მსახიობი ალისა ფრეინდლიხი 89 წლის გახდა. შვილიშვილმა დაბადების დღე ძალიან ემოციურად მიულოცა

0
285

ცნობილმა მსახიობმა და ყველასთვის საყვარელმა “მიმრამ” 89 წლის იუბილე აღნიშნა. 8 დეკემბერს თეატრისა და კინოს ლეგენდარულმა მსახიობმა მილოცვები მიიღო როგორც კოლეგებისგან, ასევე მაღალი თანამდებობის პირებისგან. პაპარაცი გიამბობთ, რას აკეთებს ახლა ალისა ფრეინდლიხი.

რა თქმა უნდა, ყველაზე ახლობლებმა ცნობილ მსახიობს ყველაზე თბილი და ნაზი სიტყვებით მიულოცეს. შვილიშვილი ანა ტარასოვა თავის ინსტაგრამზე წერს: “ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ხარბად ვითვისებ და ვიმახსოვრებ ყოველ წამს, ყოველ მოძრაობას, სიტყვას, სუნს. 89 წელი! ბე, ჯანმრთელობას გისურვებ! კიდევ რამდენი სიმღერა და სცენარი უნდა ისწავლო შვილთაშვილებთან ერთად!” ამ სინაზით სავსე პოსტს ავსებს ბებია–შვილიშვილის გულისამაჩუყებელი ფოტოები.

ალისა ფრეინდლიხი ახლა

ალისა ფრეინდლიხმა ფილმებში არაერთი როლი ითამაშა. რამდენი იყო სპექტაკლი თეატრში მისი მონაწილეობით? უთვალავი! მსახიობმა ნიჭი მშობლებისგან მიიღო. დედამისი სამოყვარულო სპექტაკლებში მონაწილეობდა და დრამატურგიას სწავლობდა. მამა, წარმოშობით გერმანელი, მსახიობი იყო. როცა 1934 წელს ალისა დაიბადა, დედამ ჩაწერა, როგორც “რუსი”. შემდეგ იყო ომი და ლენინგრადის ბლოკადა, სადაც ალისას ოჯახი ცხოვრობდა.

იმ დროისთვის მშობლები უკვე დაშორებული იყვნენ. მამამ ლენინგრადის დატოვება მოახერხა მანამ, სანამ გერმანელების გამოსახლება დაიწყებოდა. ალისას მამის ძმა და მისი ცოლი დახვრიტეს. ალისას ბავშვობა რთული იყო, უფრო ზუსტად, საერთოდ არ ჰქონდა. მოგვიანებით მსახიობი იხსენებს: “ჩემი ბავშვობის მთავარი შთაბეჭდილება იყო – ომი, ბლოკადა. კარგად მახსოვს, რა დაძაბული ვუყურებდი საათს. როდის მიაღწევს საათი საჭირო დანაყოფს, რომ პურის ციცქნა ნაჭერი შევჭამო. ასეთი მკაცრი რეჟიმი დაგვიწესა ბებიამ და ამიტომ გადავრჩით. დიახ, ალყაში მოქცეულნი საკუთარ თავზე ძალიან კონცენტრირებულნი იყვნენ. შინაგანი მდგომარეობის ამ ჭვრეტამ მოგვცა საშუალება, რომ გადავრჩენილიყავით და ყველაფერი დაგვემახსოვრებინა. იქნებ, ოდესმე დავწერო ამის შესახებ. რთულ და საშიშ ბავშვურ შთაბეჭდილებებთან ერთად დამრჩა ძლიერი განცდა, რომ ჩვენ, გადარჩენილებს ღიმილის განსაკუთრებული მოთხოვნილება გვქონდა. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი ფსიქოთერაპია იყო, რაღაც ფიზიკური დაცვა”.

ბებიის წყალობით ალისამ და დედამ ლენინგრადის ბლოკადაში გადარჩენა შეძლეს. შემდეგ მოვიდა დიდება და წარმატება, ბევრი ღიმილი და ბევრი საკვები. მაგრამ ბავშვობის მოგონებები სამუდამოდ დარჩა ალისა ფრეინდლიხის მოგონებებში. 1953 წელს სკოლა დაასრულა და ლენინგრადის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. უკვე 1955 წელს მიიღო პირველი ეპიზოდური როლი კინოში. ალისა ფრეინდლიხის ანგარიშზე ბევრი გამორჩეული როლია კინოში, თუმცა რეჟისორები როლზე უხალისოდ ამტკიცებდნენ. ალისა გადიოდა ყველა კასტინგს და შერჩევით ტურს, მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ და ბოლო მომენტში შემცვლელს პოულობდნენ. არაფოტოგენურად თვლიდნენ.

რას ნანობს მსახიობი?

სწორედ ამიტომ, ალისა ფრეინდლიხმა თავისი მოწოდება თეატრში იპოვა. ჯერ იყო კომისარჟევსკის თეატრი, შემდეგ ლენსოვეტის თეატრი. შემდეგ იყო ტოვსტონოგოვის დრამატული თეატრი, სადაც დარჩა სათამაშოდ და შემოქმედებისთვის. სხვადასხვა სპექტაკლში მრავალი როლი შეასრულა. არის ერთი, რომელსაც ალისა დღემდე ნანობს. “ჩემი მარადიული დარდი შეუმდგარ როლზე უკავშირდება ბულგაკოვის მარგარიტას. ძველად მისი თამაში არ შეიძლებოდა. ახლა შეიძლება, მაგრამ ასაკის გამო ვეღარ ვითამაშებ. უსასრულოდ შემიძლია ვიკითხო “ოსტატი და მარგარიტა” და არასოდეს მომბეზრდეს. რაღაც მისტიკაა”.

ლეგენდარულ მსახიობს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებთ. როგორც მისმა შვილიშვილმა დაწერა, კიდევ დიდ ხანს რომ ისწავლოს სცენები შვილთაშვილებთან ერთად.