როგორ გამოვიყენოთ კოვზები და ჭიქები სასწორის ნაცვლად

10691

ახალი კერძის მომზადება იმ ინგრედიენტების სიით იწყება, რომელთა რაოდენობაც ზოგ რეცეპტში კოვზებისა და ჭიქების მიხედვითაა მითითებული, სხვებში კი – გრამებსა და მილილიტრებში, რომლებიც რაღაცით უნდა გაზომოთ…

გამოცდილი დიასახლისები შეჩვეულნი არიან თვალზომს. თუმცა, ხანდახან გვინდა ისეთი კერძის მომზადებაც, რომელშიც მნიშვნელოვანია თითოეული გრამი. როგორ გავზომოთ პროდუქტების რაოდენობა სასწორის გარეშე და განვსაზღვროთ მათი მოცულობა სპეციალური საზომის გარეშე?

 

ამ რთული საკითხის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ სხვადასხვა პროდუქტის წონისა და მოცულობის ცხრილი, რომელიც ჩვენმა რედაქციამ თავისი მკითხველებისთვის შექმნა.

პროდუქტების ზომებისა და წონების ცხრილი

საშინაო პირობებში მოცულობის გაზომვისთვის გამოიყენეთ ზოლებიანი ჭიქა. ჩ.კ. და ს.კ. მეტყველებს იმაზე, თუ პროდუქტების რა რაოდენობა ეტევა ამ ჭურჭლებში.

  • 1 ჭიქა – 240 მლ
  • 3/4 ჭიქა – 180 მლ
  • 2/3 ჭიქა – 160 მლ
  • 1/2 ჭია – 120 მლ
  • 1/3 ჭიქა – 80 მლ
  • 1/4 ჭიქა – 60 მლ

სხვათა შორის, 11 სექტემბერს ამ ცნობილ საბჭოთა ჭიქას 76 წელი შეუსრულდა. ეს საბჭოთა ყოფაცხოვრების განუყოფელი ნაწილი პირველად 1943 წელს დამზადდა, რუსეთის უძველეს შუშის ქარხანაში, ქალაქ გუს-ხრუსტალნიში.

საინტერესოა, რომ სხვადასხვა დროს უშვებდნენ 10, 12, 14, 16, 18 და 20-ზოლიან ჭიქებს, თუმცა, ჭიქის ტევადობა უცვლელი რჩებოდა – შუშის სარტყლამდე – 200 მლ, ხოლო კიდეებამდე – 240-250 მლ.

  • 1 ს.კ. – 15 მლ
  • 1 ჩ.კ. – 5 მლ
  • 1 ს.კ. – 3 ჩ.კ.
  • 1 ჭიქა – 16 ს.კ.
  • 1 ლ – 4 ჭიქა და 2 ს.კ.

ფხვიერი პროდუქტი, ერთი და იმავე მოცულობის დროს, სხვადასხვა წონისაა, რაც ართულებს გაზომვის პროცესს. სწორედ ამიტომაა საჭირო პროდუქტების წონის ცხრილი – მასთან ერთად არასდროს შეცდებით და ზუსტად იმდენ შაქარს აიღებთ, რამდენიც გჭირდებათ.

უნდა გახსოვდეთ, რომ ფხვიერი პროდუქტის წონა დამოკიდებულია სიმჭიდროვის ხარისხზეც. მაგალითად, ჩვეულებრივ, 1 ჭიქა ფქვილი 160 გრამამდე იწონის, თუმცა, თუ მას დატკეპნით, მიიღებთ 200-210 გრამს, წინასწარ გაცრილი ფქვილი კი ჭიქაში 120-130 გრამი ეტევა.

წონისა და მოცულობის პროპორცია სხვადასხვა პროდუქტისთვის

1. ფაფები

  • 1 ჭიქა გრძელი ბრინჯი – 200 გ
  • 1 ჭიქა მრგვალი ბრინჯი – 210 გ
  • 1 ჭიქა შვრიის ფანტელები – 100 გ
  • 1 ჭიქა წიწიბურის მარცვლები – 210 გ
  • 1 ჭიქა ფეტვის მარცვლები – 230 გ
  • 1 ჭიქა ხორბლის მარცვლები – 220 გ
  • 1 ჭიქა ქერის მარცვლები – 180 გ
  • 1 ჭიქა სიმინდის მარცვლები – 180 გ
  • 1 ჭიქა მანი ფაფის ფხვნილი – 200 გ

2. მარილი

  • 1 ჭიქა მსხვილი მარილი – 360 გ
  • 1 ჭიქა წვრილი მარილი – 400 გ
  • 1 ს.კ. გაუცრელი მარილი – 30 გ
  • 1 ჩ.კ. გაუცრელი მარილი – 10 გ
  • 1 ჩ.კ. გაცრილი მარილი – 7 გ

3. საკვები სოდა

  • 1 ჭიქა – 200 გ
  • 1 ს.კ. – 25 გ
  • 1 ჩ.კ. ქვიანი სოდა – 12 გ
  • 1 ჩ.კ. უქვო სოდა – 7 გ

4. თეთრი შაქარი

  • 1 ჭიქა – 200 გ
  • 1 ს.კ. ქვიანი შაქარი – 25 გ
  • 1 ჩ.კ. უქვო შაქარი – 7 გ

5. შაქრის პუდრა

  • 1 ჭიქა – 180 გ
  • 1 ს.კ. – 12 გ
  • 1 ჩ.კ. – 4 გ

6. ზეთი/კარაქი

  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი – 200 გ
  • 1 ჭიქა კარაქი – 240 გ
  • 1 ს.კ. კარაქი – 15 გ

7. ნამცეცები

  • 1 ჭიქა ბისკვიტის ნამცეცები – 110 გ
  • 1 ჭიქა გამხმარი პურის ნამცეცები – 125 გ

8. ჩირი

  • 1 ჭიქა დაქუცმაცებული ჩირი – 150 გ

9. ფქვილი, კაკაო, სახამებელი

არ ამოიღოთ ფქვილი ან სახამებელი ჭიქით პირდაპირ პაკეტიდან, რამდენადაც ჭიქაში შეიძლება ცარიელი ადგილები დარჩეს. უმჯობესია, ისინი ჭიქაში კოვზით ჩაყაროთ.

  • 1 ჭიქა ფქვილი – 160 გ
  • 1 ს.კ. ფქვილი – 10 გ
  • 1 ჩ.კ. ფქვილი – 3 გ

10. თაფლი, სიმინდის სიროფი

თუ არაჟნის, თაფლის ან სხვა მჭიდრო და წელვადი მასის გაზომვა გჭირდებათ, მოათავსეთ იგი ჭიქაში კოვზით.

  • 1 ჭიქა – 320 გ
  • 1 ს.კ. – 35 გ
  • 1 ჩ.კ. – 12 გ

11. მურაბა

  • 1 ჭიქა – 330 გ

12. მშრალი საფუარი

  • 1 ს.კ. საფუარი – 10 გ

13. ჟელატინი

  • 1 შეკვრა – 14 გ
  • 1 ს.კ. – 10 გ
  • 1 ფირფიტა ჟელატინი – 4 გ

14. თხილი და კენკრა

თხილის გაზომვისას გახსოვდეთ, რომ დაქუცმაცებული(არა დანაყული) გულები უფრო მჭიდროდ ნაწილდება, ამიტომ მათი წონაც მეტია. თუ რეცეპტის მიხედვით საჭიროა დაქუცმაცებული მიწისთხილები, გაზომეთ ჯერ მთელი თხილები და მხოლოდ ამის შემდეგ დააქუცმაცეთ ისინი.

  • 1 ჭიქა მიწისთხილი – 175 გ
  • 1 ჭიქა ნუში – 160 გ
  • 1 ჭიქა ქიშმიში – 190 გ
  • 1 ჭიქა ბერძნული კაკალი – 165 გ
  • 1 ჭიქა კედრის თხილი – 140 გ
  • 1 ჭიქა მზესუმზირის მარცვლები – 170 გ
  • 1 ჭიქა ჟოლო – 180 გ
  • 1 ჭიქა შავი მოცხარი – 155 გ
  • 1 ჭიქა შტოში – 145 გ
  • 1 ჭიქა მოცვი – 200 გ

ქათმის კვერცხს, კატეგორიების მიხედვით, შემდეგი წონა აქვს:

  • I – 55- 64 გ
  • II – 45-54 გ
  • III 35-44 გ

საშუალო წონის 40-65 გ 10 კვერცხის წონა 400-650 გრამამდე მერყეობს, ხოლო 1 კგ, საშუალოდ, 15-25 კვერცხს შეიცავს.

ხილისა და ბოსტნეულის საშუალო წონა

  • კარტოფილი – 100 გ
  • ხახვი – 75 გ
  • სტაფილო – 75 გ
  • კიტრი – 100 გ
  • ბოლოკი – 20 გ
  • ბადრიჯანი – 200 გ
  • კვერცხის ცილა – 30 გ
  • კვერცხის გული – 20 გ

  • მსხალი – 130-160 გ
  • გარგარი – 40 გ
  • ფორთოხალი – 140 გ
  • მარწყვი – 8 გ
  • ლიმონი – 50-70 გ
  • ატამი – 85 გ
  • ქლიავი – 30 გ
  • ვაშლი – 90 გ

პროდუქტის საჭირო წონის განსაზღვრის ცოდნა, ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნებისმიერი მზარეულის ყოველდღიურობას. კარგი დიასახლისები ხომ ასეთ ხრიკებსა და რჩევებს წლების განმავლობაში აგროვებენ და ინახავენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს