1 წლის წინ შევამჩნიე, რომ მეზობელი ძალიან დასუსტდა. ნებაყოფლობით დახმარება გადავწყვიტე, მაგრამ მალე ვინანე

0
1028

დღეს, როცა თუნდაც ქუჩაში გაყინულის კნუტის ნებაყოფლობითი დახმარება ინტერნეტში ქვეყნდება, ნამდვილი ზრუნვა ჩრდილში რჩება. დიახ, ნამდვილად არიან მოხალისეები, რომელთა შესახებ არავინ იცის, და მათი საქმის მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი ხდება საზოგადოებისთვის შესამჩნევი. რაზე საუბრობს ეს, ჩვენს გულგრილობაზე, ჩართულობის და დახმარების ნაკლებობაზე? შესაძლოა. იქნებ, საკუთარი საქმით იმდენად დაკავებული გავხდით, რომ ახლობლის მიმართ  ადამიანური თანაგრძნობა რაიმე რეაქციას და პატივისცემას აღარ იწვევს?

მიტოვებულ ხალხს, მოხუცებს, მოსახლეობის ამ ნაწილს ჩვენი ყურადღება სჭირდება. როგორ დავეხმაროთ? არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მაგრამ, ბუნებრივია, საკმარისი არაა. რა არის შემდეგ, შვილები? დიახ, პირველად ისინი უნდა დაეხმარნონ მშობლებს. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა. ზოგჯერ დახმარება მოდის იქედან, საიდანაც ნაკლებად ელოდებით – მეზობლებისგან. ადამიანებისგან, რომელთა გვერდიგვერდ წლები ცხოვრობდით. მაგრამ ყველაფერი ასეთი ნათელია ამ შემთხვევაში? როგორც ცხოვრება აჩვენებს, ყოველთვის არა.

ნებაყოფლობითი დახმარება

იცით, როგორ გაიზარდა ბოლო პერიოდში პროდუქტებზე ფასი? მარცვლეული წარმოუდგენლად გაძვირდა. ათ კვერცხს “ბოინგის” ფრთის ფასი აქვს. არაფერს ვამბობ ხორცზე და თევზზე. წამლებიც არ ჩამორჩა. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ მალე ბალახებით და ფესვებით მკურნალობა მოგვიწევს. ხალხური მედიცინა. სად ვიშოვო ფული ამ ყველაფრისთვის? წარმოდგენა არ მაქვს, არადა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მოპირდაპირე ბინაში მცხოვრები მოხუცი ქალისთვისაც უნდა ვიყიდო. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესია ბიუჯეტისთვის.

დაახლოებით 1 წლის წინ შევამჩნიე, რომ ქალბატონი ნარგიზი დღითიდღე ცუდად ხდებოდა. თუ ადრე შეეძლო მესამე სართულიდან ქვემოთ ჩასვლა, სკამზე დაჯდომა და სხვა პენსიონერებთან ერთად ყოველგვარი წვრილმანის განხილვა, სახლის გარშემო სეირნობა, ახლა ეს ყველაფერი მისთვის ძალიან გართულდა. მაქსიმუმ შეუძლია სადარბაზოდან გავიდეს და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოს. შემდეგ დაელოდოს ვინმე მეზობელს დაელოდოს, ვინც ადგომაში დაეხმარება. ჯანმრთელობა აღარ შერჩა.

შვილები ჰყავს, ერთი ვაჟი ნამდვილად, მაგრამ ბოლო წლებში თვალით არ დამინახავს. როგორც ჩანს, ბევრი საქმე აქვს, ოჯახი. თავადაც ახალგაზრდა აღარაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუ დედა იძულებულია დახმარება სხვებს სთხოვოს, მხოლოდ სახლში მისაყვანად? არა, 6 თვეში ერთხელ მოდის პროდუქტებით დატვირთული, ცოტა ხნით ჯდება და შემდეგ მიდის. აღარ ჩანს. რა უნდა გააკეთოს ბებიამ? მოკლედ, რაღაც მომენტში ეს მომბეზრდა და ქალბატონი ნარგიზის დახმარება გადავწყვიტე. ნებაყოფლობით, ასე ვთქვათ.

დროდადრო ვსტუმრობდი, შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. მაგალითად, ბინაში მტვერს ვწმენდი, წარმოიდგინეთ, რამდენი მტვერი დაგროვდა იქ. შემდეგ დავფიქრდი, იქნებ, მოხუც ქალს ყოველდღე წიწიბურას ჭამა მობეზრდა. წავედი მაღაზიაში, ვუყიდე სხვა პროდუქტები, ვაშლი, კვერცხი. ჩემი ფულით, ჩემი ჯიბიდან. ერთჯერადი დახმარება არ ყოფილა, გარწმუნებთ. ქუჩაში ერთად გასვლა დავიწყეთ. საღამოობით, დღისით ვმუშაობ. მოკლედ, ღვიძლი ბებიასავით ვუვლიდი.

რამდენჯერმე მისი ვაჟიც მოვიდა, მაგრამ საკუთარი დედის მიმართ იგივე პოლიტიკა ჰქონდა. მოვა, დარწმუნდება, რომ ცოცხალია და ნახევარ საათში მიდის. ეს საქმეა? ნუთუ შეგვიძლია შვილი ვუწოდოთ ადამიანს, რომელსაც ასე არ აღელვებს საკუთარი მშობელი? გულწრფელად, ამ მომენტებში ნარგიზის ბინაში სპეციალურად არ შევდიოდი. აღშფოთებისგან მაკანკალებდა. კიდევ რა შეიძლება ითქვას?

ხანდახან ვბრაზობდი კიდეც, მაგრამ ნარგიზი თავის დიდებულ ვაჟს ყოველთვის იცავდა. ეცოდებოდა და აგრძელებდა მოყოლას, თუ რა “რთული” ვითარება ჰქონდა. სამი შვილი, ანჩხლი ცოლი და ბევრი საქმე. ლოგიკურად დავფიქრდეთ, თუ ასეთი დაკავებულია, გამოდის, აქვს ფული, ანუ შეუძლია დედას მომვლელი აუყვანოს, ასეა? მაგრამ არა, როგორც ჩანს, შვილმა დედის მიმართ ძუნწობა გამოიჩინა.

ერთხელ ჩვენს საუბარში წამოიჭრა თემა, რომელმაც დაფიქრება მაიძულა. აღმოჩნდა, რომ მეზობელს გეგმაში ჰქონდა ჩვენს სადარბაზოში ოროთახიანი ბინის გადაფორმება საყვარელ შვილზე. წარმოიდგინეთ. მესმის, რომ ღვიძლი შვილია. დედის ინსტინქტები და სხვა ყველაფერი, მაგრამ გულწრფელები ვიყოთ. მთელი წელი მასზე ვზრუნავდი, ვალაგებდი, პროდუქტებს ვყიდულობდი, ვასეირნებდი. ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მისი შვილის გასაკეთებელი იყო. ასეა? აი, მადლიერება. მოკლედ, ჩემი ნებაყოფლობითი დახმარება სათანადოდ არ დაფასდა.

ამ ინციდენტის შემდეგ ამ თემაზე კიდევ რამდენჯერმე ვისაუბრეთ. ბებიის განზრახვაში სრულიად დავრწმუნდი. მისი ვაჟი მისი ვაჟია, როგორი უპასუხისმგებლო და უგუნურიც არც უნდა იყოს. ვანიშნე კიდეც, რომ თავად ხედავთ, ვინ გაწვდით ჭიქა წყალს სიბერეში. მაგრამ არა, რეაქცია არ აქვს. შიგნით რაღაც გამიწყდა. იქნებ, უმადურობა მათი ოჯახის თვისებაა და სხვის სიკეთეს უბრალოდ ვერ ხედავენ. როგორც ჩანს, ასეა.

გადავწყვიტე, ტემპის შენელება. იშვიათად ვსტუმრობდი, ნაკლებს ვეკონტაქტებოდი. რა ურთიერთობა უნდა მქონდეს ქალთან, თუნდაც ასაკოვანთან, რომელიც ვერ ხედავს, რომ მასზე ზრუნვა ჩემი ვალდებულება არაა? მეც მაქვს საქმე, მაგრამ ვპოულობ დროს უცხო ხალხის დასახმარებლად.

გადავწყვიტე დამეთვალა, რა თანხა მიჯდება ქალბატონი ნარგიზისთვის მაღაზიაში ერთხელ პროდუქტების ყიდვა. შავი ხიზილალა არ მიყიდია, ამდენი ჩემთვისაც არ მაქვს. თუმცა თაროზე პროდუქტები უფასოდ არაა. არც საყოფაცხოვრებო ქიმია, რომ ჭურჭელი გარეცხო. რა, ციდან ჩამოვარდა? სხვათა შორის, მთელი წელი ვყიდულობდი. რა მივიღე სანაცვლოდ? არანაირი მადლობა.

სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ როცა მოხუცი ქალის “საქმიან” ვაჟს შევხვდი, ამ ანგარიშის დაფარვა ვთხოვე. დარწმუნებული იყავით, ციფრები მინიმალურად დავამრგვალე. მაინც, დიდი თანხა გამოვიდა. აბა, რას ელოდა? საოცრად უხეში პასუხი მივიღე. მითხრა, რომ არავის წინაშე ვალდებულება არ აქვს, დედამისის გარდა. თავის ვალს ისე გადაუხდის, როგორც სურს. თქვა და გზა გააგრძელა. როგორი თავხედები არიან ადამიანები!

ამ საქმის ასე დატოვებას არ ვაპირებ. ადვოკატს მივმართავ და სარჩელს შევიტან მასზე ან მთელ მის ოჯახზე. ადამიანები, რომლებიც სხვის სიკეთეს და დახმარებას ვერ აფასებენ, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. ასე სამართლიანი იქნება. სამწუხაროდ, სწრაფი საქმე არაა, ნაცნობი სპეციალისტები არ მყავს. ინტერნეტში ასეთი ინფორმაციის მოძიება არ ვიცი. მე ხომ 25 წლის არ ვარ. 56 წლის ასაკში კარგად მესმის, რომ სხვებს ამის გაკეთების უფლება არ უნდა მისცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კისერზე დაგასხდებიან და თავად მოგთხოვენ საჭმელს. დასხდებიან და ფეხებს ჩამოკიდებენ. რა შვილი, რა დედა. არადა ერთხელ უბრალოდ სიკეთის გამოჩენა გადავწყვიტე. მხოლოდ ნებაყოფლობითი დახმარება. ახლა ვიცი, რომ ჩვენს დროში ამის გაკეთება არ შეიძლება.