მანდარინი ქოთანში: როგორ გავზარდოთ ციტრუსი სახლში ერთი კურკიდან

634

ეგზოტიკური მცენარეების გაშენება არის პროცესი, რომელიც დამწყებ და გამოცდილ მებაღეებს აერთიანებს. ხელმარჯვე ოსტატები იღებენ ხეებს და ბუჩქებს, რომელთა შესახებ ადრე მხოლოდ სმენოდათ. დამწყები მებაღეები ხშირად ამ ჰობში ერთვებიან და ცდილობენ გაიგონ, როგორ გაზარდონ მანდარინი ერთი კურკიდან. პირდაპირ გეტყვით, ეს სავსებით შესაძლებელია და საკმაოდ მარტივიც. თუმცა შედეგის მისაღებად გარკვეული ძალისხმევის გაღება მაინც მოგიწევთ.

როგორ გავზარდოთ მანდარინი ერთი კურკიდან

მნიშვნელოვანი დეტალები

მანდარინი ერთადერთი კურკიდან ნამდვილად შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ექსპერიმენტების დაწყებას გირჩევთ 5–6 ქოთნით, თითოეულში თითო კურკით. ხომ გვინდა, რომ მინიმუმ ერთი ჯანსაღი ნერგი მივიღოთ. ექსპერტების აზრით, ნარგავების 30–50% ამოდის.

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ: ახალი მანდარინის კურკას გაშრობის დრო არ უნდა მისცეთ! როგორც წესი, დარგვა ხილიდან კურკის ამოღებისთანავე ხორციელდება. თუ ეს შეუძლებელია, კურკა სველ ქსოვილში გაახვიეთ და შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას. გახსოვდეთ, დასარგავად გამოგადგებათ მხოლოდ მსხვილი კურკა ხილული დეფორმაციების გარეშე.

ძირითადი პირობები

მანდარინის ყლორტისთვის დაგჭირდებათ 200 მლ მოცულობის კონტეინერი ძირში რამდენიმე ნახვრეტით. ჭურჭლის ძირში მოათავსეთ რამდენიმე დატეხილი ქვა და სველი მიწით გაავსეთ. მანდარინს სჭირდება ნაყოფიერი მიწა ნორმალური მჟავიანობით. მაღალი მჟავიანობის მქონე მიწა, თიხა და ტორფი არ გამოგადგებათ.

ახლა ქოთანში მიწაში ჩადეთ მანდარინის კურკა. ზემოდან მიწა ფრთხილად მოაყარეთ, შემდეგ ქოთანს პარკი დააფარეთ. ჭურჭელი გაიტანეთ განათებულ ადგილას, 20–25 გრადუს ტემპერატურაზე. პერიოდულად მიწის ზედაპირი დანამეთ. ყლორტების არსებობაზე რეგულარულად შეამოწმეთ.

წარმატების განვითარება

სათანადო მოვლის პირობებში ქოთანში ყლორტები მესამე კვირას გამოჩნდება. ამის შემდეგ პარკი მოხსენით. ქოთანი მანდარინით კარგად განათებულ ფანჯრის რაფაზე მოათავსეთ, მაგრამ მზის აქტიური ნათებისას ყლორტები დაჩრდილეთ. ხელოვნური განათებაც შესაფერისია, მანდარინს მინიმუმ 16 საათი დღის განათება სჭირდება.

შენობა, სადაც მანდარინის ქოთანი გაქვთ, რეგულარულად უნდა გაანიავოთ. განიავების დროს მანდარინი ორპირი ქარისგან დაიცავით. მისთვის ორპირი ქარი დამღუპველია. ოთახის ტემპერატურის წყლით (ქლორის გარეშე) მორწყეთ, როცა ყლორტზე გამოჩნდება ფოთლები. დღეში ერთხელ თბილი წყლით დანამეთ. ამისთვის საფრქვეველი გამოიყენეთ. ასე თქვენი მცენარე გაზაფხულამდე უპრობლემოდ გაძლებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს