ქორწინების იუბილეს აღნიშვნა გადავწყვიტე. ყველაფერი კარგად იყო, სანამ დედამთილმა საჩუქარი არ მომცა

0
1477

როგორი შეიძლება იყოს მილოცვა ჩითის ქორწილზე? ქორწინება მთელი წელი გაგრძელდა, ამიტომ, ერთი მხრივ, კარგი მიზეზია ახალგაზრდებს მიულოცოთ. მეორე მხრივ, იქნებ, უფრო დიდხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს? და მაინც, თუ ოჯახმა გადაწყვიტა მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა სტუმრებთან ერთად და არა ერთმანეთის კომპანიაში, შესაბამისად უნდა მოიქცეთ. ესტუმროთ საჩუქრით, სწორად შერჩეული სიტყვებით. სხვაგვარად არა.

როგორც ხშირად ხდება, ასაკოვან ხალხს მსგავს დღესასწაულებზე საკუთარი აზრი აქვთ. ხშირად ამას ფარსად თვლიან. მიზეზი, რომ ხმაურიანი წვეულება მოაწყონ. ახალგაზრდები არიან, რა უნდა უთხრა? ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ საყვარელ ბებიას ასეთი “იუბილეს” აღნიშვნაზე რეაქცია არ ექნება. აი, ერთად იცხოვრეთ 5–10 წელი და შევხედოთ, რა გამოვა. დრო ყველაფერზე თავის ადგილზე აყენებს.

ჩითის ქორწილი

ქორწინების შემდეგ მე და ჩემმა ქმარმა მის დედასთან ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ასე მოხდა. ვიფიქრეთ ბინის ქირაობა, მაგრამ ფინანსურად რთული იქნებოდა: ბანკში მოლარედ ვმუშაობ, ლევანი წარმოებაში მუშაობს დაბალ ხელფასზე. და მაინც, ჩვენი ოჯახის შექმნის ღირსეულად აღნიშვნა გადავწყვიტეთ, თუმცა ზედმეტობის გარეშე. იყვნენ სტუმრები, გვქონდა ტორტი, შამპანური. კარგად მოვემზადეთ, ამიტომ უსარგებლო ნივთებზე დაზოგვა მოვახერხეთ. ბიუჯეტურად, გემოვნებით.

დედამთილს ოროთახიანი ბინა აქვს. ადრე ბინაში სამი ოთახი იყო, მაგრამ ერთი კედელი მოაშორეს და საცხოვრებელი სივრცე გააფართოეს. ჩვენ დიდ ოთახში გადავედით, ქალბატონმა ლამარამ მეორე ოთახი დაიკავა. ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა და დღემდე არაა. ბინაში სქელი კედლებია, ამიტომ ერთმანეთის ხმა არ გვესმის და ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. დედამთილი საოცარი ქალია, მაგრამ თავისებურებებით.

მოხუცი არაა, მაგრამ მისი ჩვევები ააშკარავებს, რომ ძველი სკოლის ადამიანია. თუ ვფიქრობდი, რომ ფულის დაზოგვა ვიცოდი, ამ მხრივ დედამთილი პროფესიონალია. ხშირად ვჩხუბობთ კიდეც. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. რვეულში ჩამოწერა მაღაზიები, რომლებიც სხვადასხვა დღეებში საქონელს ფასდაკლებით ყიდიან. რა თქმა უნდა, შენახვის ვადის გამო. ის, რაც მალე უნდა გადააგდონ, პირვანდელ ფასზე ბევრად იაფად იყიდება.

ლამარა ამ “საგანძურს” დიდი სიამოვნებით ყიდულობს. ხაჭო, ბანანი, ცომეული. რაც მთავარია, მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ ხშირად ვაძლევთ ფულს საყიდლებისთვის, მაგრამ მეტ–ნაკლებად რაღაც კონკრეტულს ვითხოვთ. საბოლოოდ გვიწევს ვჭამოთ 2 კგ შავი ბანანი, რომელიც შიგნით ჟელეს ჰგავს, ვიდრე მთელ ხილს. გადაყრა გვიწევს. ამდენ გასტრონომიულ სისულელეს ვერ ვჭამთ.

დედამთილს შენახვის ვადაც არ აჩერებს. “რა მოხდა, თუ 3 დღე გავიდა. ვერავინ შეამჩნევს”. შენახვის ვადა ხომ უმიზეზოდ არ აწერია. რა თქმა უნდა, შეიძლება შეჭამოთ, მაგალითად, ფხვიერი ნამცხვარი და ვერ მიხვდეთ, რომ ვადაგასულია, მაგრამ ორგანიზმი მიხვდება. ასე ნელ–ნელა საკუთარი ფულით საკუთარ ორგანიზმს მოწამლავთ.

და კიდევ. დედამთილს ამ მაღაზიის პარკებით სიარულის ჩვევა აქვს. საყიდლების ჩანთა არ მოსწონს. სხვა საქმეა, ჯიბეში ჩაიტენო ათი დაჭმუჭნული პარკი და მათთან ერთად ნახევარი ქალაქი მოიარო იაფფასიანი პროდუქტების საძიებლად. ტრანსპორტზეც ზოგავს, პენსიონერია. რა საჭიროა ეს პარკები, საიდან მოიტანა, იმ გაგებით, რომ მათ პრინციპულად არ ყიდულობს, ამოცანაა.

სხვა მხრივ, ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გვაქვს. სამუშაო დღის ბოლოს კერძებს ვამზადებ, დედამთილი მეხმარება. ვმონაწილეობ სახლის დალაგებაში, მის ოთახსაც ვალაგებ, როცა საჭიროა. შეიძლება ითქვას, რომ ვმეგობრობთ, როგორც შეიძლება რძალ–დედამთილი მეგობრობდეს. ლევანი ამას ხედავს, ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ აი, მისი სიძუნწე, თუ რა ვუწოდო. ალბათ, ასაკის ბრალია და ზედმეტის დახარჯვა არ სურს. თუმცა, რა მესმის, ასეა?

ასე ერთი წელი გავიდა. მეგონა, 7 თვეში მაინც ლამარას ბინიდან გადავიდოდით, მაგრამ რეალობა, როგორც ყოველთვის, ისეთი არაა, როგორც წარმოგიდგენია. თითქოს, განსაკუთრებულს არაფერს ყიდულობ, ცდილობ დაზოგო და ოჯახის ბიუჯეტი მართო, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს ზოგავ. ცხოვრება კი მიდის. დედამთილი არ გვაგდებს, პირიქით, კმაყოფილია, რომ შვილი გვერდით ჰყავს. ამბობს, ადრე ყველა ასე ცხოვრობდა და არაფერი მომხდარა.

თავად უხერხულად ვარ. ჩემი ბევრი მეგობარი ცალკე ცხოვრობს ნაქირავებ ან საკუთარ ბინაში. მე და ლევანი კი. გადავწყვიტეთ ქორწინების იუბილეს აღნიშვნა ჯერ მეზობლად მდებარე კაფეში, კარგად დაფიქრების შემდეგ სახლში. ჩვენს ოთახში. რა საჭიროა ფულის დახარჯვა, თუ მხოლოდ რამდენიმე სტუმარი მოვა, ერთ წყვილს საერთოდ ბავშვი ჰყავს, ნამდვილად არ იხმაურებენ. ჩითის ქორწილის ერთგვარი შინაურული მილოცვა.

იმ დღეს ლამაზად ჩავიცვით, კარგი სუფრა გავშალეთ. კერძების ნაწილი მე და დედამთილმა მოვამზადეთ, ზოგი შევუკვეთეთ. ეკონომიურად, მაგრამ არა ზედმეტად. მთავარია, შევიკრიბოთ, ვიზეიმოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი წელი ჩვენი პატარა ოჯახისთვის უკეთესი იყოს. სწორად გამიგეთ, დიდი ფინანსები არ გვაქვს, ამიტომ სტუმრებს ვთხოვე, რომ საჩუქრები არ მოეტანათ. გულითადი მოლოცვა და კონვერტი ფულით საკმარისია. დანარჩენს თავად გადავწყვეტთ.

ასეც მოხდა. სტუმრებმა მოგვილოცეს, სასიამოვნო სადღეგრძელოები გვითხრეს და შესაფერისად იქცეოდნენ. როგორ ფიქრობთ, რა გვაჩუქა დედამთილმა? ფული, საოჯახო ნივთი ან არაფერი? არა! გვაჩუქა დიდი მტვრიანი ქოთანი. უზარმაზარი, ძველი “ფულის ხე”. არსი ამაში არაა. მაშინვე მივხვდი, საიდან აიღო. თავისი მეგობრის სახლიდან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ეს ყველაფერი არაა. ადრე ეს ქოთანი მათ სადარბაზოში იდგა. იქ ნამყოფი ვარ, როცა პირველ დღეებში სადარბაზო მერეოდა. ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე ეს “გამორჩეული” მცენარე.

მაგრამ რატომ? კარგი მოლოცვა საკმარისი იქნებოდა. რაში გვჭირდება დიდი, ოდნავ გაბზარული ქოთანი და ეს უზარმაზარი გაუგებრობა? აი, მოლოცვა ჩითის ქორწილზე! კარგია, რომ სასაფლაოს ყვავილები არ მომიტანა. მაშინ გავიღიმე და საჩუქარი მივიღე. ახლა ზედაც ვერ ვუყურებ. ასე კუთხეში, ფარდასთან დევს. როგორც ფიქრობთ, ეს ასაკის გამო მოუვიდა თუ დროა ექიმს ვეწვიოთ? არ ვიცი, რა იქნება მომდევნო ქორწინების იუბილეზე. პარკი პარკებში თუ 1998 წლის ყუთი მაკარონი? როგორც ამბობენ, დაველოდოთ და ვნახოთ.