მათემატიკური მაგალითი მოცარტის ეფექტით, რომელიც ტვინის ძალას აღვიძებს

0
1469

ასაკთან ერთად, დათვლის უნარი მცირდება საფულეში ფულის დათვლამდე. თუ ჩვენი ცხოვრება რთულ მათემატიკურ გამოთვლებს არ უკავშირდება, ალგებრის სასკოლო პროგრამა 5 წლის განმავლობაში გვავიწყდება. როცა შვილებთან ერთად გაკვეთილების სწავლის დრო მოდის, ბევრი მშობელი იძულებულია მათემატიკის სასკოლო პროგრამა თავიდან გაიაროს. როგორ ვაიძულოთ ტვინს პროდუქტიულად მუშაობა და მარტივი მათემატიკური მაგალითების სწორად გამოთვლა? დღეს ამის შესახებ ვისაუბრებთ. პაპარაციმ მოგიმზადათ რამდენიმე მარტივი მაგალითი. შევამოწმოთ, რამდენად შეძლებთ მათ ამოხსნას.

გირჩევთ, მოემზადოთ მათემატიკური გახურებისთვის. თუ გსურთ, რომ თქვენი ტვინი დიდხანს დარჩეს ცოცხალი და ჯანმრთელი, მათემატიკური ამოცანებით ავარჯიშეთ. ალგებრის მაგალითები გონებას სიცხადის შენარჩუნებაში ეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვადასხვა მათემატიკურ მოქმედებას მოიცავს. მათემატიკა არც ისე მარტივია, როგორც ცხოვრება. ნებისმიერი მაგალითი თანმიმდევრობით უნდა ამოხსნათ. მათემატიკაში არსებობს მაგალითების ამოხსნის ალგორითმი და მოქმედებების რიგი. როგორც წესი, ზრდასრული ადამიანების 90%–ს ეს თანმიმდევრობა არ ახსოვს და ზრდასრულ ცხოვრებაში არ იყენებს.

დათვლის უნარი

ვნახოთ, თუ შეძლებთ სწორად ამოხსნათ სურათზე ნაჩვენები მაგალითი. არ იჩქაროთ, დაფიქრდით, გაიხსენეთ, რას გასწავლიდნენ ალგებრის გაკვეთილებზე. კონცენტრირება რომ შეძლოთ და მაგალითი მარტივად ამოხსნათ, მოცარტის კლასიკური მუსიკა ჩართეთ. ზოგიერთი კვლევის თანახმად, მისი მუსიკა ტვინის აქტივობას ზრდის. ამ კვლევამ დაამტკიცა, რომ მოცარტის მუსიკა არა მხოლოდ ბავშვის ტვინზე, არამედ პლანეტის ყველა ცოცხალ არსებაზე მოქმედებს. ამის მიზეზია მუსიკის განსაკუთრებული ტალღოვანი ვიბრაციები, რომლებიც ტვინს ამოცანის ამოხსნაზე ან ლაბირინთიდან გამოსავლის პოვნაზე განაწყობს.

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ მუსიკას აქვს სასარგებლო გავლენა ადამიანის ყველა ორგანოზე. მუსიკის და მათემატიკური მაგალითების გაერთიანებით დღეგრძელი, ბედნიერი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ. უკვე გამოთვალეთ? გამოცნობაში რომ არ იწვალოთ, მოდით, გავარკვიოთ, როგორ უნდა ამოგეხსნათ ეს მაგალითი სწორად. ალბათ, შენიშნეთ, რომ მაგალითში მოქმედების ყველა სახეობა გვხვდება, გამრავლებით დაწყებული და გამოკლებით დასრულებული. ნებისმიერი მოსწავლე ნერვიულობის გარეშე გეტყვით, რომელი ქმედება რომლის შემდეგ უნდა შეასრულოთ. აი, უფროსებს სწორედ ეს ავიწყდებათ.

ავტომატურად ვცდილობთ, რომ ასეთი მაგალითები თანმიმდევრულად ამოვხსნათ. ყურადღებას არ ვაქცევთ, რომ ასეთ მაგალითებში არსებობს გარკვეული კანონზომიერება. მათემატიკურ მაგალითში პირველი მოქმედება იქნება გამრავლება და გაყოფა. შემდეგ უკვე მიმატება და გამოკლება. თუ მაგალითში არის ფრჩხილები, მაშინ ჯერ ფრჩხილებში მოქმედება სრულდება იმის მიუხედავად, რა ნიშანია იქ. ჩვენს მაგალითში ფრჩხილები არაა, ამიტომ პირდაპირ გამრავლებაზე და გაყოფაზე გადადით. გამოდის, 9*9 არის 81, ხოლო 9:9 არის 1. შემდეგ გადავდივართ მიმატებაზე: 9+1+81, რაც ზუსტად 91. და ბოლო მოქმედება, 91–ს გამოვაკლოთ 9 და მივიღეთ 82.

გილოცავთ, თუ თქვენი პასუხი სწორი აღმოჩნდა. თუ არა, კარგი შესაძლებლობა გაქვთ, რომ ტვინი გაავარჯიშოთ. მით უფრო, რომ ახლა ინტერნეტში ძალიან ბევრი მსგავსი ამოცანა შეგიძლიათ იპოვოთ. ჩართეთ მოცარტის მუსიკა და ამოხსენით მათემატიკური მაგალითები. 1 თვეში შეამჩნევთ, რომ თქვენი გონება უფრო ცხადი გახდა და ნებისმიერ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებთ.