ყველა ქვეყანას საკუთარი საახალწლო და საშობაო ტრადიციები აქვს. დღეს ერთი უკრაინელი მომხმარებლის მაგალითზე გიამბობთ, როგორ ხვდებიან შობას უკრაინაში და რატომ ამზადებენ აუცილებლად 12 კერძს.
ბევრ უკრაინულ ოჯახში ასე არაა, მაგრამ ჩემს ოჯახში ახალ წელზე უფრო შობას ზეიმობენ. ალბათ, მორწმუნე ბებიის გამო, რომელიც ძველ ტრადიციებს პატივს სცემდა. ისინი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ჯერ დედამ გადაიღო, შემდეგ მე და ჩემმა დამ. საშობაო ტრადიცია ჩვენი ოჯახისთვის წმინდა იყო და დღესასწაულისთვის დიდი ხნით ადრე ვემზადებოდით. წელს კი დედა დარდობს: ჩემმა უმცროსმა დამ შობის ერთად აღნიშვნაზე უარი თქვა. მეგობრებთან ერთად აღნიშვნას აპირებს.
ალბათ, ზოგიერთისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს – ტრადიცია და ცრურწმენები. მაგრამ ნებისმიერ ძველ ჩვეულებაში წმინდა მნიშვნელობა იმალება. ეს არ არის მხოლოდ სახლის მორთვა და მომზადება. ესაა ოჯახური ღირებულებების გაძლიერება, სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა და წინაპრების პატივისცემა. როცა ბებია გვიყვებოდა, რას ნიშნავდა თითოეული საშობაო ტრადიცია, ეს ნამდვილი საიდუმლო იყო. იცით, რატომ არის სახლში ეს 12 კერძი და თივის ძნა?
რას მალავს საშობაო ხის ტრადიცია?
გულწრფელად, ნაძვის ხეს წმინდა ნომინალურად ვდებთ, რადგან ეს არის ახალი წლის სიმბოლო არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. კერძების შერჩევას უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვუდგებით, რადგან მთელი საშობაო ჯადოქრობის 50%–ს შეადგენს. თითოეულ კერძს სუფრაზე გამოჩენის თავისი ისტორია აქვს.
რომელი 12 სამარხვო კერძი უნდა მომზადდეს შობის წინადღეს?
ეს ყველაზე ცნობილი ტრადიციაა. შობის წინადღეს გაძღომამდე ჭამა მიღებული არაა! ეს დღე თავმდაბლობაში, ლოცვაში და მადლიერებაში უნდა გაატაროთ. ხორცი, კვერცხი, ყველი და რძე აკრძალულია, ამიტომ სუფრა სამარხვო უნდა იყოს. სუფრაზე 12 კერძი 12 თვის და 12 მოციქულის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ სოუსი და სასმელიც კერძად ითვლება. შობაზე ჩვენი სტანდარტული ნაკრები მოკრძალებულია. ზოგჯერ ვცვლით კერძს, შიგთავსით ექსპერიმენტებს ვატარებთ, მაგრამ მენიუს საფუძველი ყოველთვის იგივე რჩება.
1. კუტია – ტკბილი ხორბლის ფაფა, რომელსაც უხსოვარი დროიდან დღესასწაულებზე ამზადებდნენ. შობის წინადღეს პირველი კუტიას საღამოს უწოდებენ და ამ კერძსაც პირველი მიირთმევენ, შემდეგ სხვა დანარჩენს. კუტია სიუხვის სიმბოლოა, ხოლო თაფლი მასში – ღვთის სიტყვის.
2. სამარხვო წვნიანი აუცილებელია. ჩვეულებრივ, მწვანე ბორშს კვერცხის გარეშე ვაკეთებთ, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს სოკოს წვნიანი მარცვლეულით.
3. გირცები კარტოფილით, სოკოთი, კომბოსტოთი და ბარდით. უკრაინული ტრადიციები საკმაოდ იუმორისტულია, ამიტომ მოხუცები ამბობენ: ეს იმიტომ, რომ გირცებივით კარაქში იცურავო.
4. თევზი! ამ მარხვის დღეს მის გარეშე არ გამოვა, თევზი მორწმუნეების და თავად იესო ქრისტეს სიმბოლოა. დედა ყოველთვის აცხობს საშუალო ზომის კალმახს ლიმონით, რომ ყველას თითო ნაჭერი შეხვდეს. ზოგჯერ, თუ მთლიანს ვერ პოულობს, თევზის წვნიანს ამზადებს.
5. ტკბილი და უშაქრო ფუნჩულები. ის სიმბოლოა ზეცაში მყოფი წმინდანების, რომლებმაც იესო ქრისტეს რწმენისთვის სამოთხე იპოვეს.
6. სამარხვო კომბოსტოს ტოლმა ბრინჯით და სოკოთი.
7. პური – მთელი თავი! მის გარეშე სუფრა სადღესასწაულო არაა. რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ პური სახლის, ახალგამომცხვარი იყოს.
8. უზვარი ან კისელი. ბავშვობაში არც ერთი სასმელი მომწონდა, მაგრამ ახლა ვერ მომაშორებთ.
9. მწნილი სლავური ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. მწნილი კიტრი და პომიდორი სუფრიდან პირველი ქრება.
10. სამარხვო სალათები: ჭარხლის, კარტოფილის ან უბრალოდ ახალი ბოსტნეულის სალათი. თუმცა ეს მთლად სწორი არაა, ძველად ზამთარში მხოლოდ ძირნაყოფი ინახებოდა. ვფიქრობ, ბებია ასეთ კომპრომისზე დაითანხმა დედამ, რომელიც ჭარხალს ვერ იტანს.
11. ჩაშუშული მჟავე კომბოსტო გარნირად.
12. მოხარშული კარტოფილი ან ჩაშუშული კარტოფილი შემწვარ ბოსტნეულთან ერთად. გამომცხვარ თევზს იდეალურად უხდება.
ნაძვის ხის ტრადიცია
მთელი ოჯახი სუფრას უსხდება, როცა ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ქალაქში ვარსკვლავები ასე აშკარად არ ჩანს, მაგრამ დღესასწაული არაუგვიანეს საღამოს 4–5 საათზე იწყება. რაც მთავარია, ამ დღეს არ ვსაუზმობთ და არ ვსადილობთ. ტრაპეზის დაწყებამდე დიდ ცვილის სანთელს აუცილებლად ვანთებთ. დილამდე შეგიძლიათ ჩაწვათ. მისი ჩაქრობა არ შეიძლება, რადგან ასე შეიძლება შეაშინოთ ყველა სიკეთე, რომელსაც სახლში იზიდავს.
ბავშვების საყვარელი ტრადიცია – დიდუხი. ადრე მე და მამა, როცა ჩემი და ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, დეიდასთან მივდიოდით სოფელში თივისთვის. შემდეგ, დროთა განმავლობაში ვიპოვეთ ხორბლის იდეალური ძნა და ყოველწლიურად ნაძვის ხესავით ვდგამთ. ეს აუცილებელია სახლში კეთილი სულის, ასევე სიუხის და ჯანმრთელობის მოსაზიდად. ადრე ეს ყველაფერი მჭიდროდ იყო დაკავშირებული იმასთან, თუ როგორი იქნებოდა მოსავალი მომავალ წელს. ასე მწიფე ხორბლის ძნა კეთილდღეობის სიმბოლო გახდა.
ჩვენ აქ ვჩერდებით, თუმცა ვიცი, რომ ბებია ყველა ტრადიციის შესრულების წინააღმდეგი არ იქნებოდა. ერთხელ დედამ მიამბო, როცა პატარა იყო, ასეც ხდებოდა.
მაგალითად, ბებია სუფრას ყოველთვის აფარებდა თივამოყრილ მაგიდაზე. შემდეგ მაგიდის კუთხეებში, პირდაპირ სუფრის ქვეშ, გასუფთავებულ ნივრის კბილებს აწყობდა, რომ უწმინდური დაეფრთხო. ასევე ტრადიცია ჰქონდათ ცარიელი თეფშის, ჭიქის და დანა–ჩანგლის დადება. ასე პატივს მიაგებდნენ ბაბუას, მაგრამ მე და ჩემს დას ბაბუა არ გვახსოვს, ამიტომ ეს ტრადიცია დავიწყებას მიეცა.
საშობაო სამზადისი ყოველთვის მომწონდა: დიდუხის ღვთაებრივ ფორმაში მოყვანა, სამზარეულოში მოვალეობების განაწილება და საჩუქრების მომზადება. ამ დღეს მთელი ოჯახი დიდ მაგიდასთან ვიკრიბებით და გვიან ღამემდე ვსაუბრობთ. იცით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლობლებისთვის ინფორმაციის გაზიარებას ვერ ვასწრებთ, ასე რომ დაგროვდა. მხოლოდ ტელეფონის საუბრებით ვერ დაკმაყოფილდები.
მგონი წელს ყველაფერი ცოტა სხვაგვარად იქნება. მაშა არ მოვა. უკვე გაიზარდა, მალე 20 წლის გახდება. მისთვის საშობაო ტრადიცია ისეთი საინტერესო არაა, როგორც სტუდენტური ცხოვრება და ახალი ნაცნობები. ამ დღეს უნივერსიტეტში წვეულება აქვთ, თუმცა არ მესმის: არცერთ მათგანს არ სურს ოჯახთან ერთად დროის გატარება?