სანამ ახალგაზრდა გოგონები ამა თუ იმ კომპანიას ირჩევენ კარიერისთვის, მოწიფული დიასახლისები ნანობენ, რომ აირჩიეს სახლში, ქმართან და შვილებთან, დარჩენა. ამის მიზეზები აქვთ. ვის სურს დათმოს ამდენი დრო, შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ შემდეგ ნახოს, როგორც ეპყრობა ქმარი, როგორც რაღაც არსებულს? შვილები არ ჩამორჩებიან: დედამ უნდა გამოკვებოს, სკოლაში წაიყვანოს, დაეხმაროს საშინაო დავალებების მომზადებაში. სამართლიანია?
სამყაროში სულ სხვა განწყობა სუფევს. ახლა ქალებს შეუძლიათ იმუშაონ იქ, სადაც სურთ, და ცოდნის შესაბამისი ხელფასი მიიღონ. მამაკაცი დედამიწის ცენტრი აღარ არის. ავტომატიზაციის მოსვლასთან ერთად, ტიპური ქარხნის მუშა აღარ არის მკაცრი მამაკაცი გაცხიმულ კომბინეზონში. ახლა ეს არის სპეციალისტი, რომელსაც მთავარია ჰქონდეს მხრებზე თავი და შესაბამისი ცოდნა. ხოლო ღილაკებზე თითის დაჭერა ბავშვსაც შეუძლია. მთავარია, იცოდეთ, რატომ და როდის. ზოგჯერ წვნიანის მომზადება უფრო რთულია.
მოწიფული დიასახლისები
დაქალმა სასაუბროდ დამპატიჟა. აი, რა მითხრა: თანამედროვე ქალი თავის მამაკაცს ზედმეტად ეყრდნობა. ისიც, თავის მხრივ, ამით სარგებლობს. და არაფერია, რომ მხოლოდ 47 წლისაა. თითქოს, ჯერ მოხუცი არაა. ქმარი უკვე პრეტენზიებს გამოთქვამს, კოლეგების ცოლებს და საერთოდ სხვა ქალებს ადარებს. თურმე ისეთი “უსარგებლოები” არ არიან, როგორც მისი ცოლი, დიასახლისი.
მარის ორი შვილი ჰყავს, უმცროსი ქალიშვილი მესამე კლასში შევიდა. უფროსი ვაჟიც სკოლაში დადის, მაგრამ შვილები მთლიანად მამის მხარეს არიან. მათთვის მამა მარჩენალია. მეგობარი, რომელიც არასოდეს არის ცუდ ხასიათზე, მხოლოდ ზოგჯერ დაღლილია. ამ შემთხვევაშიც უგებენ: არ ჩხუბობს, არ აწუხებს საშინაო დავალების შესრულების მოთხოვნით, არ კითხულობს, რა არის ახალი სკოლაში. მოკლედ, ზედმეტ კითხვებს არ სვამს.
სამაგიეროდ, დასვენების დღეებში მამას მიჰყავს ბავშვები სასეირნოდ, საყიდლებზე. იმის გამო, რომ მამას არც ისე ასაკოვანი თანამშრომლები ჰყავს, ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ ისაუბრონ. კარატეც იცის. როგორც მინიმუმ, თავს კარგად აჩვენებს, რომ იცის. დიახ, ზოგჯერ მას და დედას რაღაც კონფლიქტი აქვთ, მაგრამ ბინაში ყველამ იცის, ვინ იწყებს კამათს. ვინ არის ეს მუდამ უკმაყოფილო ქალი წინსაფარში, რომელსაც კატლეტის სუნი ასდის?
ჩემი მეგობრის თქმით, ყველაფერი ზუსტად ასეა. მისი ქმარი მხოლოდ მუშაობს და ძინავს, სხვა არაფერს აკეთებს. დასვენების დღეებში ბავშვებთან ერთად დროს მხიარულად ატარებს. ალბათ, ეს ნიშნავს, რომ კარგი მამაა. მაგრამ არის კარგი ქმარი ამის შემდეგ?
მარის ქმარი ყოველთვის ხალისიანი განწყობით გამოირჩევა. დიდი ბავშვია. მასთან ცოტა ხნით ყოფნა სასიამოვნოა. მაგრამ, როგორც ნებისმიერი ბავშვი, ზრუნვას მოითხოვს. უფრო სწორად, არ ითხოვს, მაგრამ კომფორტში ცხოვრება უყვარს. რეცხავს თავის გამოყენებულ ჭურჭელს? რა თქმა უნდა, არა. თავისი ნივთების გარეცხვა და დაუთოება? – არა. არადა უკვე ხელმღვანელი პირი გახდა და გარეგნობა მინიმუმია, რაც მისი პროფესიის ადამიანს მოეთხოვება.
კიდევ რა, ოჰ, დიახ. ეს მამაკაცი ნამდვილად ბევრს მუშაობს, როგორც მინიმუმ, ბევრი სამუშაო საათი აქვს. სამსახურიდან დაბრუნებულს შეუძლია მხოლოდ ვახშმობა, ჭურჭლის ნიჟარაში ჩაყრა, ნივთების სკამზე მიყრა და დაძინება. ეს, როგორც ქალი ვიტყვი, ჩვევაა. წარმოდგენა არ მაქვს, თუ შევძლებდი, ქმრისთვის პირობები არ დამეწესა.
ეს ყველაფერი არაა. იმის მიუხედავად, რომ ყველა ერთად მიდის დასასვენებლად და უბრალოდ სამოგზაუროდ, ჩემი დაქალი წუწუნებს, რომ დაიღალა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში “დედობით”. მაგრამ ყველაფრის თვითნებაზე მიშვებას აღზრდა საშუალებას არ აძლევს. ამის გამო საკუთარ თავზე აღარ ზრუნავს. წონაში მოიმატა, კოსმეტოლოგთან გზა დაავიწყდა. საყიდლებზე ერთად აღარ დავდივართ, როგორც ადრე იყო: თვენახევარში ერთხელ, ორ თვეში. შედეგი შესაბამისია. დრო არავის ინდობს.
ახლა ქმარი საყვედურობს, რომ ტიპური, მოსაწყენი დიასახლისია. მაშინ, როცა ბევრმა ქალმა მის ასაკში უკვე რაღაცას მიაღწია, მან მხოლოდ “მტვერსასრუტის და სარეცხი მანქანის” ჩართვა იცის. როგორც ჩანს, მისი ქმარი სხვა დანარჩენზე არ ფიქრობს. საერთოდ, რა საუბარია ცოლთან? ეს კაცებს უწევთ ბავშვის მუცლით ტარება, გაჩენა, დეკრეტის აღება, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არაა? ვინ ათენებს ღამეებს ავადმყოფ ბავშვთან კბილის გამო? იციან რამე კაცებმა ამის შესახებ?
აი, მარი მოწყენილია. ჩვენს შეხვედრაზე წყენისგან კინაღამ ცრემლები წამოუვიდა და მისი დამშვიდებაც მომიწია. ერთი საქმეა, როცა ქმარს სახლში შენზე პრეტენზიები აქვს, მაგრამ როცა ბავშვებიც მის მხარეს არიან? საშინელებაა. როგორ უნდა გადარჩეს მოწიფული დიასახლისი ამ სიტუაციაში?
მეც დიასახლისი ვარ, მაგრამ ჩემს მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. სასაცილოა ის, რომ დიდად არც ვცდილობ. ყოველდღე იატაკს არ ვწმენდ, სხვადასხვა კერძს საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე არ ვამზადებ. წვნიანი მოვამზადე, კეთილი ინებე და ჭამე. დედას კი სტრესი აქვს, დიდ ტელევიზორში რამდენიმე სერიას უნდა უყუროს. ვთვლი, რომ ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ხანდახან უნდა სცადო, რომ ძალიან არ გაზარმაცდე. მაგრამ მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნით შეიძლება ავად გახდეთ.
და იცით, ქმარს ვუყვარვარ. შეთანხმება გვაქვს, რომ გარკვეულ დღეებში მაგიდაზე გარკვეული თანხა დაიდოს. ამისთვის ბარათიც არ გამიხსნია, მეზარება. ქმარს პროტესტი არ აქვს. შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. შვილებიც ოქროები არიან. ვცდილობ, ქმარს არ ვეჩხუბო, მათი თანდასწრებით მაინც. მათ თვალში “დიასახლისი” ხალათში არ ვარ. პატივს მცემენ.
ვფიქრობ, მარის ვურჩიო, გაერთოს და სხვასთან რომანი გააბას. დიახ, ეს “ოცნების ოჯახის” ჩარჩოში არ ჯდება. რა თქმა უნდა, არც ძალიან წესიერია. მაგრამ ოჯახი უკვე დაუპირისპირდა საბრალო ქალს, რომელიც ყველას დახმარებას ცდილობს. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მცირე ცვლილებამ თავდაჯერებულობა შემატოს. არაფერი სერიოზული, მაგრამ ერთი მამაკაცი მყავს მხედველობაში. მარტოხელაა, მომთხოვნი არაა. დარწმუნებული ვარ, არ მიეჯაჭვება გათხოვილ ქალს იმდენად, რომ მის ქმართან ურთიერთობა არკვიოს. მოსახერხებელია.
მაცდური გველი არ მიწოდოთ. უბრალოდ მინდა დავეხმარო ერთ უბედურ ქალს, ჩემს კარგ მეგობარს, რომ რუტინის და სტაგნაციის ჭაობს თავი დააღწიოს. სხვა დანარჩენი თავად გააკეთოს. ვიმედოვნებ, შედეგს გამოიღებს. მოწიფული დიასახლისები ასეთი ქმრების უკან არ უნდა დაჭკნენ. ქმარი მასში დაინახავს იმ ქალურ ენერგიას, რომელსაც სადღაც სიღრმეში მალავდა. გარწმუნებთ, ადრე რაღაც საკითხებში ჩემზე უფრო თავდაჯერებული იყო, მაგრამ ქორწინებას ზოგჯერ ადამიანის გატეხვა შეუძლია. გამოდის, მისგან უნდა დაისვენოთ. ასე ვთქვათ, შესაბამისი ზომები მიიღოთ.