თაღლითი მოლარე დატოვებულ ქვითრებს ჯიბეში მალავდა. მისი დახმარებით მაღაზიას ათასობით დოლარი გამოსტყუა

0
2976

ხანდახან სამუშაოს შემდეგ მაღაზიაში უცებ შევირბენთ და შემდეგ გზას ვაგრძელებთ. ბავშვი სკოლიდან ან ბაღიდან გვყავს გამოსაყვანი. სავარჯიშო დარბაზში ან პაემანზე მიგვეჩქარება. საქმე ყოველთვის ბევრია, ყველაფერი უნდა მოასწრო. ამ დროში ნაყიდი პროდუქტების ქვითრები დახლის ქვეშ ნაგვის ურნაში ხვდება. სჭირდება ქვითრები გადაღლილ ახალგაზრდა დედას ან საქმიან მეწარმეს? ღირს მათი წაღება?

თითქოს დიდი დანაკარგი არაა – ქვითარი სალაროსთან დატოვე ან მაღაზიის გასასვლელთან გადაყარე. არადა ასე უშვებთ დიდ შეცდომას, რომელსაც თაღლითების გამდიდრება შეუძლია. სხვათა შორის, თქვენს ხარჯზე! ასეთი შემთხვევა მოხდა პოლონეთის ქალაქ გარვოლინში და გვასწავლის, რომ ასეთი წვრილმანებისადმი მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ.

საჭიროა სალაროს ქვითრის აღება?

სწრაფად და ბევრი ფული რომ იშოვო, საჭიროა საზრიანობა, ცოდნა და შეუპოვრობა. მართალია, ამბიციურმა 19 წლის ბიჭმა გარვოლინიდან გადაწყვიტა უკანონო გზით წასვლა და ყველას მოტყუება. ახალგაზრდა “ბიზნესმენი” ადგილობრივ მაღაზიაში მოლარედ მუშაობდა და ერთხელ სისტემაში ხარვეზის აღმოჩენა მოახერხა. მომხმარებლების მიერ დატოვებულ სალაროს ქვითრებს იყენებდა და საბოლოოდ 90 ათასი ზლოტით გამდიდრდა. როგორ მოახერხა?

ყოველთვის, როცა მაღაზიაში საქონელს ყიდულობთ, გამყიდველი ვალდებულია მოგაწოდოთ ქვითარი, როგორც შეძენის დამადასტურებელი საბუთი. ეს არ არის უბრალო ქაღალდი, არამედ მთელი დოკუმენტი. სასარგებლოა, თუ საქონლის დაბრუნება ან გადაცვლა გჭირდებათ, მაგრამ ჩვეულებრივ დახლზე ვტოვებთ. თუ ქვითარი არასწორი ადამიანის ხელში მოხვდება, ამას სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი თან წაიღოთ ქვითარი?

ამ პატარა ფურცელზე არის მონაცემების მთელი საგანძური, რომელიც ბოროტმზრახველს შეუძლია გამოიყენოს. ქვითრის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს შეძენილი პროდუქტის თანხის დაბრუნება. ჩვენი ისტორიის გმირმა ამ შესაძლებლობის შესახებ იცოდა და ფულის გამოძალვა გადაწყვიტა. ერთხელ სამუშაო ადგილზე მიტოვებული ქვითრების შეგროვება დაიწყო. მენეჯმენტის უცოდინრობამ საშუალება მისცა მაღაზიიდან სოლიდური თანხა აეღო, სანამ საბოლოოდ არ დაიჭირეს.

დაკავების შემდეგ ბიჭს 100–მდე თაღლითობის ბრალდება წაუყენეს. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენი მიეჩვია საკასო ოპერაციების გაუქმებას და ფულის მითვისებას. თავის უფროსს დიდი ხნის განმავლობაში ქურდავდა და იდეა უბრალოდ ბრწყინვალე ჩანდა. მაგრამ საქმე ძალიან შორს წავიდა.

ბიჭმა ეშმაკობით და მოტყუებით მაღაზიიდან მოიპარა 90 ათასი ზლოტი, რაც 22,5 ათას დოლარს უდრის. მდიდარი მონაპოვარი მაშინვე საქმეში ჩადო. ჯერ დედას სესხის დაფარვაში დაეხმარა, შემდეგ მანქანა შეიძინა. როცა დაიჭირეს, თაღლითი მსხვილი თანხით მიმალვას ცდილობდა. ახლა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ღირდა ამად?

სალარო ქვითრის ღირებულება

ნებისმიერი მაღაზიიდან გადახდის ქვითარი იმაზე ღირებულია, ვიდრე გგონიათ. სიტყვაზე, თუ გამყიდველი ქვითრის მოცემაზე უარს ამბობს, მის უფროსს შეიძლება ჯარიმა დაეკისროს. არ მოგერიდოთ და გამყიდველს ფისკალური ქვითარი მოსთხოვეთ! თავი დაიცავით თაღლითური აქციებისგან. არ მისცეთ თაღლითებს საშუალება გაისქელონ ჯიბე პატიოსანი ადამიანების ხარჯზე, თუნდაც ეს თქვენს კეთილდღეობაზე პირდაპირ არ მოქმედებდეს.

მომხმარებელთა უფლებები არ დაგავიწყდეთ. თუ შეგხვდათ ხარვეზიანი საქონელი, მაღაზია ვალდებულია გაგიცვალოთ ან თანხა დაგიბრუნოთ შეძენიდან მომდევნო 14 დღის განმავლობაში. თან წაიღეთ საქონელი (უნდა იყოს მთელი და გამოყენების ნიშნების გარეშე) ხელუხლებელი ეტიკეტით ან მაღაზიის იარლიყით, პასპორტით და ქვითრით.