კომბოსტოს მწნილი სამლიტრიან ქილაში: კლასიკური რეცეპტი

1429
კომბოსტოს მწნილის რეცეპტი

გამოცდილმა კულინარებმა, ალბათ, იციან ათამდე საშუალება კომბოსტოს დასამწნილებლად. იმისათვის, რომ მწნილი საკმარისად მარილიანი და ხრაშუნა გამოვიდეს, ვიღაც მასში ჭარხალს უმატებს, ხოლო სხვა – სტაფილოს. ერთნი კომბოსტოს ამწნილებენ დიდ მუხის კასრში, ხოლო სხვები – ჩვეულებრივ შუშის ქილებში.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ კომბოსტოს მწნილის მომზადების ყველაზე მარტივ რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც, ყოველგვარი ზედმეტი ინგრედიენტისა და ძალისხმევის გარეშე, სამ დღეში მიიღებთ სამ ლიტრ უგემრიელეს მწნილს.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მწნილი

ინგრედიენტები

  • 1 საშუალო თავი კომბოსტო
  • 2 საშუალო სტაფილო
  • 2 ლ წყალი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო ისე, როგორც თქვენ მოგწონთ.

2. მსხვილად დახეხეთ სტაფილო.

3. ახლა ყველაფერი კარგად აურიეთ ხელებით და მჭიდროდ ჩაყარეთ ქილაში. თვითონ მასით გატენილი ქილა ჩადგით ღრმა თასში.

4. გაგრილებული მარინადი (ადუღებული მარილიანი წყალი) ჩაასხით ქილაში ისე, რომ კიდეებიდან გადმოვიდეს. დააყენეთ 2 დღით, დროდადრო ჩაარჭეთ ქილაში (კომბოსტოს გავლით) დანა ფსკერამდე, ჰაერი რომ ამოუშვათ. თუ ამას არ გააკეთებთ, მწნილს მწარე გემო ექნება, რაც არ უნდა გაწყობდეთ.

5. მესამე დღის ფრთხილად გადაღვარეთ მარინადი. ამისთვის, დაახურეთ ქილას თავსახური, გახვრიტეთ და ამ ხვრელიდან გადაასხით სითხე ცალკე თასში.

6. გადაღვრილ მარინადში გახსენით შაქარი. მიღებული ხსნარი დაასხით კომბოსტოს და დაახურეთ თავსახური. შეინახეთ 1 დღით ცივ ადგილას.

ყველაზე გემრიელი კომბოსტოს მწნილი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ეს არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა, რამდენადაც მწნილი შეიცავს ვიტამინებს. მიირთვით იგი ხახვთან ან ცოტაოდენ მცენარეულ ზეთთან ერთად. ასევე, შეგიძლიათ იგი სხვადასხვა კერძის შიგთავსადაც გამოიყენოთ. ასევე, შეგიძლიათ მარინადის დალევაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს