არასოდეს თქვათ რაიმე ცუდი სხვა ადამიანებზე, თუ არ გსურთ, მოგვიანებით ინანოთ

0
152

სიტყვას შეუძლია ადამიანი გააფრთიანოს და დეპრესიაში ჩააგდოს. მას შეუძლია განკურნება და განადგურება. ზოგჯერ, სიტყვას სიცოცხლე და სიკვდილიც ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, არ იჩქარო ცუდის თქმა ვინმეზე, სანამ ყველა არგუმენტს არ აწონდაწონით და შექმნილ სიტუაციას ფხიზლად არ შეაფასებთ. თუ მითითებულ წესს დაიცავთ, არასოდეს მოგიწევთ გაწითლება თქვენი კომენტარის ან განცხადების გამო.

პაპარაცი გიამბობთ, რატომ არ ღირს სხვებზე ბოროტად ლაპარაკი.

ცუდი სიტყვის თქმა არ ღირს

სიტყვა ბეღურა არაა, თუ გაფრინდება, ვერ დაიჭერ. ჩემი ენა ჩემი მტერია. ეს და სხვა ბრძნული გამონათქვამი უმიზეზოდ არ გამოიგონეს. ადამიანმა ნამდვილად უნდა აკონტროლოს თავისი მეტყველება, რადგან ეს მის აღზრდაზე მიუთითებს. მაგრამ კულტურული მოქალაქეებისთვის ძალიან რთულია თანამედროვე საზოგადოებაში არსებობა და ეთიკის და მორალის კანონების დაცვა.

სწორედ ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ამ პრინციპით ცხოვრობენ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა. უმეტესობა მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ზრუნავს. მიჩვეულნი არიან ყველაფრის თქმას, რაც მათ თავში ხდება და ისე მოქცევას, როგორც მოაფიქრდებათ. თუ ცდილობთ, რომ თანამოსაუბრე უხერხულობაში არ ჩააგდოთ, ამ შემთხვევაში ხშირად თქვენს წყენინებას ან შეურაცხყოფას ცდილობენ. ჩნდება დილემა: თქვენ თუ ის.

აღზრდის პრინციპები

ჩემს თაობას ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ ცუდი სიტყვის თქმა არ შეიძლება, რადგან ის უკან შეიძლება დაბრუნდეს. გვიხსნიდნენ, რომ ადამიანებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენ მოგვექცნენ. გვასწავლეს, რომ უფროსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ლამაზი არაა და მათ პატივი უნდა ვცეთ. ზოგიერთი ჩემი თანატოლი, მათ შორის მეც, მსგავსი პრინციპებით გავიზარდეთ. შედეგად, არ შემიძლია მაწყენარი „ადგილზე მოვსვა“ და დავიცვა საკუთარი ინტერესები. იქ გავჩუმდი, აქ მოვითმინე და შედეგად იმდენი დაგროვდა, რომ ვგრძნობ, მალე „ავფეთქდები“.

ყველა აღზრდილ „ქათამს“, რომელსაც ურჩევნია არ ჩაერიოს უსარგებლო კამათში, დროთა განმავლობაში გამოუჩნდება „კვერცხი“, რომელიც ცდილობს, ასწავლოს „სწორად“ ცხოვრება. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როცა „მენტორი“ შენზე ორჯერ უფრო ახალგაზრდაა, ცხოვრებაში სერიოზულს ვერაფერს მიაღწია და თვითკმარი არაა.

არ დაგავიწყდეთ, რომ გაღიზიანებას ადამიანის სხეულში დაგროვების უნარი აქვს. თუ ნეგატიურ ემოციებს რეგულარულად არ გაუშვებთ, სამუდამოდ დარჩება ორგანიზმში და ნელ–ნელა შიგნიდან დაშლას დაიწყებს. შედეგად, გაუარესდება შინაგანი ორგანოების მდგომარეობა, რაც გამოიწვევს ქრონიკულ დაავადებებს და ჯანმრთელობის გაუარესებას. ეს რომ არ მოხდეს, თქვენს ხედვებს გადახედეთ და პერსონალი ქცევა შეცვალეთ.

თანამოსაუბრე აუცილებლად უნდა მოიგერიოთ. რეკომენდებულია, ეს გააკეთოთ მაშინვე, ურთიერთობის უსიამოვნო ახსნის გადადების გარეშე. ფსიქოლოგის რჩევა: მაშინვე თქვით, რა არ მოგწონთ. ოღონდ არსებობს ერთი წესი: თქვით თქვენზე და საკუთარ გრძნობებზე, სხვის პიროვნულ თვისებებს არ შეეხოთ.

მშვიდად თქვით შემდეგი: ეს ჩემთვის უსიამოვნოა, ეს არ მაწყობს, არ მინდა, არ მომწონს. ასე არც ერთ ცუდ სიტყვას არ იტყვით, მოწინააღმდეგის გრძნობებს არ შეურაცხყოფთ და წყენის მიზეზი არ ექნება.

ამ მეთოდის დიდხანს და ბეჯითად სწავლა მოგიწევთ, მაგრამ სქემა მუშაობს. ადამიანებს შორის გაუგებრობა იშლება და ნეგატივი აღარ გროვდება. თუ ვინმეს ასეთი სიტუაცია არ აკმაყოფილებს, ეს უკვე მისი პრობლემაა და არა თქვენი!