როგორ მოვამზადოთ სწრაფი წასახემსებელი მათთვის, ვისაც სულ სადღაც ეჩქარება

0
930

რა თქმა უნდა, სწრაფი წახემსების მსურველებისთვის ყველაზე საყვარელი კერძი სოსისია. საეჭვო შემადგენლობის მიუხედავად ხალხი ამ ხორცის ნაწარმს მაღაზიებში მაინც ყიდულობს. დღეს გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი სოსისი სახლის პირობებში. ასეთი სოსისი ბავშვებს აუცილებლად უნდა აჭამოთ.

შინაურული სოსისი

შინაურული სოსისი ქათმის ფილეთი არა მხოლოდ ნაყიდზე სასარგებლო, არამედ ბევრად უფრო იაფია. მასში ხორცი ნამდვილად არის! ეს სოსისი ძალიან წვნიანია და ქონის არ არსებობის მიუხედავად მსუბუქი კრემისებური გემო აქვს.

სოსისმა ფორმა რომ შეინარჩუნოს, ქათმის ფილე სპეციალურ საკვებ (კოლაგენის) გარსში უნდა ჩადოთ. მის შეძენას სუპერმარკეტებში ან ინტერნეტით შეძლებთ. მეთოდი მარტივია – ფარში ჩვეულებრივ საკვებ ცელოფანში გაახვიეთ. ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სტატიის ბოლოს დეტალური ინსტრუქცია ნახეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ქათმის ფილე
  • 2 ს/კ ცხიმიანი ნაღები
  • 1 კვერცხი
  • 1 ს/კ კარაქი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • მწიკვი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ქათმის ფილე ხორცის გასატარებელ მანქანაში ორჯერ გაატარეთ ან ბლენდერით ან სამზარეულოს კომბაინით დააქუცმაცეთ.

2. ფარშს კვერცხი, ნაღები, დარბილებული კარაქი, მარილი და სანელებლები დაუმატეთ.

3. ყველაფერი კარგად აურიეთ და 2-3 წუთით კარგად ჩაზილეთ.

4. მაგიდაზე საკვები ცელოფანი გაშალეთ და საკონდიტრო ტომსიკის დახმარებით ფარშის ნაწილი მასზე მოათავსეთ. ფარში რამდენიმე ფენა ცელოფანში გაახვიეთ და საჭირო ფორმა მიეცით.

5. ბოლოები გაკვანძეთ ან ძაფით შეკარით.

6. მდუღარე წყალში 15 წუთით ხარშეთ. მომზადების შემდეგ საკვები ცელოფანი მოაშორეთ.

7. სოსისი შეგიძლიათ იმწამსვე მიირთვათ ან 1 კვირით გაყინოთ. საჭიროების შემთხვევაში საყინულიდან გამოიღეთ.

საკვებ ცელოფანში სოსისის გახვევის შესახებ დეტალურად ამ ვიდეოში ნახეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი