩრჩილი სახლში შეიძლება შეფრინდეს ფანჯრიდან, ვენტილაციიდან ან შემოსასვლელი კარიდან. თითქოს მისი გამოჩენა გარდაუვალია. გვეთანხმებით? მაგრამ აქ ასე მარტივად არაა.

ჩრჩილი ტენიანობის და ვენტილაციის ნაკლებობის შედეგია. ყველაზე ხშირად თავის “მსხვერპლს” თბილ და ბნელ კუთხეებში პოულობს, სადაც ჰაერი არ მოძრაობს. ნატურალური ქსოვილები, როგორიცაა მატყლი, ბამბა და სელი, ჩრჩილისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. ნესტიანი პირობები ამ უსიამოვნო მწერის გასამრავლებლად იდეალურ ნიადაგს ქმნის.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჩრჩილის გაჩენა

  1. სისუფთავე და წესრიგი დაიცავით. კარადები რეგულარულად გაწმინდეთ მტვრის, სველი ლაქების და ჭუჭყის მოსაშორებლად. ასე ჩრჩილისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ხელს შეუშლით.
  2. უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია. დარწმუნდით, რომ კარადის ნივთები კარგად ნიავდება. დროდადრო კარადის კარი ღია დატოვეთ და ვენტილაცია გამოიყენეთ, რომ ჰაერის დაგუბება თავიდან აიცილოთ.
  3. აკონტროლეთ ტენიანობა. ჩრჩილს უყვარს ტენიანობა, ამიტომ სახლში ტენიანობის ნორმალური დონე შეინარჩუნეთ. გამოიყენეთ ჰაერის გამშრობი, განსაკუთრებით იქ, სადაც ტანსაცმელი ინახება.
  4. არ შეინახოთ ტანსაცმელი, რომელიც უკვე გეცვათ, სუფთა ნივთებთან ერთად. ჩრჩილს უყვარს ორგანული ნივთები, ხოლო ოფლი და კანის ნაწილაკები, რომელთაც ტანსაცმელზე ვტოვებთ, მავნებლის საყვარელი დელიკატესია.

შეიძლება თუ არა ჩრჩილის თავიდან აცილება და როგორ მოვიშოროთ, თუ მაინც გაჩნდა

ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა: რეპელენტები და ინსექტიციდები. რეპელენტი აფრთხობს ჩრჩილს სუნის დახმარებით, მაგრამ არ კლავს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება საშე, ციტრუსის გამხმარი ქერქი, არომატული ბალახების თაიგული, არომატული ზეთით გაჟღენთილი ბამბის დისკები, არომატული საპონი, რომლის დადებაც ასაკოვან ხალხს უყვარს პირსახოცების თაროზე, და არომატული ჩამოსაკიდი, რომელიც ქიმიის განყოფილებაში იყიდება. ეს ყველაფერი მუშაობს, თუ ჩრჩილისთვის საძულველ სუნს აფრქვევს. ესენია:

  • ლავანდა
  • სოჭი
  • კედარი
  • ნემსიწვერა
  • არომატული თამბაქო
  • წიწაკა
  • ჟასმინი
  • კავკასიური გვირილა
  • ასფურცელა
  • ევკალიპტი
  • ნებისმიერი ციტრუსი

თუ კარადაში იპოვეთ ჩრჩილით შეჭმული ნივთები ან ლარვები, პეპლები, მაშინ რეპელენტები ვეღარ დაგეხმარებათ.

რა არის “ინსექტიციდი”?

ინსექტიციდები – საშუალება, რომელიც მწერებს კლავს. თანამედროვე სამყაროში მათ სხვადასხვა ფორმით აწარმოებენ: სპრეი, საშე, რომელიც ჩრჩილის დამღუპველი ნივთიერებებით გაჟღენთილია, გელი, ფუმიგატორი და ა.შ. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, რომლის შესახებაც სპეციალიზებულ მაღაზიაში კონსულტანტს შეგიძლიათ ჰკითხოთ.

მაგალითად, სპრეი სწრაფად მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ტანსაცმელს ცუდი სუნი ასდის. საშე ტანსაცმელზე სუნს არ ტოვებს, მაგრამ დიდხანს მოქმედებს. გელი საშეს მსგავსად ზოგჯერ რამდენიმე თვე მუშაობს. აი, თანამედროვე აკვაფუმიგატორს შეუძლია თავისი საქმე რამდენიმე საათში გააკეთოს.

ჩრჩილს მაღალი და დაბალი ტემპერატურის ეშინია. სწორედ ამიტომ, მაშინაც კი, თუ ნივთი სუფთაა, მაგრამ დიდი ხანია თაროზე ინახება, რეცხვა არ აწყენს. თუ ტანსაცმელზე შეამჩნიეთ “საძულველი” ჩრჩილი, მინიმუმ 50 გრადუს ტემპერატურა წყალზე გარეცხეთ.

თუ ტანსაცმლის გარეცხვა ამ ტემპერატურაზე ან საერთოდ არ შეიძლება, ყინვა გამოგადგებათ. ნივთი პარკში ჩადეთ და 1 დღე საყინულეში შეინახეთ. შემდეგ იზრუნეთ ქურთუკზე, როგორც იარლიყზე მითითებულია.

ასეთია ექსპერტების რეკომენდაციები ჩრჩილის თავიდან ასაცილებლად, ასევე საჭიროების შემთხვევაში მის გასანადგურებლად.