5 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც უნდა მოასწროთ შობამდე, 7 იანვრამდე

0
63

ყველა მორწმუნე პატივს სცემს შობას, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. მას როგორც უფროსები, ასევე ბავშვები ელოდებიან, თან უფრო მეტად, ვიდრე ახალ წელს ან დაბადების დღეს. საქართველოში ქრისტეშობა 7 იანვარს აღინიშნება. რა უნდა გახსოვდეთ, როცა ემზადებით წლის ყველაზე ნათელი დღესასწაულისთვის? პაპარაცი გიამბობთ შობის აღნიშვნის მთავარი წესების შესახებ.

შობის დღესასწაული დედამიწაზე ქალწული მარიამის მიერ იესო ქრისტეს დაბადებას განასახიერებს. ძველი ლეგენდის მიხედვით, ბავშვის დაბადების შესახებ ყველას ამცნო ვარსკვლავმა, რომელმაც მწყემსები მიიყვანა ბეღელში, სადაც იესო დაიბადა. ეს ლამაზი ლეგენდაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ყოველწლიურად იმ კაშკაშა ვარსკვლავს ველოდებით. იესო გაგზავნეს დედამიწაზე, რომ გაევლო მიწიერი ცხოვრება, ესწავლებინა ხალხისთვის რწმენა და სიყვარული. კაცობრიობის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე შესწირა, ამიტომაც ეს დღესასწაული ყველაზე ნათლად და კეთილად ითვლება. უძველესი დროიდან დიასახლისები შობის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ.

ქრისტეშობა 2024 წელს

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, სახლის დალაგებაა. ყველაფერი ძველი და გატეხილი გადააგდეთ. მტვერი გადაწმინდეთ და იატაკი გააპრიალეთ. სახლში არ უნდა იყოს ჭუჭყიანი ჭურჭელი ან ნივთები. სახლის გაფორმება საახალწლოსგან განსხვავებული უნდა იყოს. ხშირად ნაძვის ხის თავზე კიდებენ კაშკაშა ვარსკვლავს, როგორც მთავარი სიმბოლო, რომელმაც ყველას ამცნო დედამიწაზე იესოს დაბადება. მთელ სახლში შეგიძლიათ დადოთ ანგელოზის ფორმის სათამაშოები და სილუეტები. თუ სახლში ბავშვები არიან, საშობაო აქსესუარების გაკეთებაში ჩართეთ. სახლში ხშირად დგამენ საშობაო სცენას, სადაც პირმშოს, ქალწული მარიამის, მწყემსების, ცხოველების და ანგელოზების ფიგურებს ათავსებენ.

მნიშვნელოვანია, სახლში შობაზე იყოს ბევრი სანთელი. ის იმ სინათლის სიმბოლოა, რომელიც ეხმარება მეგზურებს ღამით გზის პოვნაში. 6 იანვარს მიღებულია სადღესასწაულო ვახშმის მომზადება.  ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე უნდა იყოს 12 კერძი, როგორც 12 მოციქულის სიმბოლო. სუფრის ქვეშ ინახავენ ახალ თივას ოჯახში სიმდიდრის მოსაზიდად. ვახშმის დაწყებამდე მთელი ოჯახი ლოცვის წასაკითხად იკრიბება. კუტია პირველი კერძია, რომელიც უნდა მიირთვათ. ყველა დიასახლისს კუტიას თავისი რეცეპტი აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

რა მოვამზადოთ დღესასწაულისთვის?

შემდეგ მთელი ოჯახი ღამის წირვაზე დასასწრებად ეკლესიაში მიდის. ეს უჩვეულო მსახურებაა, რომელიც ქრისტეს განადიდებს. ამის შემდეგ მთელი ოჯახი სადღესასწაულო სუფრას უსხდება და ერთმანეთს კეთილდღეობას და ჯანმრთელობას უსურვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, სუფრა უხვად გაშლილი იყოს. საუკეთესო კერძები მოამზადეთ. ეს შეიძლება იყო პეროგი, ბლინი, გამომცხვარი იხვი ვაშლით. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს გამომცხვარი ან შემწვარი თევზი. მნიშვნელოვანია ამ საღამოს გაუმასპინძლდეთ ყველას, ვინც სტუმრად მოვა. შობას მიღებულია ალილოს მსვლელობა, რომლის მონაწილეებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან.

ამ საღამოს უმჯობესია ღია ფერის ახალი ტანსაცმელი ჩაიცვათ. შობა ხომ სინათლის და სიკეთის დღესასწაულია. ასევე ამ საღამოს ქველმოქმედებას დრო დაუთმეთ. უსახლკარო ცხოველები და ფრინველები გამოკვებეთ. შობაზე მიღებულია სტუმრად წასვლა ნათესავებთან, რომლებიც ვეღარ გადაადგილდებიან. ეკლესიის მახლობლად ღარიბებს გაუმასპინძლდით. იესოს ხომ ყველა ხალხი ერთნაირად უყვარდა, მისი სიმდიდრის განურჩევლად.

ასევე შობაზე არის აკრძალვები, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ამ დღეს არ შეიძლება დალაგება, რეცხვა, კერვა ან სხვა ხელსაქმით დაკავება. არ შეიძლება თმის შეჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ავადმყოფობას მოიზიდავთ. ასევე არ შეიძლება ძაფის ან თოკის ყიდვა და ნაგვის გადაყრა. ამ ყველაფერმა ოჯახში უსიამოვნება შეიძლება მოიზიდოს. ყველა ოჯახში, რომელიც წინაპრების ტრადიციებს პატივს სცემს, შობის აღნიშვნის საკუთარი წესები არსებობს.