აინშტაინმა მთელი ცხოვრების სიბრძნე ერთ წინადადებაში მოაქცია: ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების ფორმულა

0
434

ბედნიერების პოსტულატები ალბერტ აინშტაინის ბედნიერების თეორიის მიხედვით.

ბევრ ადამიანს სურს, საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეს, მაგრამ არ იცის, როგორ გააკეთოს. ზოგი აცნობიერებს თავის შეზღუდულ რწმენას და ნაკლოვანებას, უმეტესობა ვერა, მაგრამ იციან, რომ სურთ იყვნენ უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი, წარმატებული, მდიდარი, ცხოვრებით კმაყოფილი და ა.შ.

1922 წლის შემოდგომაზე ალბერტ აინშტაინი ტოკიოში იმყოფებოდა და ფიზიკაში ნობელის პრემიის მისაღებად ემზადებოდა. სასტუმროში “იმპერიალ პალასი” მისი ნომრის კართან პორტიე მივიდა, რომ მნიშვნელოვანი შეტყობინება გადაეცა. აინშტაინს გასამრჯელოსთვის წვრილი ფული არ ჰქონდა, ამიტომ მონეტების ან კუპიურების ნაცვლად პორტიეს დაუტოვა წერილი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ აუქციონზე 1,56 მლნ დოლარად გაიყიდა! რა იყო ასეთი ღირებული იმ ფურცელზე, რომელიც აინშტაინმა იღბლიან თანამშრომელს აჩუქა?

აი, რა დაწერა აინშტაინმა წერილში:

“მშვიდ და მოკრძალებულ ცხოვრებას მოაქვს უფრო მეტი ბედნიერება, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვას მუდმივი შფოთვით”.

თუ გამოიყენებთ აინშტაინის ბედნიერების თეორიას ან ფორმულას თქვენს ცხოვრებაში, დაახლოებით ასე იქნება:

აკეთე, რაც გიყვარს და რაც სიამოვნებას განიჭებს.

“მშვიდი და მოკრძალებული ცხოვრება” – აინშტაინმა იცოდა, რომ ცხოვრებაში წარმატების გასაღები საყვარელი საქმის კეთებაა. ძალიან უყვარდა ფიზიკა და კარგად ერკვეოდა ჩვენი აზრების ძალაში, 100%–ით დარწმუნებული იყო, რომ აზრები ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს.

ალბათ, ზედსართავი სახელის “მშვიდის” გამოყენებისას გულისხმობდა, რომ ბედნიერების მოპოვება შეიძლება სიყვარულის ჩადებით იმ საქმეში, რომლის კეთებაც გიყვარს.

სხვა სიტყვებით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობენ და შეგნებულად ქმნიან საკუთარ რეალობას, ცხოვრობენ ისე, რომ არ აქცევენ ყურადღებას სხვის მოსაზრებებს ან სხვა გარე ფაქტორებს. ხშირად სხვისი სიტყვები უმოქმედობის გამართლება ხდება, ადამიანი სხვებს უსმენს და ცხოვრობს მოლოდინში, რომ მალე უკეთესი დრო დადგება, მაგრამ ეს დრო არ მოდის და იწყებს შფოთვას და წუხილს, რომ თავისი საოცნებო ცხოვრებით ვერ იცხოვრა.

აინშტაინი თვლიდა, რომ შინაგანი შფოთვის შეგრძნება შეიძლება ნიშნავდეს, რომ გააცნობიერეთ, რომ ცხოვრებაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მიგიყვანათ სრულ გათიშვამდე საკუთარ თავთან და თქვენს გატაცებებთან, იმასთან, რაც ნამდვილად გიყვართ. ეს იმიტომ, რომ თქვენი გადაწყვეტილებები, დიდი ალბათობით, მიმართული იყო იმის პოვნაზე, თუ რა გაგხდით “უსაფრთხოს” და არა იმაზე, რა გაბედნიერებთ და სიამოვნებას განიჭებთ.

რა ავსებს შენს სულს?

კარგი ამბავია ის, რომ არასდროს არის გვიანი პასუხი მოძებნოთ კითხვაზე: რა მინდა სინამდვილეში, რა ავსებს ჩემს სულს?

“დავიბადე და ეს ყველაფერია, რაც მჭირდება ბედნიერებისთვის” – ალბერტ აინშტაინი.

პირველ რიგში, იყავით მადლიერი ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვთ, და ყველა ძვირფასი ადამიანისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში არიან და უყვარხართ. თუ მადლიერების სიის წერას დაიწყებთ, გაოცდებით, რამდენი რამისთვის შეიძლება იყოთ მადლიერი. თუ ამას ყოველ დილით შეასრულებთ და ჩამოთვლით 10–15 რამეს, რისთვის ხართ მადლიერი ცხოვრებაში, და არ დაიწყებთ დილას წუწუნით და პრობლემებით, უკვე შეძლებთ ცხოვრების შეცვლას და მასში მადლიერების მეტ მიზეზს მოიზიდავთ.

სხვა სიტყვებით, აკონტროლეთ თქვენი აზრები და გრძნობები, ასე შეძლებთ გამოიმუშაოთ მეტი სასარგებლო და ჯანსაღი ჩვევა, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

რა თქმა უნდა, ბევრი უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, მაგრამ თუ გინდა იყო ბედნიერი, ძალისხმევა უნდა გაიღოთ. მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად მისდევს ადამიანი ბედნიერებას, მით უფრო უსხლტება ხელიდან. უნდა გააცნობიეროთ, რომ ბედნიერება მუდმივი მდგომარეობა არაა. მუდმივად ბედნიერი ვერ იქნებით, ზოგჯერ სევდაც გვჭირდება.

“თუ არ ხართ მადლიერი იმისთვის, რაც უკვე გაქვთ, მაშინ მოგეჩვენებათ, რომ უფრო ბედნიერი იქნებოდით, კიდევ მეტი რომ გქონდეთ” – როი ბენეტი.