ერთხელ გადავწყვიტე ფსტას გაზრდა თესლიდან. აი, რა გამომივიდა

171

ფსტა – კაკალი ხასიათით. ძველად ამ მცენარეს სიცოცხლის ხეს უწოდებდნენ და მის ნაყოფს ვალუტის ნაცვლად იყენებდნენ. ბოტანიკური თვალსაზრისით, კაკალი არაა, არამედ კურკა, როგორც ნუში. სად და როგორ იზრდება ფსტა ველურ ბუნებაში? მარადმწვანე კულტურა ეძებეთ თურქეთის, იტალიის, სირიის, ესპანეთის, უზბეკეთის და საბერძნეთის მთებში. შესაძლებელია მისი გაზრდა ჩვენს კლიმატში? დიახ, საკმაოდ მარტივად!

როგორ იზრდება ფსტა?

ფსტას ხე უპრეტენზიოა მოვლაში, ადვილად იტანს გვალვას, მაგრამ ზედმეტი მორწყვა არ უყვარს. მისი ნაყოფი მდიდარია ფოსფორით, სპილენძით, მანგანუმით, კალიუმით და მაგნიუმით. უმი ფსტას რაციონში დამატებით ორგანიზმს დიდ სარგებელს მოუტანთ. მაგალითად, იმუნიტეტს გააძლიერებთ და ორგანიზმს სასუნთქი გზების დაავადებებთან ბრძოლაში დაეხმარებით. ასევე გაააქტიურებთ თვალების, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის და გულის სწორ მუშაობას. ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას ორგანიზმს მხარს დაუჭერთ.

კვებითი სარგებელი “ოქროს” კაკლის ერთადერთი ღირებულება არაა. ფსტა საკმაოდ დახვეწილი ხეა. დიდებული დეკორატიული ხე მწვანე–ბორდოსფერი სქელი ფოთლებით თესლიდან პირდაპირ ფანჯრის რაფაზე შეგიძლიათ გაზარდოთ. ამას სპეციალური ცოდნა არ სჭირდება. მთავარია, სწორად გააღვივოთ და ყლორტებზე იზრუნოთ.

სახლის ფსტა ნაყოფს იშვიათად და ცოტას იძლევა, მაგრამ თავისი დეკორატიული თვისებებით ამას ანაზღაურებს. გიზიარებთ სპეციალისტების რეკომენდაციებს კაკლის ასარჩევად და გასაღივებლად.

როგორ შევარჩიოთ და გავზარდოთ ფსტა?

მაღაზიის დახლებზე მხოლოდ შემწვარი და მარილიანი კაკლის ნახვას მიჩვეული ვართ. ასეთი დასათესად არ გამოგადგებათ, მაგრამ ყველა ახალი კაკალიც არ გაღვივდება. მნიშვნელოვანია იცოდეთ, საიდან მოვიდა. ირანული ან თურქული თესლი არ აიღოთ, ძნელად იზრდება. ყირგიზული, უზბეკური და შუა აზიის ჯიშები კარგად ყვავის. საქმეში წარმატების მისაღწევად, კაკალი მხოლოდ სპეციალიზებულ აგრომარკეტებში შეიძინეთ.

ფსტა რომ გაზარდოთ, ბევრი ტენიანობა და სითბო საჭიროა. სათბურში იზრდება +30°C ტემპერატურაზე. დარწმუნდით, რომ თქვენს სახლში საკმარისი სითბოა. ამ მიზნით სამზარეულო შესაფერისია.

გადადით შემდეგ ნაბიჯებზე:

1. თესლი 1 დღე ჩაალბეთ. უფრო დიდხანს არ გააჩეროთ, რადგან თესლი შეიძლება დალპეს.

2. როცა ფსტა გაიჟღენთება, ნაჭუჭიდან ფრთხილად ამოიღეთ. მინის ქილაში ჩაყარეთ, თავსახური დაახურეთ და 3 დღე სითბოში გააჩერეთ. თესლი ყოველდღე გარეცხეთ.

3. როგორც წესი, 3 დღის შემდეგ თესლს ფესვები ჩნდება. როცა 1 სმ–მდე გაიზრდება, კაკალი თითო–თითო ჩარგეთ 500 მლ მოცულობის მაღალ, გამჭვირვალე ჭურჭელში. ძირში მოათავსეთ დრენაჟი და ქვიშიანი მიწით გაავსეთ.

4. როდესაც ყლორტი 7 სმ–მდე გაიზრდება. მინიმუმ 50 სმ სიმაღლის კონტეინერში გადარგეთ. ფსტას ფესვების სისტემა სწრაფად ვითარდება. ჭურჭელი სქელი პოლიეთილენის პარკისგან თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ნერგი მიწის და ქვიშის ნარევში ფრთხილად გადარგეთ, რომ ფესვი არ დაზიანდეს.

5. 1 თვის შემდეგ ფსტა დიდ ქოთანში შეგიძლიათ გადარგოთ. ჭურჭელი ქვიშის და მინერალური სასუქის ნარევით გაავსეთ, ცენტრში ღრმა ორმო ამოთხარეთ, რომ ფსტა ფესვებიანად მოთავსდეს. ფესვები ფრთხილად გაშალეთ და მიწა მოაყარეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ ნაზი ფესვები არ დაზიანდეს. გადარგვისთანავე მორწყეთ და მულჩი მოაყარეთ. ნერგი ყველაზე თბილ ადგილას დადეთ.

როგორ მოვუაროთ სწორად ფსტას ხეს?

ფსტამ ფესვები რომ გაიდგას და მარადმწვანე გარეგნობით დიდხანს გაგახაროთ, რამდენიმე პირობა გახსოვდეთ. მიწა ზედმეტად არ მორწყათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები დალპება. მიწა დაატენიანეთ, როცა სრულიად გაშრება. ზოგჯერ შხაპი მოუწყვეთ. აი, ფოთლები რეგულარულად უნდა გაწმინდოთ.

პირველ წელს შეგიძლიათ არ გამოკვებოთ. მეორე წლიდან ცოტ–ცოტა სასუქის დამატება დაიწყეთ. ამისთვის გაზაფხულიდან ზაფხულამდე ყოველ 2 კვირაში გამოკვებეთ კალიუმის, აზოტის და ფოსფორის ნარევით. როგორც თხევადი, ასევე მშრალი სასუქები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დეკორატიულმა ფსტამ დიდებული მწვანე გვირგვინით დიდხანს რომ გაგახაროთ, დროდადრო უნდა გადაჭრათ. პირველ რიგში, უშნო დახვეული ყლორტები მოაშორეთ. შემდეგ ის, რომელიც სიღრმეში იზრდება. ღერო საჭირო სიმაღლეზე გადაჭერით. ასე ხე არა მხოლოდ ზემოთ, არამედ სიგანეშიც გაიზრდება.

დაე, ფსტას ხემ თავისი სიმწვანით გაგახაროთ და ცხელ სუბტროპიკებზე თბილი ფიქრები გაგიღვიძოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს