თუ იპოვეთ სხვისი საფულე, მფლობელს დაუბრუნეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რამდენიმე ნიუანსი 

0
1182

წარმოიდგინეთ, პარკში სეირნობთ და გრძელსკამის ქვეშ შეამჩნიეთ საფულე ან ტელეფონი. აიღებთ თქვენთვის? სამწუხაროდ, ცუდი ამბავი გვაქვს, თუ არ აპირებთ ნაპოვნი მფლობელს დაუბრუნოთ. ამას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგი, მათ შორის ქურდობის ბრალდება. მკაცრია, მაგრამ ფაქტი. სწორედ ამიტომ, საფულე მფლობელს დაუბრუნეთ და ზედმეტი პრობლემები მოიშორეთ. პაპარაცი გიამბობთ, რა ბონუსები შეიძლება მიიღოთ თქვენი პატიოსნებისთვის.

დააბრუნეთ საფულე

ადამიანს, რომელმაც ძვირფასი ნივთი იპოვა, იღბლიანს უწოდებენ. გამოთქმა „რაც დავარდნილია, დაკარგულია“ ყოველდღიურობაში გამჯდარია. იურიდიულად ასე არაა. თუ დაკარგეთ ან სადმე დატოვეთ თქვენი ნივთი, საკუთრების უფლება თქვენთან რჩება. მპოვნელს ბრალი შეიძლება წაუყენონ „ქურდობის“ მუხლით და აღმოჩნდეს სასამართლოში. აი, აღმოჩენა.

ქურდობისთვის შეიძლება 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიგესაჯოთ. დამტკიცება, რომ ნივთი იპოვეთ და არ მოგიპარავთ, მარტივი არაა. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს ჯარიმას, მაგრამ რატომ უნდა იყოთ დამნაშავე დანაშაულის გარეშე? მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩენის შესახებ დაუყონებლივ განაცხადოთ.

იპოვეთ დაკარგული ნივთი ან საბუთი: რა უნდა გააკეთოთ?

როგორც წესი, კონფლიქტები წარმოიქმნება დაკარგული–ნაპოვნი ნივთების სამი კატეგორიის გარშემო: მობილური ტელეფონები, რომლის მოძიებაც სიმბარათის გარეშეც შესაძლებელია, საბანკო ბარათები, რომლიდანაც თანხა მოხსნეს, ნივთები, რომლებიც დატოვეს ან დაავიწყდათ ვიდეოკამერების ახლოს.

კანონი ამბობს: თუ ნივთი იპოვეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მძღოლს უნდა გადასცეთ. თუ რომელიმე სხვა საჯარო ადგილას – შენობის მფლობელს/წარმომადგენელს.

თუ ქუჩაში იპოვეთ სხვისი ძვირფასი ნივთი, ნაპოვნი ნივთი პოლიციის უახლოეს ეკიპაჟს უნდა მიაწოდოთ. წარმოვიდგინოთ, ნაკლებად ხალხმრავალ პარკში სეირნობთ და იპოვეთ ოქროს საათი. რა თქმა უნდა, ძვირფასი ნივთი პირველ პოლიციელს შეგიძლიათ გადასცეთ, მაგრამ ვინ იცის.

ამ შემთხვევაში წადით პოლიციის განყოფილებაში, რომ ნაპოვნის შესახებ განცხადება დაწეროთ. დარწმუნდით, რომ ნივთი დაარეგისტრირეს და გაიცა ცნობა, რომ ნივთი მიიღეს სათანადოდ შესანახად.

ასევე სხვა გზით შეგიძლიათ წახვიდეთ: დაწერეთ განცხადება პოლიციაში, რომ იპოვეთ ოქროს საათი და გადასცემთ ადამიანს, რომელიც დაასახელებს მის ბრენდს, ორნამენტს, განსაკუთრებულ მახასიათებლებს. მანამდე კი თქვენ შეინახავთ. მნიშვნელოვანი მომენტი: თუ მფლობელი არ გამოჩნდება 6 თვის განმავლობაში, ძვირფასი ნივთის ახალი კანონიერი მფლობელი გახდებით.

ჯილდო ნივთის პოვნისთვის

კარგი საქმისთვის სამოქალაქო კოდექსი ჯილდოს გვპირდება. მან, ვინც იპოვა ძვირფასეულობა, უფლება აქვს მფლობელს მოსთხოვოს ჯილდო, ნაპოვნი ნივთის ღირებულების 20% ან თანხა, რომელიც მესაკუთრემ საჯაროდ გამოაცხადა. ასევე კომპენსაცია მფლობელის ძებნისა და აღმოჩენის შენახვის ხარჯებისთვის.

ყურადღება მიაქციეთ: კანონი შექმნილია მხარეთა შორის მშვიდობიანი შეთანხმებისთვის. აღსრულების მექანიზმი აქ არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, კაზუსები ხშირად ხდება. მაგალითად, თქვენ ნაპოვნ ტელეფონს აფასებთ 200 დოლარად, ხოლო მფლობელი მხოლოდ 100 დოლარად, რადგან მეორადია. თქვენ გაქვთ „მოთხოვნის უფლება“, მაგრამ ნივთის მფლობელს გადახდის ვალდებულება არ აქვს. აი, პრობლემა.

ჯიუტ და შეუპოვარ ხალხს ადვოკატები სთავაზობენ ასეთ გზას. თუ მფლობელს არ სურს გადახდა, ნივთს არ უბრუნებთ. ის მიმართავს სასამართლოს, თქვენ შეიტანთ შეგებებულ სარჩელს 20%–იანი კომპენსაციისთვის, სამოქალაქო კოდექსის საჭირო მუხლზე დაყრდნობით. სასამართლო ნიშნავს შეფასების ექსპერტიზას და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გადაეცემა სააღსრულებო სამსახურს.

მართალია, ბევრის იმედი არ უნდა გქონდეთ. ჩვეულებრივ, სასამართლოები გადატვირთულია და ასეთი პროცესი თვეები იწელება. ასევე ექსპერტიზის ხარჯები დაეკისრება მას, ვინც სასამართლოს წააგებს. აი, ვინ მოიგებს, უცნობია. სწორედ ამიტომ, შეთანხმება ჯობია.