ჩვენთან ბროლის ნივთები სარდაფში ინახება და მტვერი ედება, უცხოეთში კი მათზე მოთხოვნა გაიზარდა

0
208

ვთვლი, რომ ჩემი ოჯახი სახლის დეკორაციების მხრივ საკმაოდ პროგრესულია: ყოველთვის ახალი რემონტი, ყველაფერი ფერების მიხედვით შერჩეული და ჯანსაღი მინიმალიზმის სტილში მოწყობილი. მაგრამ ჩემს ოჯახშიც დგას კარადა ბროლის ჭურჭელით, რაც თავი მახსოვს. ისე მოხდა, რომ საცხოვრებლის შეცვლა ბევრჯერ მოგვიწია, მაგრამ სერვანტი და ჩეხური ბროლი იქვე იყო. ასაკოვანი მშობლებიც დაიღალნენ და მათ უკვე მიზეზით თუ უმიზეზოდ იყენებენ. თუმცა ბროლის ზოგიერთ ნივთს დღის სინათლე წლების განმავლობაში არ უნახავს.

იმდენად შევეჩვიე დეკორის ამ თავისებურ ელემენტს, რომ ამ სიმდიდრის ისტორიით არც დავინტერესებულვარ. ვფიქრობდი, აქ სიტყვა „სიმდიდრე“ მხოლოდ ირონიული ფორმით გამოიყენება. რა საგანძურია, თუ აქვს ყველა მეორეს, ყველას თუ არა? ჩვენს თაობას მემკვიდრეობით დიდი რაოდენობით უძრავი ქონება შეიძლება არ მიუღია (თუმცა ვის როგორ), სამაგიეროდ ბებიებისგან ბევრი ბროლის ჭურჭელი – აუცილებლად. როცა მამას ეს ხუმრობით ვუთხარი, თავი გააქნია: „შვილო, არაფერი გესმის. აი, 10 წლის შემდეგ მადლობას იტყვი“.

რატომ არიან მზად უცხოელები, სული გაყიდონ ჩეხური ბროლისთვის

გულწრფელად, არა მხოლოდ ჩეხური, არამედ სსრკ–ს ეპოქაში შექმნილი ბროლის ნაწარმისთვის. ისე მოხდა, რომ ბოლო ათწლეულში უცხოურ წრეებში ბროლის ჭურჭელმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა ვინტაჟური მოდის დაბრუნების გამო. ახლა გერმანიაში არის არა მეორადების მაღაზიები, არამედ ვინტაჟური დახლები. მეორადების ბაზარზე GDR-ის ბროლი გემრიელი ნაჭერია ანტიკვარიატის მოყვარულთათვის.

ისე მოხდა, რომ ჩეხეთი, რომელსაც ჩვენთან საერთო საბჭოთა წარსული აქვს, ბროლით განსაკუთრებით მდიდარი იყო და სწორედ იქიდან აღწევს ევროპის ბაზრებზე. მისი ხარისხი ნამდვილად ერთ–ერთი საუკეთესოა, მაგრამ შიდა მწარმოებლებიც არ ჩამორჩებოდნენ. უბრალოდ ჩვენთან ბევრი და სხვადასხვა ხარისხის ბროლი იყო. როგორ მოხდა ეს? როგორ გავარჩიოთ ხარისხიანი ბროლი იაფფასიანისგან? მივყვეთ თანმიმდევრობით.

რატომ ღირს ჩვენთან ბროლი თეთრები?

საბჭოთა დროის უბედურება ის იყო, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა ფული, მაგრამ ვერ ხარჯავდა. უფროს თაობას კარგად ახსოვს დეფიციტის და ცარიელი მაღაზიების ეპოქა. აი, მინის ინდუსტრია მუშაობდა, როგორც შვეიცარიული საათი, და ყოველწლიურად აწარმოებდა ძვირფასი და ხარისხიანი ბროლის წარმოუდგენელ რაოდენობას. ასე მოხდა ცნობილი კაზუსი: გადაჭარბებული მიწოდების გამო პროდუქტის ფასი სასაცილო გახდა. რაც შეეხება ფასის და ხარისხის თანაფარდობას, კრისტალი რაღაც მაინც ღირდა.

ეს იყო კარგი საჩუქარი და უკვე არსებული კოლექციის დანამატი. არც ერთი სუფრა არ იშლებოდა ბროლის ჭურჭლის გარეშე, რომელსაც მოგვიანებით თვეების განმავლობაში ინახავდნენ კომოდში ან სერვანტში. ჩაიზე ან ყავაზე მისაყოლებლად კანფეტებს ათავსებდნენ ბროლის თუ არა ბროლის მინისგან დამზადებელ საკანფეტეში. ფიალები მურაბებისთვის? მძიმე ბროლის ფიალა, რომელსაც დიდხანს ვერ შეაგროვებთ, თუ გატეხავთ.

ბროლი იმდენი იყო, რომ 1990 წელს, როცა მინის ინდუსტრია კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ქარხნის მუშებს შესთავაზეს საქონლის გაყიდვაზე თავად ეზრუნათ. ასე დაიწყო მინის და ბროლის ჭურჭლით ვაჭრობა სასაცილო ფასად.

ირონია ის არის, რომ ანტიკვარიატი ღირებულია მხოლოდ მაშინ, როცა დეფიციტშია. რაც ნაკლებია, მით უკეთესი. უკვე ახლა არიან საზრიანი გადამყიდველები, რომლებიც მეორადების ბაზარზე და ინტერნეტში განცხადებებით ყველა ბროლს ყიდულობენ. იშვიათი ლარნაკიც მხოლოდ 30 ლარი შეიძლება ღირდეს, რაც უცხოელისთვის დაახლოებით 10 ევროა, თეთრები. ახლა ევროპაში 10 ევრო 1 შეკვრა არომატული ჩხირების ფასია, რომლის ყიდვის ჩვევა ბევრს არ მოუშორებია.

მაგრამ უცხოელებმა ამის შესახებ არ იციან, მათ არ აქვთ ბროლის მანია ისე, როგორც ჩვენს მშობლებს. აი, წარსული დროისკენ, გასული წლების ხიბლისკენ ლტოლვა (ანუ ვინტაჟი) შეინიშნება.

მაგალითად, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ღირდეს ეს გრაფინი და ღვინოს გამაგრილებელი? თითოეული ნივთის საწყისი ფასი 500 ევროა eBay-ზე. ვერცხლის და სპილენძის ჩარჩოების მქონე ჭურჭლის ფასი 700 ევროდან იწყება. ყველაფერი მოდელზე დამოკიდებულია. თუნდაც ეს იყოს პატარა საკანფეტე.

უბრალო ბროლის ჭიქებიც, რომლებიც ყველა სახლში სხვადასხვა ვარიანტში გვხვდებოდა, 60 ევროდან იწყება. არყის ჭიქები უფრო იაფია, 30 ევროდან. ასევე ხარისხზე და რაოდენობაზე დამოკიდებულია. მამისგან ეს რიცხვები რომ გავიგე, მაშინვე ინტერნეტში შევედი და eBay–ზე წავიკითხე შემდეგი მოთხოვნა: „საბჭოთა ბროლი“, „ბროლი სსრკ–დან“, „ვინტაჟური ბროლი“. ვთქვა, რომ გაოგნებული ვიყავი, არაფერს ნიშნავს. გამოდის, რომ ჩემს მშობლებს კარადაში მთელი ქონება აქვთ.

გახსოვთ თლილი ჭიქები? ის, რომელშიც ყველაფერს ვზომავდით: მარცვლეული, ფქვილი, წყალი, ზეთი. ის ხომ ბროლისაც არაა, მაგრამ ევროპაში მინიმუმ 8 ევროდ იყიდება.

როგორ გავარჩიოთ ბროლი მინისგან

საოცარი რიცხვებია, ასეა? და ეს იმ შემთხვევაში, თუ არ ვსაუბრობთ ბროლის ბიზნესის ისეთ გიგანტებზე, როგორიცაა გუს–ხრუსტალი ან ბროლი ტყვიის მაღალი შემცველობით ანუ უმაღლესი ხარისხის ბროლი. საკითხავია, როგორ გავარჩიოთ ბროლი იგივე ტყვიის დაბალი შემცველობის მქონე ბროლის მინისგან. ამაში მშობლები დამეხმარნენ, რომლებმაც ჩვენი ბროლის ჭურჭელი დიდი ხნის წინ შეამოწმეს.

უმარტივესი მეთოდი – ნაწარმი აიღეთ და მზეზე გახედეთ, როგორ გადადის სინათლე. ლუმინესცენტური სანათის ან კაშკაშა ნათურის დახმარებით მაშინვე აღმოაჩენთ, რომ ბროლი ცისარტყელას ანარეკლს გამოსცემს, უბრალო მინას ასეთი ეფექტი არ აქვს. თუ ორ იდენტურ ნივთს შორის არჩევაში ყოყმანობთ, გახსოვდეთ, ბროლი ყოველთვის მძიმეა და მაღალი სიმკვრივის გამო უფრო ნელა თბება. სწორედ ამიტომ, მიღებულია ბროლის ჭურჭელში სასმლის ჩასხმა.

გამოცდილმა სპეციალისტებმა კარგად იციან, ხარისხიანი ბროლის გარჩევა მისი ხმის მიხედვით. გულწრფელად, ეს ხრიკი ჯერ ვერ ვისწავლე. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ყველა ბროლი ჩვენს სახლში მაღალი ხარისხისაა.

ამ საუბრის შემდეგ მთელი საღამო სხვადასხვა გადაყიდვის საიტზე გავატარე. თუ ინგლისურად ეძებთ, ფასები უფრო მაღალია. ყოველწლიურად ფასები იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთან საბჭოთა ბროლი წარსულის რელიქვიად და ინტერიერისთვის ტვირთად ითვლება. აი, საზღვარგარეთ დედის ძველ ლარნაკსა თუ ბროლის ზარდახშას ხელიდან გამოგტაცებენ.