როგორ გავაკეთოთ შინაურული ყველი მწვანილებით და კვლიავით

567

ჩვენ, ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დილით საკვების მიღება. საუზმე პროდუქტიული მუშაობისთვის ენერგიას და ძალას გვაძლევს, ასევე დილით ჭამა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. თუმცა საჭმლის გაკეთება შესაძლებლობა და სურვილი არ გვაქვს. ზოგჯერ შვრიის ან კვერცხის მოხარშვაც კი გვეზარება.

თუ ზარმაცუნა ხართ ან დილით მომზადებაზე იმდენი დრო გეხარჯებათ, რომ საჭმლის გასაკეთებლად დრო არ გყოფნით, ბუტერბროდი შავი პურით მწვანილებიანი და კვლიავის ყველით იდეალური ვარიანტი იქნება. მათ მომზადებას წამებში შეძლებთ და შეგიძლიათ სამსახურში თან წაიღოთ, თუ სახლში ჭამას ვერ ასწრებთ.

აი, შინაურული ყველის მომზადება რამდენიმე საათს მაინც წაგართმევთ. სწორედ ამიტომ, ყველი წინასწარ მოამზადეთ. თქვენ შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ.

როგორ გავაკეთოთ ყველი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 1 ლ კეფირი
  • 1 ლ რძე
  • 6 კვერცხი
  • 4 ჩ/კ მარილი
  • 1/3 ჩ/კ წითელი ცხარე წიწაკა
  • მწიკვი კვლიავი
  • 1 კბილი ნიორი
  • მცირე კონა სხვადასხვა მწვანილი: კამა, ქინძი, მწვანე ხახვი

მომზადება:

1. პირველ რიგში, რძე და კეფირი ქვაბში ჩაასხით და გაზზე დადგით. რძის ნარევის კარგად გაცხელებას დაელოდეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. სანამ ელოდებით, მარილი და კვერცხი ათქვიფეთ და როცა ნარევი ცხელი იქნება, კვერცხი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე აურიეთ, სანამ შრატი არ გამოიყოფა.

2. ამის შემდეგ გაზიდან გადმოდგით და ზუსტად  2 წუთით გაგრილება აცადეთ.

3. საწური აიღეთ, 2 ფენად გაკეცილი მარლა გადააფარეთ და აქ ყველის მასა ჩაასხით. მწვანილი ნიორთან ერთად დააქუცმაცეთ და ყველის მასას წითელ წიწაკასთან ერთად დაუმატეთ.

4. მასას კოვზით კარგად აურიეთ. მარლა შეკარით და შრატს დაწურვის საშუალება მიეცით.

5. როცა შრატი ბოლომდე დაიწურება, მარლა დაატრიალეთ და ყველი თეფშზე მოათავსეთ. ზემოდან ყველს წყლით სავსე დახურული ქილა დაადეთ: ასე ზედმეტი ტენის მოშორებას შეძლებთ.

ისღა დაგრჩენიათ ყველი მაცივარში შეინახოთ და დილით უკვე გემრიელი წასახემსებელი მიირთვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს