ვზივარ და ვტირი, რა ეგოისტები და უგულოები არიან ჩემი შვილები. მათი საქციელით იმედგაცრუებული ვარ

0
645

რა არის ეგოიზმი? ადამიანის არჩევანი იხელმძღვანელოს პირადი ინტერესებით ნებისმიერ სიტუაციაში. არ იკურნება. როგორც წესი, არასწორად აღზრდილი ბავშვი არაადეკვატურად შეიძლება მოიქცეს, მაგრამ ღირსეული გარემო ქცევის სწორი კულტურით სწორ გზაზე დადგომაში ეხმარება. ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში ეს არ მოხდება. მით უმეტეს, თუ სოციალურ წრეში მასზე მორალურად სუსტი ადამიანი არის. და ეს სამწუხაროა.

ვინმემ შეიძლება თქვას: რა მოხდა მერე? გყავს ეგოისტი მეგობარი, მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტე. წურბელა, ვამპირი მოიშორე და მორჩა. რა უნდა გააკეთოთ, თუ მოშორება შეუძლებელია? თუ ეგოისტი არის თქვენი მეუღლე ან ნათესავი? თუ თქვენი უფროსია, რომელზეც ოჯახის ბიუჯეტია დამოკიდებული? იპოვო ახალი სამსახური? რა თქმა უნდა, ეს ხომ მარტივია, თან ჩვენს დროში. ბევრი რამ არის, რაც, სამწუხაროდ, ასე მარტივად ვერ გადაწყდება.

რა არის ეგოიზმი?

საახალწლო დღესასწაულებზე საკმარისად ვიტირე და ბოლოს გავაცნობიერე, რამდენად ეგოისტი და უგულო ოჯახი მყავს. თითოეულმა ნათესავმა თავისებურად იმედი გამიცრუა. თითქოს შეთანხმდნენ. როგორც ჩანს, ის, რაც აქამდე იყო, არაფერია, ჯერ სად ხარ. სევდით ვიხსენებ ძველ დღეებს და მენატრება. ასე როგორ, ეს ხომ ჩემი ოჯახია. რატომ გახდნენ ასე უცხოები და გულცივები, ნუთუ ყოველთვის ასეთები იყვნენ?

ჯერ ვაჟმა დამირეკა და მითხრა, რომ ცოლთან ერთად შეიძლება ვერ მოვიდეს. ხმაში ეტყობოდა, ნასვამი იყო. არაფერია გასაკვირი. თუ ჩვეულებრივ დღეებში თავს ვერ იკავებს, დღესასწაულზე უფრო დათვრება. უბრალო ქალი ვარ. 50 წელს დიდი ხანია გადავშორდი, მაგრამ სასწაულების მინდა მჯეროდეს. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, ვაჟი საჩუქარს მაინც გამიკეთებდა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

ცოტა ხანში რძალმა დამირეკა იმავე ნომრიდან. ნორმალურად არც მომესალმა, ანდრიაზე წუწუნი დაიწყო. მითხრა, როგორ მობეზრდა ეს ყველაფერი, როგორ დაღალა ასეთმა ურთიერთობამ და მე რომ არა, ჩემს შვილს დიდი ხნის წინ მიატოვებდა. რა თქმა უნდა, ვცადე მისი გამხნევება, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდა. ორივემ ვიცოდით, რომ მისი მხრიდან ეს მხოლოდ სიტყვები იყო. იმ მომენტში მისთვის უფასო ფსიქოლოგი ვიყავი, რადგან ორივემ ვიცოდით სიმართლე.

ჩემი რძალი არსად წავა, როგორც მინიმუმ, სანამ შვილს არ გააჩენს ან საცხოვრებელს არ შეიცვლიან. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ქალაქიდან არაა. ანდრიაზე დაქორწინებით მზამზარეულზე მოვიდა. მამამ, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, შვილს ბინა აჩუქა. შეიძლება ითქვას, რძალი ამ სიტუაციაზე დამოკიდებულია. დასაბრუნებელი არსად აქვს: მშობლები შორს ცხოვრობენ, ძალიან პატარა ქალაქში, ქვეყნის მეორე ბოლოში. არანაირი პერსპექტივა, არანაირი მომავალი.

ასე რომ, რძალს ჩემი შვილის ახირებების მოთმენა უწევს. არ იფიქროთ, უიმედო ლოთი არაა, სამსახური აქვს, თან კარგი. მაგრამ მთელ ფულს საკუთარი შეხედულებისამებრ ხარჯავს. ძირითადად, საკუთარ თავზე. დანარჩენი მიდის კომუნალურებში და 1 თვის საჭმელში. მეორე მხრივ, ჩემი რძალი სამუშაოს დაწყებას არ ჩქარობს. თითქმის 1,5 წელია. ალბათ, ასეთი პირობები ორივეს აკმაყოფილებს. მოკლედ, ორი მარტოსული ერთმანეთს შეხვდა. მე კი ამის გამო გული მტკივა.

ქალიშვილმაც დარეკა, მაგრამ მის შემთხვევაში გაგების იმედიც არ მქონდა. მასთან გაჭიანურებულ ჩხუბში ვარ მისი გათხოვების დღიდან. მისი თქმით, ყველა მისი შეცდომა ჩემი ბრალია. ანდრიაზე უფრო ხშირად რეკავს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე წუთი მშვიდი მელაპარაკოს, შემდეგ გაბრაზდეს და კონფლიქტი დაიწყოს. იწყებს ყვირილს, საყვედურს, ბოლოს ტელეფონს თიშავს. სადღაც 2 კვირა სიწყნარეა, შემდეგ თავიდან იწყება.

ოჯახში უფროსი შვილია. მტკიცედ სჯერა, რომ მე, როგორც დედა, ბავშვობაში მასზე დიდ ზეწოლას ვახორციელებდი, ამიტომ მამა უფრო უყვარდა. ძალიან განიცდიდა, როცა მამამისს დავშორდი, ყველაფერში მე მადანაშაულებდა. თვლის, რომ მთელი სიყვარული ვაჟს მივეცი. ლიზის კი არაფერი დარჩა. მჭირდება იმის თქმა, რომ ჩემი ქალიშვილი რთული მოზარდი იყო? ვფიქრობ, ნათელია. სახლში დიდხანს არ დარჩენილა. პირველივე შემხვედრს გაჰყვა, რომ სხვაგან ცხოვრება დაეწყო. ამან კი მხოლოდ პრობლემები მოუტანა.

მყავს ორი შვილიშვილი, ორივე ქალიშვილისგან. ლიზას თავისი შვილები ძალიან უყვარს, მაგრამ ქმარი სძულს. ალბათ, ჩემზე მეტად. გულწრფელად არ მესმის, რატომ. თავიდან მეც უცნაური და ჩაკეტილი ბიჭი მომეჩვენა. მოგვიანებით, მასში დავინახე ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. დიახ, მასთან სალაპარაკო არაფერია. ალბათ, ფეხბურთზე ან სამსახურზე. მეორე მხრივ, ოჯახს სრულად უზრუნველყოფს, ბევრს მუშაობს, მთელ თავისუფალ დროს შვილებს უთმობს. თუ დაფიქრდებით, იდეალური მამაკაცია.

ქმარმაც ვერ მოიგო ლიზას გული. უნდა, რომ ქმართაც ბევრი სალაპარაკო ჰქონდეს, სამომავლო გეგმები შეადგინოს, დრო საინტერესოდ გაატაროს. ჩემი სიძე ასეთი არაა. სამაგიეროდ, ვიცი, ვინ იყო ასეთი – ჩემი ქმარი, ლიზის მამა. ახლა ურთიერთობაში მამას ეძებს? არადა თავაწეული გათხოვდა, არც კი დამპატიჟა ქორწილში. ახლა, გამოდის, რომ ჩემი ბრალია. წარმოგიდგენიათ?

შვილებთან სრული უთანხმოება მაქვს. ჩემ გვერდით არ არის ძლიერი მამაკაცი, რომელიც ჩამიხუტებს და დამამშვიდებს. ყოფილ ქმართან დაშორების შემდეგ ცოტა ხნით ურთიერთობაში ვიყავი, მაგრამ ამან არაფერი მომიტანა. სამწუხარო ირონიაა ის, რომ იმ კაცის გამო დავშორდი ჩემს პირველ ქმარს, ლიზის და ანდრიას მამას. ალბათ, ეს მაინც მოხდებოდა. გულწრფელად ვაღიარებ.

ჩემი ქმარი არაფერს სერიოზულად არ ეკიდებოდა. ყველაფერი მისთვის სასაცილო და სახალისო იყო, მთავარია, რომ ბევრი მეგობარი ჰყოლოდა. ერთი შეხედვით, მომხიბლავი და საინტერესოა, მაგრამ ასეთ მხიარულ ადამიანთან ერთად ცხოვრება ძალიან რთული იყო. შვილები მისკენ მიილტვიან, გამოდის, ბოროტი დედა ვარ, რომელიც ყველას აიძულებს ადრე დაწოლას, ლაპარაკის შეწყვეტას და ა.შ. ასეთი მამაკაცის მიმართ პატივისცემა სწრაფად ქრება. თითქოსდა ცხოვრობ არა ადამიანთან, რომელიც მუდამ მხარში ამოგიდგება, არამედ კლოუნთან. სწორედ ამიტომ, ნამდვილი მამაკაცის პოვნა ვცადე, მაგრამ დავიწვი.

ახლა ასეთია ჩემი ცხოვრება. წმინდა ინერციით ვცხოვრობ, ყოველ ჯერზე მიკვირს, როგორები გახდნენ ჩემი შვილები. ადრე კატა მყავდა, მაგრამ 6 თვის წინ სადღაც გაიქცა. ახლა სულ მარტო ვარ. წლის კარგი დასაწყისი არაა, მესმის. სადღაც გულში კიდევ მაქვს იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება. მაგრამ დღითიდღე იმედი ქრება. ვნახოთ, რას მომიტანს ახალი წელი. სიცილს და სიხარულს თუ აპათიას და ახალ წყენას. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. თავს გაუფრთხილდით და კარგ დღეს გისურვებთ.