გაჩნდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ახალი ფორმა, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც “გაჭიანურებულ გაცივებას”.
გახშირდა ავადმყოფებში ე.წ. “გაჭიანურებული გაცივების” შემთხვევები. ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ ფორმის მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია ჟურნალ eClinicalMedicine-ში აღწერეს. კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს რესპირატორული ინფექციის ახალი ფორმა, რომლის სიმპტომები კორონავირუსის ხანგრძლივ მსვლელობას წააგავს (გრძელი კოვიდი).
“ამ გაჭიანურებული ინფექციების დიაგნოსტიკა რთულია დიაგნოსტიკური ტესტების ნაკლებობის და შესაძლო სიმპტომების დიდი რაოდენობის გამო” – აღნიშნავს ჯულია ვივალდი, კვლევის წამყვანი ავტორი.
მისი კოლეგები აცხადებენ, რომ დღეს შეგვიძლია დავაკვირდეთ პირებს, რომლებიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ გახანგრძლივებულ სისუსტეს გრძნობენ, ასევე მათ, ვისაც გრიპის ან გაცივების გადატანის შემდეგ ხანგრძლივი არახელსაყრელი სიმპტომები აწუხებს. კუნთების ტკივილი და კუჭის პრობლემები ასეთი “გაჭიანურებული გაცივების” ნიშანი შეიძლება იყოს.
“დაღლილობა, ქოშინი, ყნოსვის დაკარგვა, კუნთების ტკივილი, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები, გულმკერდის ტკივილი, უძილობა, გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა, დეპრესია და შფოთვა, ხმაური და ტკივილი ყურებში, ცუდი განწყობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს ცვლილება, გამონაყარი” – ჩამოთვალეს ნიშნები ექსპერტებმა.
პათოგენური მდგომარეობების გამოჩენის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი იყო მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციიდან 37 კვირა და კორონავირუსიდან 64 კვირა. მკვლევარები ცდილობენ გაიგონ, რა იწვევს უსიამოვნო სიმპტომების გახანგრძლივებას ავადმყოფობის შემდეგ.
ნიკოლაი მალიშევი, მეცნიერი და ინფექციონისტი, აცხადებს, რომ მისთვის ამ “ფენომენის” შესახებ ჯერ უცნობია, მაგრამ არ შეიძლება მტკიცება, რომ ინფექციების გაჭიანურება გამოწვეულია ახალი ვირუსით, რადგან შესაბამისი ტესტ–სისტემა არ არის. აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს უჩვეულოდ დიდხანს ავადმყოფობენ, ყოველთვის იყვნენ. ამის ახსნა შეიძლება იყოს ორგანიზმის ინდივიდუალური მახასიათებლები ან არასწორი მკურნალობა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.