მამინაცვალთან ჩხუბის შემდეგ დედა ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა, რომ დროა სახლიდან წავიდე

0
8127

მინდა ანონიმურად დავრჩე, რადგან ამ სიტუაციის მოყოლა ჩემთვის უსიამოვნოა. მეგობრებისთვის მოყოლა მრცხვენია, სკანდალში მთელი ოჯახი ჩართულია. ალბათ, ეს არ მოხდებოდა, დედას და მამინაცვალს ჩემთვის სახლიდან გადასვლა რომ არ მოეთხოვათ. დედამ პირდაპირ მითხრა: „შვილო, უკვე ზრდასრული ხარ. დროა პატივი იცოდე. არ გინდა ბებიასთან იცხოვრო?“ ძალიან მეწყინა. გამოდის, ჩემს სახლში ჩემთვის ადგილი არაა, ხოლო ნახევარ დას, მამინაცვლის ქალიშვილს, თავისი სიამოვნებისთვის შეუძლია იცხოვროს, თუმცა უკვე სრულწლოვანია?

მამინაცვალზე გაბრაზებულმა და განაწყენებულმა დავურეკე ბებიას, ვისთანაც ცხოვრებას დედა მთავაზობდა. ყველაფერი მოვუყევი: როგორ ვერ მიტანს მამინაცვალი, რომ დედა მის მხარესაა და რომ სახლიდან მაგდებენ. რომ მცოდნოდა, როგორ შემოტრიალდებოდა ჩემი ჩივილი, ალბათ, 10–ჯერ დავფიქრდებოდი, სანამ რამეს ვიტყოდი.

რა უნდა გავაკეთო, თუ დედა და მამინაცვალი სახლიდან წასვლას მთხოვენ

უკვე 20 წელი შემისრულდა, უნივერსიტეტში მე–2 კურსს ვამთავრებ. ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ამ ასაკში უკვე შეიძლება ცალკე ცხოვრება, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. სამედიცინოზე ვსწავლობ, მუშაობის დრო არ მაქვს. დრო არაფერზე მყოფნის. ბინას ვერ ვიქირავებ, 2–3 კაცზე ოთახის პოვნაც ძნელია. არავინ მყავს, ვისთან ერთადაც ვიცხოვრებდი, უცხოების მეშინია.

უნივერსიტეტს საერთო საცხოვრებელი აქვს, მაგრამ საშინელ მდგომარეობაშია. იქ ცხოვრობენ მხოლოდ ისინი, რომლებიც მეზობელი ქალაქებიდან ჩამოვიდნენ და სხვა გზა არ აქვთ. ყველაფერი პოსტსაბჭოთა სივრცის ტრადიციებში: ერთი საშხაპე კაბინა სართულზე, საერთო სამზარეულო ნორმალური ტექნიკის გარეშე და მუდმივი წვეულებები მეზობელ ოთახებში.

დედაჩემი მილიონერი არ არის, ხოლო ახლა ბინის ქირა იმდენად გაძვირდა, გვიხარია, რომ ყველა საკუთარ ბინაში ვცხოვრობთ. ასე მეგონა.

დედაჩემის მეორე ქორწინება

13 წლის ვიყავი, როცა დედა მეორედ გათხოვდა ბიძა თომაზე. მგონი, მამაჩემის გარდაცვალებამდე ურთიერთობდნენ, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი. ბიძა თომა დაქორწინებული იყო, განქორწინების შემდეგ მასთან უმცროსი ქალიშვილი დარჩა. ერთად გადმოვიდნენ დედაჩემის და ჩემს ბინაში, სადაც მამის გარდაცვალების შემდეგ მარტო დავრჩით.

დედ–მამა ყოველთვის კატა–ძაღლივით იყვნენ. კარგად არ მახსოვს, რა იყო მათი განხეთქილების მიზეზი. დედასთვის ეს აკრძალული თემაა. ურთიერთობა თითქმის არ გვქონდა, დედას ყოველთვის თავისი პრობლემები ჰქონდა. მახსოვს, რომ ერთ დროს რთული პერიოდი ჰქონდა, საღამოობით სვამდა კიდეც, როცა მამა სამსახურში იყო. ღვთის წყალობით, ყველაფერი დასრულდა, როცა ჩვენთან საცხოვრებლად მამინაცვალი გადმოვიდა.

მის ქალიშვილს დიდად ვერ გავუგე. გული მტკიოდა, რომ უმცროს ბავშვს მთელ თავისუფალ დროს უთმობდნენ. ჩემგან განსხვავებით ცუდად სწავლობდა, ამიტომ მშობლები გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდნენ. სკოლაში ხშირად იძახებდნენ. მე მსგავსი პრობლემები არ მქონდა, მაგრამ მგონი ამის გამო უბრალოდ ყველას დავავიწყდი. როცა გავიზარდე, დედას მხოლოდ ერთი არგუმენტი ჰქონდა: უკვე დიდი ხარ, ლიაზე უნდა იზრუნო“. მაგრამ ყოველთვის დიდი არ ვიყავი.

რთული ურთიერთობა მამინაცვალთან

მამინაცვალი ცალკე ისტორიაა. თავიდანვე შემიძულა. როგორც პედანტი, ყოველთვის უწესრიგობაზე მსაყვედურობდა. თუ ფინჯანს არ გავრეცხავდი, კარს ერთი საკეტით დავხურავდი (და არა ორით), თუ მაღაზიაში პურის ყიდვა დამავიწყდებოდა. წვრილმანებზე ვკამათობდით, შემდეგ უკვე უმიზეზოდ.

დედა ცდილობდა, არ ჩარეულიყო. აქედან გავიგე ორი რამ: პირველ რიგში, დედას არ ვაინტერესებ, მეორეც, მამა არასდროს უყვარდა ისე, როგორც ბიძა თომა. ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ეტყვის, ყველაფერში უსმენს და ამავდროულად აბსოლუტურად ბედნიერია. როცა დაქორწინდნენ, შევამჩნიე, რომ პირდაპირ გაიფურჩქნა: ისევ საკუთარ თავზე ზრუნვა დაიწყო, სახლს მიხედა, ბევრს იცინის და საერთოდ გამოცოცხლდა. ძალიან მიხარია, რომ ქორწინებაში ბედნიერია, მაგრამ მე და თომას გაგვიჭირდა.

ურთიერთობა დაიძაბა

როცა 18 წლის გავხდი, მამინაცვალი მუდმივად ტვინს მიბურღავდა, რომ ყველაფერი თავად უნდა გავაკეთო. დავალაგო, ფული ვიშოვო (მხოლოდ მე–2 კურსზე ვარ) და ცალკე ვიცხოვრო. არგუმენტად მოჰყავდა, რომ თავად 16 წლისას მუშაობა დაიწყო, ხოლო 18 წლისას მეგობრებთან ერთად ცალკე ბინაში ცხოვრობდა.

ერთხელ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რომ მისგან განსხვავებით სამედიცინოზე ვსწავლობ და არა ტექნიკუმზე. რომ ნახევარ განაკვეთზე პროფესიით მუშაობა დაიწყო, ავტომექანიკოსად. მე კი ამის შესაძლებლობა არ მაქვს. იმდენად გაბრაზდა, რომ თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა. მას შემდეგ ერთი ნორმალური საუბარი არ გვქონია.

ვაღიარებ, მეც დამეწყო ისტერიკა. მისი წონიანი კომენტარები ყელში მეჩხირებოდა, ყველაფერზე კომენტარს აკეთებდა: როგორ არასწორად ვჭამ, არასწორად ვიცვამ, ვსწავლობ და საერთოდ ვცხოვრობ. როცა პატარა ვიყავი, გასდიოდა, მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდი, დაუსჯელად საყვედურის თქმა უფრო უჭირდა. მეც დავიწყე მისი ნაკლოვანებების აღნიშვნა, როგორც ამას მიკეთებდა. ჩვენს შორის სრულფასოვანი ომია, რომელშიც დედა არა ჩემს, არამედ მის მხარეს იკავებს.

ბოლო წვეთი

ახლახანს შემახსენა, რომ თუ ასეთი ზრდასრული ვარ, გზა თავისუფალია. ამაზე ვუპასუხე, რომ ჩემი სახლიდან გადასვლას არ ვაპირებდი. რომ თავად ამ ბინაში სტუმრად მოვიდა და ვერ გასცემს ბრძანებას, ვინ სად იცხოვრებს. ეს დასასრულის დასაწყისი გახდა.

კამათის შემდეგ დედა ჩემი და ჩემი ნახევარი დის ოთახში შემოვიდა (ერთი ოთახი გვაქვს, ორსართულიან საწოლზე გვძინავს). მითხრა, რომ საუბარი გვჭირდებოდა. მოკლედ, მითხრა, რომ საკმარისად ზრდასრული ვარ და შემიძლია ბებიასთან ვიცხოვრო. ყოველთვე გარკვეულ თანხას ჩამირიცხავს, ხარჯებისთვის. ეს იმის ნაცვლად, რომ მხარი დამიჭიროს და მამინაცვლთან დამიცვას, რომელიც ჩემი სახლიდან ღიად მაგდებს.

დედა და მამინაცვალი

მაშინვე ბებიას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. ბოროტ მამინაცვალზე, რომ დედა თავით მეორე ქორწინებაში გადაეშვა და გერი მისთვის უფრო ახლოსაა, ვიდრე ღვიძლი შვილი. ბებია მამის მხრიდან მყავს, მამაჩემის დედა. მამის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ჩვენ დავრჩით, ასე რომ ერთ ოჯახად ვცხოვრობდით.

არ ვიცოდი, რომ ბინა, რომელშიც ყველა ვცხოვრობდით, ბებიას სახელზე იყო. ეს იყო ბინა მამაჩემის მხრიდან. ბებიას და დედას ბოლო წლებია ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. ბებია ყოველთვის მამშვიდებდა, ახლა სულ გაბრაზდა. დედას დაურეკა და უთხრა, რომ თუ სურთ მე ცალკე ვიცხოვრო, დაე, ასე იყოს.

„შენ და თომამ ნივთები ჩაალაგეთ, ლიას ხელი მოკიდეთ და შენმა ახალმა ქმარმა იზრუნოს, სად იცხოვრებთ“.

დედა და მამინაცვალი შოკში იყვნენ. მიყვირა, მითხრა, რომ დედას უმცროს დასთან ერთად ქუჩაში ვაგდებ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ეს სულ არ მინდოდა, უბრალოდ სახლში დარჩენა მინდოდა. უკვე ვუთხარი ბებიას, მაგრამ ბებია მტკიცედ დგას თავის სიტყვაზე, ბინის და ჩემს მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან არ მოეწონა. ახლა თავს საშინელ ქალიშვილად და ადამიანად ვგრძნობ.

სულ არ მინდა, რომ დედა ჩემს გამო გადავიდეს. წასასვლელი არსად აქვთ, მხოლოდ ბინას თუ იქირავებენ. ამ ცარიელ ბინაში მარტო ცხოვრებაც არ მინდა. როგორ დავაბრუნო დრო უკან? როგორ დავარწმუნო ბებია, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს? ყველაფრისთვის მზად ვარ, თუნდაც საერთო საცხოვრებელში გადასასვლელად.