ალბათ, ყველა მამაკაცის მთავარი ვალდებულებაა ოჯახი ფინანსურად უზრუნველყოს. ოჯახის უფროსი, მარჩენალი. რა თქმა უნდა, მეუღლის დახმარება და ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ქორწინებაში ორივე მეუღლე თავიანთ ფუნქციებს მკაფიოდ უნდა აცნობიერებდეს ისე, რომ უფლებებიც არ დაავიწყდეთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი მეუღლე ორივეს როლს ირგებს. ამის გამო ურთიერთობაში განხეთქილება ჩნდება. სწორედ ამიტომ, ოჯახის ფსიქოლოგები თვლიან, რომ ერთ–ერთ მხარის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი, ხშირად განქორწინება სკანდალით.
ამით პირველ რიგში, ბავშვები იტანჯებიან. მშობლებთან ურთიერთობა უარესდება, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება იცვლება. ქცევაც უარესდება. სწორედ ამიტომ, მოსიყვარულე და პასუხისმგებლიანი მშობლებისთვის ოჯახში როლების საკითხი ყოველთვის ნათელი უნდა იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, არანაირი „ცალმხრივი თამაში“.
ფინანსური დახმარების გაწევა
ახალგაზრდა კაცისთვის, როგორიც დაქორწინებამდე ვიყავი, მომავალი ცოლის არჩევანის სწორად შეფასება რთულია. ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა ადგილით აქტიურად ვხელმძღვანელობთ. დედა ახალგაზრდობაში მეუბნებოდა, რომ ქალის სილამაზეს არ შეხედო, ეს ცვალებადია. ყურადღება მიაქციე მის ხასიათს და სხვა რამეს. როგორიცაა მოქნილობა, შრომისმოყვარეობა, საიმედოობა. თუმცა მე, მშიერ ბიჭს, რომელიც ახლახანს 27 წლის გახდა, მისი სიტყვები ჭკუის დარიგებად მეჩვენებოდა.
ახლა მესმის, რას გულისხმობდა, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. შვილები გვყავს, ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები გვაქვს. მარი ულამაზესი გოგო იყო ჩვენს კომპანიაში. ქარიზმა, მზერა, ხმაც, მასში ყველაფერი მიზიდავდა. ვინ ვიქნებოდი, მისი გულის მოგება რომ არ მეცადა? მეორე მხრივ, როგორ წარმოგიდგენიათ, ყველაფრის მიტოვება და მორჩილი ქალის მოძებნა, რომლისკენ გული საერთოდ არ გაგიწევს? შესაძლებელია გრძნობების გარეშე ნორმალური ოჯახის შექმნა?
მე და მარიმ ვიქორწინეთ და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. საკმარისი გამბედაობა და ძალა გამოვიჩინე, რომ ჩვენი წყვილი ძველ კომპანიას ჩამოშორებოდა და გონს სწრაფად მოვსულიყავი. სანამ ყოფილი მეგობრები და ნაცნობები ბავშვებივით იქცეოდნენ, ნორმალური განათლება არ ჰქონდათ, ნახევარ განაკვეთზე მუშაობდნენ, გადავწყვიტე იდეალური ქმარი გავმხდარიყავი. უბრალო ხალხი ვართ, უნივერსიტეტი არ დაგვიმთავრებია. სწრაფად მივხვდი, რომ ჩემი გზა ქარხნისკენ მიდიოდა. ვისწავლო და კარგი ოსტატი გავხდე. ნორმალური და არა არყით ჯიბეში და კვამლისგან აყროლებული ულვაშებით.
ამას მივხედე. სამწუხაროდ, მარტივი მხოლოდ ზღაპარშია ცხოვრება და ეს მეორე ნახევარმა კარგად დამანახა. დიასახლისობა არ აწყობდა. ყოველ მეორე დღეს მეგობრების ნახვა, გართობა, დასვენება უნდოდა. ეს ყველაფერი აღარ იყო. საჭირო იყო დალაგება, დაუთოება, მომზადება. მონური საქმე, სანამ მე სამსახურში ვარ. ვაკრიტიკებ? არა. ვიცოდი, ვის ვირჩევდი. ყველაფრით მის დახმარებას ვცდილობდი. როცა პირმშო გაგვიჩნდა, საფენებზე, ბავშვის საკვებზე და სხვა ყველაფერზე მასზე მეტი ვიცოდი. სერიოზულად.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ქალები არ უნდა გადაიტვირთონ. ასე ძალას კარგავენ და კაცებისთვის ტვინის ბურღვას იწყებენ. ასე არიან მოწყობილნი. მეორე მხრივ, ამ დროში კარგი პროფესია შევისწავლე და სახლში მეტი ფული შემომქონდა, პირმშოს გაჩენის მიუხედავად. მეუღლემ ვერ დააფასა. მისთვის რთული იყო, ფიზიკურად და მორალურად. არ ვკამათობდით, მაგრამ ამ მდგომარეობაში მისი დანახვა მიჭირდა. მომავლის შემეშინდა, როცა გავიგე, რომ მეორე ბავშვზე ორსულად იყო. მარის თვალები ყველაფერს ამბობდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ერთად ყველაფერს დავძლევდით.
როცა მეორე შვილი 4 წლის გახდა, გადავწყვიტე, რომ ჩემს სამსახურში ვარსკვლავებს ვერ მოვწყვეტდი. რაღაც უნდა შემეცვალა. ცოლმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, ყველა გაგებით. ბავშვებიც უდარდელად გაიზარდონ. ქალაქში ჩემი ხელფასი საშუალოზე მაღალი იყო, მაგრამ მეტი მინდოდა. ფინანსური დახმარების მიღებაზე ფიქრი დავიწყე. გერმანიაში რამდენიმე წლით წასვლა ცუდი ვარიანტი არ იყო. იქ ხელფასი მეტია, სამუშაო პირობები განსხვავებული. სხვა საქმეა, რას იტყვის მეუღლე.
ხანგრძლივი საუბრების, ცრემლების და ჩახუტების შემდეგ აღიარა, რომ მართალი ვიყავი. მეტიც, მის საუკეთესო დაქალთან შევთანხმდი, რომ ზოგჯერ ჩვენთან მოსულიყო მარის და ბავშვების დასახმარებლად. ბუნებრივია, გასამრჯელოს სანაცვლოდ. ასე, სუფთა სინდისით და მცირე ტვირთით გამარჯვებული დემოკრატიის ქვეყანაში წავედი.
გერმანიაში მაშინვე მომცეს საცხოვრებელი, მომაწოდეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო, სავარჯიშო დარბაზის ვაუჩერიც. როგორც ჩანს, ასე ებრძვიან გერმანელები მოწყენილობას, რომ ცუდისკენ ხელი არ წაუცდეთ. მავნე ჩვევები არ მაქვს, მაგრამ სასიამოვნო ბონუსზე უარი არ მითქვამს. საქმეს მივხედე, ფულს საყვარელ ცოლს და შვილებს რეგულარულად ვუგზავნიდი. ხშირად ვეხმიანებოდი, ვსაუბრობდით, შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. 1 წლის შემდეგ ასეთი ცხოვრება მომბეზრდა.
იცით, რა არის კარგი მარტოხელა კაცისთვის სხვა ქვეყანაში? არავინ ეკითხება სამშობლოში ცხოვრების შესახებ. ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს, მომენტით. მათ შორის სხვა ქალებიც. მათთან ურთიერთობა დავიწყე. გრძნობების და ზედმეტი საუბრების გარეშე. უბრალოდ წამიერი კავშირი, არანაირი დაპირება. ზოგჯერ ეს იყო ადგილობრივი ქალბატონი, ზოგჯერ ჩემი თანამემამულე. მათი არსებობა მეორე დილით მავიწყდებოდა, მაგრამ სულში კატები მაინც არ კნაოდნენ.
ამავდროულად, მარჩენალის როლს გამართულად ვასრულებდი. მარიმ მანქანა იყიდა, ბინა გაარემონტა. ისე არა, როცა ერთად, თავზე გაზეთებით შპალერს აკრავთ. ხელოსნების გამოძახებით, ნაგვის გატანით, როგორც განვითარებულ ქვეყნებში აკეთებენ. ამ მხრივ ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. შვილებიც კარგ დაწესებულებაში სასწავლებლად წავიდნენ. ღარიბების ბედი გადავლახეთ. ღალატი ერთადერი იყო, რაზეც საყვედური შეგეძლო გეთქვა. ამაზე ვფიქრობდი სახლში დაბრუნების დროსაც. უბრალოდ ფიქრები თავად გამიჩნდა და შიგნიდან მირტყამდა. რას ვიზამთ, ეს ზრდასრული ცხოვრებაა.
პრობლემა გახდა წერილი სოციალურ ქსელში. ყოფილი საყვარლისგან. ისიც დაბრუნდა და გადაწყვიტა, კარგი იქნებოდა ერთმანეთი გვენახა. ადრე ხომ კარგი იყო. შეტყობინება მარიმ ნახა. ვიჩხუბეთ, ურთიერთობას დიდხანს ვარკვევდით. ყველაფერზე დავეთანხმე, რაც მითხრა, ნამდვილად შევცდი. კარგია, რომ განქორწინებაზე მაინც არ იყო ლაპარაკი. ახლა მთელი ჩემი საქმე, მთელი ჩემი მიღწევები თითქმის განულებულია.
შვილებს ისედაც დედა ჩემზე მეტად უყვართ. ისევ ძველ ხელფასს ვიღებ, რაც წასვლამდე მქონდა. ფინანსური დახმარება არ არის. რა თქმა უნდა, რაღაც ფული დამრჩა, მაგრამ ეს სხვა საქმეა. ვცხოვრობთ ისე, თითქოს რაღაც უნდა მოხდეს, მაგრამ არ ვიცი რა. ეს ძალიან მთრგუნავს. ცოლი ისევ წუწუნებს, რომ დაიღალა, დასვენება უნდა, რაღაცას ვეჭვობ. ნუთუ ეს სამართლიანია? ნუთუ არ ვუზრუნველყოფდი ჩემს ოჯახს მთელი ეს დრო? ნუთუ ჩემი ძალისხმევით არ გვაქვს ეს ყველაფერი? არ ვიცი, როგორ გავაგრძელო? თავს მიტოვებულ ქმრად და მამად ვგრძნობ. თავიდანვე ყველაფერზე უნდა მიმეფურთხებინა და ჭრიჭინასავით მეცხოვრა? იქნებ, ეს უნდა ხალხს ჩენგან? რა საჭიროა ზედმეტი დატვირთვა?