მინი ქვედაკაბები სსრკ–ში – როდის შემოვიდა და რატომ გახდა სწრაფად პოპულარული

0
432

ტრადიციულად, 30 ნოემბერს ქვედაკაბის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს უმიზეზოდ არ ხდება, რადგან ლამაზი მინი ქვედაკაბა ნებისმიერ ქალს ამშვენებს. მოხდენილი ფეხები, დახვეწილი ფორმები. მინი ქვედაკაბა ქალს თავდაჯერებულობას და ქალურობას ანიჭებს. რა მდგომარეობა იყო ამ ტანსაცმლის მხრივ სსრკ–ში? პაპარაცი ცოტა ხნით საბჭოთა კავშირში მოდის ფორმირების პერიოდში დაგაბრუნებთ.

საბჭოთა კავშირში მოდის ცნება, როგორც კლასი, დიდხანს არ არსებობდა. ქალის ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო მოსახერხებელი, კომფორტული და ჭუჭყის ამტანი. განსაკუთრებით აქტუალური იყო 50–60–იან წლებში, როცა ქვეყანა ომის შემდეგ ძალებს აღიდგენდა. მაშინ მოდაზე ფიქრის დრო არ იყო. საბჭოთა კავშირში დასავლური ჟურნალები საიდუმლოდ ხვდებოდა. უცხოური მუსიკის, წიგნის, ჟურნალების ან ტანსაცმლის გამო დიდხანს ციხეში ჯდომა მოგიწევდათ.

ლამაზი მინი ქვედაკაბა

სსრკ–ში ტანსაცმლის კერვით მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო იყო დაკავებული და თითოეულ მოდელს ჰქონდა გოსტის სტანდარტები. მათგან გადახვევა დანაშაული იყო. ქსოვილი იყო გამძლე და სქელი, ფერები მუქი, ჭუჭყის ამტანი. ქალი ამხანაგები მშრომელთა ერთგვაროვან მასაში არ უნდა გამორჩეულიყვნენ. სასკოლო ფორმა იყო ყავისფერი და ერთადერთი, რისი გამრავალფეროვნებაც შეიძლებოდა, იყო საყელო და წინსაფარი. აქ გოგონები მთელ ფანტაზიას რთავდნენ.

ყველაფერი შეიცვალა 1957 წელს, როცა მოსკოვში სტუდენტების და ახალგაზრდობის ფესტივალი ჩამოვიდა. უცხოელი სტუდენტები საბჭოთა სტუდენტებისგან ძლიერ განსხვავდებოდნენ. ისინი იყვნენ კაშკაშები, ფერადები, თავისუფლები. რა თქმა უნდა, საბჭოთა ახალგაზრდობა მათ აღტაცებით უყურებდა და მიბაძვას ცდილობდა. იმ პერიოდში დაიბადა ცნობილი “ჰიპსტერების” მოძრაობა. მათ მიმდევრებს იჭერდნენ, ცემდნენ, პარტიულ შეკრებებზე არცხვენდნენ, მაგრამ ამ ტალღის შეჩერება შეუძლებელი იყო. საზოგადოება ითხოვდა ცვლილებებს, მათ შორის მოდის ინდუსტრიაში.

სწორედ ამიტომ, როცა 1967 წელს მოსკოვში შედგა პირველი საერთაშორისო მოდის ფესტივალი, საბჭოთა ქალების ცნობიერებაში რევოლუცია მოხდა. თურმე შეიძლება გამოიყურებოდე ლამაზად და ქალურად. ფესტივალზე ფრანგმა ქალებმა ყველა გააოცა თავიანთი დახვეწილობით, გემოვნებით და ხიბლით. მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სამოდელო სახლში ყველა გოსტის და სტანდარტის გადახედვა მოუწია. საბჭოთა მოქალაქეების ცხოვრებაში თავისუფლად შემოვიდა უცხოური ფილმები, ჟურნალები და მუსიკა. მაშინ მინი ქვედაკაბა დაიბადა სსრკ-ში.

მინი ქვედაკაბის ეპოქა

ბუნებრივია, ქვეყნის მმართველობას ახალგაზრდა გოგონების ასეთი გახსნილობა არ მოსწონდა. ამ მოდას ყველანაირად ახშობდნენ, მაგრამ გოგონები საზრიანები იყვნენ. ისინი ყიდულობდნენ ჩვეულებრივ ქვედაკაბას, შემდეგ ამოკლებდნენ და ასე დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში. სასწავლო დაწესებულებებში ქვედაკაბის სიგრძის კონტროლი გააძლიერეს და ყოველდღე სახაზავით ზომავდნენ ქვედაკაბის სიგრძეს მუხლამდე. თუ სიმაღლე დასაშვებზე მაღალი იყო, გოგონას სახლში აგზავნიდნენ ტანსაცმლის გამოსაცვლელად. გოგონებმა აქაც ეშმაკობა გამოიყენეს. სკოლამდე ქვედაკაბას საჭირო სიმაღლეზე უშვებდნენ, შემდეგ ამოკლებდნენ.

70–იან წლებში მინი ქვედაკაბა თითოეული ქალის გარდერობში მოხვდა. ასაკის მიუხედავად ყველა ქალი მინი ქვედაკაბას ატარებდა. 80–იან წლებში მინი ქვედაკაბის ქვეშ ფერადი ლასინების და მოხატული კოლგოტების ჩაცმა დაიწყეს. ერთ დროს რუხი ქალაქი ჭრელი ბრბოთი გაივსო. ქვეყანა გაცოცხლდა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ახლა ყველაფერი კარგად იქნებოდა. თუმცა 90–იან წლებში მილიონობით ადამიანის სტაბილურობა ერთ წამში დაინგრა. სსრკ–ს დაშლამ მოქალაქეების ცნობიერებაში გარდატეხა მოახდინა. ვიღაც უბრალოდ ცდილობდა გადარჩენას, ვიღაცამ თავი გამოიჩინა და წინსვლა გააგრძელა. ასეთი ტენდენცია მოდაშიც აღინიშნებოდა. ადგილობრივი ტანსაცმელი დეფიციტში იყო, იმპორტულის ყიდვა ყველას არ შეეძლო. ხალხი იცვამდა იმას, რისი ჩაცმაც შეეძლო და ჰქონდა.

ახალგაზრდობა ითხოვდა ცვლილებებს და თავის უნიკალურობას ტანსაცმელშიც ავლენდა. სწორედ მაშინ შემოვიდა მოდაში დიდი ზომის ნივთები და სხვადასხვა სტილის კომბინაცია. უცვლელი დარჩა მხოლოდ მინი ქვედაკაბა, მას გოგონები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ. იცვლებოდა ქსოვილები, სტილი, მაგრამ სიგრძე იგივე დარჩა.