რთული და ზოგჯერ საშიში 90–იანი წლები. როგორ ვცხოვრობდით და რატომ იხსენებს ზოგი ნოსტალგიით

0
186

90–იან წლებში რომ დავბრუნდე, სასწრაფოდ ვიყიდი კასეტას ჯგუფის „კომბინაცია“ სიმღერებით. ზოგი იტყვის: „შედი იუთუბზე და სიმღერებს მოუსმინე“. არა, ჩემო ძვირფასებო, ეს იგივე არ იქნება. კასეტის მაგნიტოფონზე ჯგუფის „კომბინაცია“ სიმღერებით იმსჭვალებოდა ჰაერი, რომელშიც ცვლილებების და თავისუფლების სული ტრიალებდა. „ავბედითი 90–იანები“: ზოგი კანკალით იხსენებს, ზოგი მსუბუქი ნოსტალგიით. სწორედ ამ პერიოდში ყოფილმა საბჭოთა ხალხმა თითქოს ძილს თავი დააღწია. როცა სსრკ დაიშალა, უფროსი თაობის ხალხისთვის მძიმე დრო დადგა. ახალგაზრდობა ცვლილებებს სწრაფად შეეგუა.

სწორედ სსრკ–ს დაშლის შემდეგ ცენზურა გაუქმდა. ტელეეკრანებზე გამოჩნდა ბრაზილიური სერიალები, ამერიკული რეკლამა და ახალი შემსრულებლები. ჯგუფი „კომბინაცია“ 1991 წელს პოპულარული გახდა. ჯგუფის რეპერტუარში შესანიშნავად იყო გადმოცემული ყველაფერი, რაც ხალხში ხდებოდა. „რკინის ფარდის“ დაცემამ ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს საშუალება მისცა თავისუფლად ემოგზაურათ ევროპასა და ამერიკაში. ახალგაზრდა ბიჭები და გოგონები მშობლიურ ქალაქს ტოვებდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად. ეგონათ, რომ იქ ზღაპრული ცხოვრება ელოდათ. „American boy, შენთან ერთად წამოვალ“ – ეს სიტყვები ყველა გოგომ იცოდა და თავის ამერიკელ თეთრკბილიან პრინცს ელოდა.

ჯგუფის „კომბინაცია“ სიმღერები

ამ პრინცის მოლოდინში კითხულობდნენ რომანებს პიკანტური სცენებით და უყურებდნენ ამერიკულ ფილმებს სილვესტერ სტალონეს, ვან დამის და არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით. ასევე საჭირო იყო ბრბოდან გამორჩევა, რომ იმ პრინცს შეემჩნია. საქმეში ერთვებოდა ყველაფერი, რაც იყო კაშკაშა და უჩვეულო. გახსოვთ, როგორ იზომებდნენ ნანატრ ჯინსებს? ფერადი ლასინები და სპორტული ქურთუკი? ასეთი ჩაცმულობით დადიოდნენ საცეკვაოდ, სასეირნოდ და სტუმრად ნათესავებთან. მაკიაჟი აუცილებლად მკვეთრი უნდა ყოფილიყო. აჩეჩილ თმას, „პრელესტის“ ლაქით დაფიქსირებულს, ნებისმიერი ქარიშხლისთვის უნდა გაეძლო.

90–იან წლებში ბევრი ქარხანა და ფაბრიკა დაიხურა. გაყიდვების და მოხმარების ბაზრების გადანაწილება მიდიოდა. ცოტას თუ წარმოედგინა, როგორ გააგრძელებდნენ ცხოვრებას ოდესღაც ერთ სახელმწიფოში გაერთიანებული ქვეყნები. მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა. ზოგმა უბრალოდ ხელი ჩაიქნია, უფრო სწრაფებმა კოოპერატივები და კერძო საწარმოები გახსნა. გამოჩნდნენ პირველი ბიზნესმენები ან, როგორც მაშინ ეძახდნენ, „ჟოლოს ქურთუკები“. გზაზე გამოჩნდა ბევრი მანქანა. ახლა შეგეძლო მარტივად გეყიდა, რიგში დგომის გარეშე. „ალუბლის „ცხრიანი““ – ჯგუფის „კომბინაცია“ კიდევ ერთი ჰიტია. ბიზნესმენებს ამ ფერის ავტომობილი განსაკუთრებით უყვარდათ.

„ორი ნაჭერი ძეხვი“

ასევე ბევრს დაამახსოვრდა გარდაქმნის პერიოდი თაღლითების სიმრავლით. ყველა გადარჩენას ცდილობდა, როგორც შეეძლო, ამიტომ ყველა ქალაქში გამოჩნდნენ ჯადოქრები, ნათელმხილველები და ფინანსური პირამიდები. სსრკ–ს საყვარელი მსახიობებიც რთულ პერიოდს გადიოდნენ, ამიტომ ასეთი პირამიდების რეკლამებში გამოჩენას სიამოვნებით დათანხმდნენ. ყოფილი სსრკ–ს მიამიტმა ხალხმა, რომელიც ყველაფრის ნდობას მიჩვეული იყო, სხვადასხვა ორგანიზაციებში ფულის შეტანა დაიწყო. ისინი, თავის მხრივ, საპნის ბუშტებივით სკდებოდნენ. ყველას ფსიქიკამ ვერ გაუძლო გამდიდრების წარუმატებელ მცდელობას.

წლები გავიდა, ხალხი ახალ ქვეყნებში ახლებურად ცხოვრებას მიეჩვია. ახალი ნივთები ჩვეული და ნაცნობი გახდა. ასე ჯგუფმა „კომბინაცია“ პოპულარობა დაკარგა. ახალ ფორმატზე გადასვლა ვერ შეძლო. 30 წელზე მეტი გავიდა, უკვე გაიზარდა ახალი თაობა, რომელმაც სსრკ–ს შესახებ მხოლოდ ოჯახების ისტორიებიდან იცის. ჩვენ კი ვრთავთ საყვარელ სიმღერებს 90–იანი წლებიდან და ვიხსენებთ, როგორ მოხდა ახალი სამყაროს ფორმირება ჩვენს თვალწინ.