ერთხელ დეიდა დარეჯანთან სტუმრად ყოფნისას შევნიშნე მქრქალი ბოთლი უცნაური წარწერით. ამ ჭურჭელმა ძალიან დამაინტერესა, რადგან მასზე დეიდას მიწერილი ჰქონდა: „რძე ორქიდეისთვის“. დარეჯანის სახლი მცენარეებით სავსეა, მეყვავილეობაში კარგად ერკვევა. პირადად, ორქიდეების რძით გამოკვება სისულელედ მომეჩვენა. საბედნიეროდ, დეიდამ დეტალურად ამიხსნა, რა სარგებელი აქვს ამას ყვავილებისთვის.
რძე ორქიდეისთვის. უჩვეულო სასუქის რეცეპტი
ცოცხალი ძვირფასეულობა
დიდებულად აყვავებული ორქიდეა არა მხოლოდ შესანიშნავი დეკორიაა სახლისთვის, არამედ სიამაყის მიზეზი დიასახლისისთვის. ეს ნაზი და მგრძნობიარე ყვავილი განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. კედელზე ნახატი კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გაწმინდოთ. ზარდახშაში სამკაულები რამდენიმე თვე მშვიდად ინახება. ორქიდეას კი ყოველდღიური მოვლა სჭირდება!
ოთახის და ველური ორქიდეების საერთო წინაპრები ჩვენთან ტროპიკული განედებიდან მოვიდა. სწორედ ამიტომ, ჩვენს მხარეში ამ დიდებულ ყვავილს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. ბევრია ფაქტორები, რომელზედაც დამოკიდებულია ორქიდეის ყვავილობა. განვიხილოთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელთა გარეშე ლამაზი მცენარე ვერ აყვავილდება.
მოვლა და ზრუნვა
პირველ რიგში, ოთახში, სადაც ორქიდეა იზრდება, სტაბილური ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს. სასურველია, რომ იქ ტემპერატურა 20 გრადუსზე ქვემოთ არ დაეცეს. ამასთან, 25 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაც არ უნდა იყოს. ნაზ ყვავილს დელიკატური ბალანსი სჭირდება.
როგორც ვთქვით, ორქიდეა ტროპიკების შვილია და ტროპიკული პირობები მისთვის იდეალურია. შესაბამისად, ოთახში ტენიანობა მაღალი უნდა იყოს. და ბოლოს, ჩვენს ყვავილს სჭირდება კაშკაშა, მაგრამ გაფანტული სინათლე. დიახ, სწორად გაიგეთ, მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ.
გამოკვება
დროა, ორქიდეის გამოკვების საკითხზე გადავიდეთ. ყველაზე პოპულარულ სასუქებს შორისაა კვერცხის ნაჭუჭი. მისი ნაჭუჭი მდიდარია კალციუმით, ამიტომ კვერცხის ნაჭუჭის ნაყენი ორქიდეის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ეფექტურია.
მცოდნე ხალხი გვირჩევს, რომ ორქიდეას მოვაყაროთ მწვანე ჩაი და ბრინჯის ან კარტოფილის ნახარში წყლით მოვრწყათ. ჩაი თვეში ერთხელ გამოიყენეთ, მისი დახმარებით მცენარის ფესვები მიწიდან აზოტის მიღებას შეძლებს. ბრინჯის ან კარტოფილის წყალი ორქიდეას კალიუმს და ფოსფორს აჩუქებს. დარწმუნდით, რომ სითხე მარილს არ შეიცავს.
და ბოლოს, რძე ორქიდეას რამდენიმე მნიშვნელოვან მიკროელემენტს აწვდის. აქედან მცენარე იღებს მაგნიუმს, კალციუმს, კალიუმს და ფოსფორს. უბრალოდ 1 სუფრის კოვზი ძროხის რძე ნახევარ ლიტრ წყალში (ოთახის ტემპერატურის წყალი) გახსენით. მიღებული ხსნარით ორქიდეა მორწყეთ. პროცედურა ორ კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.