მეცნიერული განმარტებები და ხალხური ნიშნები, რატომ შავდება ვერცხლის ჯვარი

0
537

ვერცხლის ჯვარი, რომლის კისერზე ტარებაც მიღებულია, არა მხოლოდ რწმენის სიმბოლოა, არამედ ძლიერი ამულეტიც. არსებობს მოსაზრება, რომ მფლობელის მეორე მფარველი ანგელოზის როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ ჯვარი გაშავდა, დაუყონებლივ იმოქმედეთ, რადგან ეს კარგი ნიშანი არაა.

რას ნიშნავს ასეთი ვერცხლის სამკაულის ფერის შეცვლა? ზოგ მიზეზს მეცნიერები ასახელებენ, ზოგს ჩვენი საყვარელი ბებიები, რომელთაც ხალხური ნიშნების სჯერათ.

რა გავაკეთოთ, თუ ჯვარი გაშავდა?

მეცნიერების განმარტება

ვერცხლი ლითონია, რომელზეც ჟანგვის პროცესი გავლენას ახდენს. შედეგად, ჯვარი შავდება.

  • ვერცხლზე გავლენას ახდენს ადამიანის ოფლი, კერძოდ გოგირდი, რომელიც მისი ნაწილია. ამის გამო წარმოიქმნება ვერცხლის სულფიდი, რომელსაც მუქი შეფერილობა და უსიამოვნო სუნი აქვს.
  • ზღვის წყალი ჯვრის გაშავების მიზეზი შეიძლება გახდეს. გოგირდწყალბადით მისი გაჯერების გამო ვერცხლის დაჟანგვის პროცესი ჩქარდება.
  • მაღალი ტენიანობა ჯვრის კიდევ ერთი მტერია, რომელსაც მისი გარეგნობის გაფუჭება შეუძლია.

ეზოთერიკების ვერსია

ამ სამკაულის ფერის შეცვლის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებების გარდა ხალხური რწმენაც არსებობს. ითვლება, რომ ჯვრის გაშავება მისი მფლობელის გათვალვის ან ჯადოს გაკეთების ნიშანია. თუ ამას შეამჩნევთ, ლითონი მაშინვე გაწმინდეთ. შემდეგ ეკლესიაში წადით და ჯვარი თავიდან აკურთხეთ.

არსებობს მოსაზრება, რომ გაშავებული ვერცხლი ნიშანია, რომ ადამიანის ბიოველი დასუსტებულია და მისი ენერგეტიკული მარაგი მცირდება. ამ შემთხვევაში ჯვარი მაშინვე გაწმინდეთ და წყაროს წყალში გარეცხეთ. ასე აზრების ნეგატიურ ნაკადს მოიშორებთ.

როგორ გავწმინდოთ ჯვარი

  1. ვერცხლის ნივთი თბილ, გამდინარე წყალში გარეცხეთ. შემდეგ ცოტა კბილის პასტა რბილ ნატურალურ ქსოვილს წაუსვით და ჯვარს შეაზილეთ, მისი ზედაპირი გაასუფთავეთ.
  2. იმ ადგილებში, სადაც ძალიან ჭუჭყიანია, კბილის ჯაგრისით გახეხეთ. ჯვარი გამდინარე წყალში გარეცხეთ. სასმელი წყალი გადაავლეთ.
  3. ბოლოს კარგად გაამშრალეთ. თექის ქსოვილით გააპრიალეთ. მზადაა!

ეს სამი მოქმედება შეასრულეთ, რომ ჯვარს მოაშოროთ სიშავე ლითონის დაზიანების გარეშე. დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ ისევ ლამაზი გახდება.