ხანდახან ყველა ვცოდავთ, მაგრამ უფალი მზადაა გვაპატიოს, თუ გულწრფელი ლოცვით მოვინანიებთ 

0
57

ლოცვა უფლისადმი ცოდვების მიტევებისთვის ძლიერი და მოქმედია. ადრე თუ გვიან მას მიმართავს ბევრი ქრისტიანი, რომლებიც შფოთავენ საკუთარ ბედზე და წინა და მომავალი თაობების სულების გადარჩენაზე. დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფერი აქვს მოსანანიებელი, ამიტომ ყველა მორწმუნეს ვურჩევთ გულმოდგინედ და რეგულარულად ილოცონ.

პაპარაცი გიზიარებთ ლოცვების ტექსტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ყველა ცოდვის მიტევება ითხოვოთ.

ლოცვა უფლისადმი ცოდვების მიტევებისთვის

ისე ხდება, რომ ადამიანები ხშირად სცოდავენ. ზოგი ამას უნებლიეთ და გაუცნობიერებლად აკეთებს. ზოგი ბანალურად არ უფიქრდება, რომ ცუდად იქცევა და ქრისტიანულ მცნებებს არღვევს. სხვები მიზანმიმართულად მოქმედებენ და ზეციური რისხვა არ აშინებთ. ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთ დაუსჯელობაში. იმიტომ, რომ ერთხელ ცოდვა ჩაიდინეს და ამისთვის არავინ პასუხი არ აგებინა. მხოლოდ წლების შემდეგ მოდის გაცნობიერება, რომ ცოდვებს და ბოროტმოქმედებას შეუძლია გავლენის მოხდენა არა მხოლოდ მათზე, ვინც ცოდვა ჩაიდინა. მისი ცოდვები მომავალ თაობებსაც ამძიმებს.

წმინდა წერილში ნათქვამია, რომ წინაპრების ცოდვები მესამე და მეოთხე თაობებზეც შეიძლება გამოვლინდეს. თუ ბავშვები მშობლების კვალს მიჰყვებიან, დიდი ალბათობით, თაობათა წყევლა გამოვლინდება. ასე მემკვიდრეებს ღვთის სასჯელი აუცილებლად მოუსწრებს. ყველა ქრისტიანს აქვს შესაძლებლობა შემოქმედს სთხოვოს შეწყალება და შებრალება. ცოდვილი ადამიანის სულის გადასარჩენად შესაძლო ვარიანტია ლოცვა ცოდვების მიტევებისთვის.

სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ცოდვების მიტევებისთვის ლოცვა ევალებათ. თუ ცოდვილი ადამიანი უკვე გარდაცვლილია, მის ნაცვლად ცოდვების მიტევებისთვის შვილებმა და ახლობლებმა უნდა ილოცონ. წინაპართა ცოდვების მიტევებისთვის პირდაპირი ხაზის ნათესავების ყველა სახელი უნდა ჩამოწეროთ და ლოცვებში მოიხსენიოთ. სასურველია, ამ სიაში მეშვიდე თაობამდე ჩახვიდეთ. იესო ქრისტეს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებთან სანთლები დაანთეთ და ლოცვები წაიკითხეთ.

ლოცვა სული წმიდისადმი

უფალო მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ნუგეშინისმცემელ მექმენ და შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა რაოდენიცა, ვითარცა კაცმან, ვჰსცოდენ დღეს ნებსით და უნებლიეთ, მეცნიერებით და უმეცრებით, აღტაცებულობისაგან, უკრძალველობისაგან და დიდისა მცონარებისაგან, და უდებებისა ჩემისა. გინათუ ვჰფუცე სახელი შენი წმიდა, გინათუ ვაფიცე, გინა ცილივსწამე, გინათუ ვჰგმე გონებითა, გინა თუ ვაგინე ვისმე, ანუ შევაწუხე, ანუ უზრახე ვისმე, გინა რაისამე ზედა განვარისხე ვინმე, ანუ უტყუე ვისმე, გინა ძმა მოვიდა ჩემდა და შეურაცხვჰყავ, გინა ვაჭირვე ძმასა და განვამწარე, ანუ თუ მდგომარეობასა ჩემსა ლოცვასა და ფსალმუნებასა შინა გონება ჩემი ბოროტთა და საწუთოთა მიექცა, გინა შესატყვისისა მეტად განვიშვ, ანუ ურცხვინოებით ვზრახე, ანუ ბილწებით, გინა ვიცინე უგუნურებით, ანუ ვიცუდდიდებულე, ანუ ვიუძღებე, გინა ვიამპარტავნე, გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი, ანუ შეუტყუებელნი ჩემნი კადნიერებით ვზრახენ, გინა თუ დასაკლებელთა განვიცდიდი ძმისა ჩემისათა, ხოლო ჩემთა აურაცხელად და შეუნდობელად მყოფთა უგულებელსვჰყოფდი უსჯულოებათა, გინათუ ლოცვაი ჩემი უდებ-ვჰყავ, ანუ სხვა რაიმე ბოროტი მიქმნიან და არა მახსოვან, უფალო, შემიწყალე და შემინდევ მე უღირსსა და უხმარსა მონასა შენსა, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან, რათა მშვიდობით დავსწვე და დავიძინო მე უძღებმან ამან და გადიდებდე შენ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ

ყოველსა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო, ყოველთა არსთა შექმნილთა უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი, აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ, და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი, მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა უბიწოო, წყალობის მომრთმელ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინა მდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანა წარვჰდეთ, და კვალად ცისკრისა გალობისა, ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდების მეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელისა არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალი შეისმენს თქვენს ლოცვებს მხოლოდ მაშინ, როცა გულწრფელად მოინანიებთ იმას, რაც ჩაიდინეთ. გულწრფელი სინანულის გარეშე ცოდვების მიტევებაზე საუბარი არ შეიძლება.