ეს ნივთი ყველა წესიერ დიასახლისს ჰქონდა სსრკ–ში და აი, რისთვის გამოიყენებოდა

0
14203

რა მოწყობილობას არ იპოვიდით საბჭოთა სამზარეულოში. ყველა დიასახლისი ოცნებობდა რძის ასადუღებელ მოწყობილობაზე, ასევე დესერტების და ტორტების გამოსაცხობ მოწყობილობაზე, რომლებიც ყოფით ცხოვრებას ამარტივებდა. თითოეულ მოწყობილობას ქმნიდნენ ინჟინრები, მის აქტუალობას ამოწმებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდნენ მასობრივ წარმოებას. სამზარეულოს მოწყობილობები იწარმოებოდა იმავე ქარხნებში, სადაც აწარმოებდნენ სამრეწველო მოწყობილობებს და მანქანებს. პაპარაცი გიამბობთ ერთი მოწყობილობის ისტორიას, რომელიც სამზარეულოში ნამდვილად ნანახი გაქვთ.

ახალგაზრდა თაობას გაუჭირდება გამოიცნოს, რისთვის იყო საჭირო ეს ნივთი. ადრე სსრკ–ში ყველა სამზარეულოში ასეთ მოწყობილობას იპოვიდით. ერთი შეხედვით, მისი სახელის დადგენა და გამოყენების სფეროს გამოცნობა რთულია, მაგრამ ყველაფერი გენიალური მარტივია. 1921 წელს ერთი საბჭოთა ინჟინერი ი. ივანკოვიცერი, როგორც ჩანს, ქურაზე დადგმული რძის ყურებით დაიღალა და ძალიან მარტივი ნივთი გამოიგონა. შემდგომში უწოდეს „დამცავი დისკი ქვაბში და სხვა ჭურჭელში ჩასადებად, რომ რძე, ყავა და სხვა სითხე ადუღებისას არ გადმოვიდეს“. ამ მოწყობილობას ეს ოფიციალური სახელი ერქვა 1929 წელს პატენტის მიღების შემდეგ.

რძის ადუღება

ხალხში ამ მოწყობილობას „რძის დარაჯი უწოდეს. „რძის დარაჯის“ პირველი წარმოება კოლომენსკის ქარხანაში დაიწყეს. იქვე აწარმოებდნენ წყალქვეშა ნავების და თბომავლის მოწყობილობებს მთელი კავშირისთვის. სამზარეულოს მოწყობილობის შეძენა შეიძლებოდა საბჭოთა კავშირის ნებისმიერ მაღაზიაში არც ისე იაფად, იმ დროს – 25 კაპიკად. ამ ფულით შეიძლებოდა 2 პურის ყიდვა. სამაგიეროდ, ამ ნივთს საუკუნეების გაძლება შეეძლო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზოგიერთი ადამიანი მას დღემდე იყენებს.

როგორ მუშაობდა? ძალიან მარტივად. „დარაჯს“ ქვაბის ან სხვა ჭურჭლის ძირში ათავსებდნენ. ზემოდან ასხამდნენ რძეს, ყავას ან სხვა სითხეს. როცა სითხე ადუღებას იწყებდა, წარმოიქმნებოდა ჰაერის ბუშტები, რომლებიც ზემოთ სწევდა ლითონის ფირფიტას და მასაც ქვაბის კედლებზე რახარუხი გაჰქონდა. ეს საჭირო იყო დიასახლისის ყურადღების მისაპყრობად. რძის დროულად აღება ქურის სისუფთავის დიდხანს შენარჩუნებაში გვეხმარება. მეთოდი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა და დიასახლისებმა ეს მოწყობილობა სწრაფად დააფასეს.

მოგვიანებით, „რძის დარაჯს“ არა მხოლოდ ლითონისგან, არამედ ფაიფურისა და მინისგან ამზადებდნენ. პატენტი მხოლოდ 15 წლით გაიცემოდა და მისი დასრულების შემდეგ ბევრს სურდა ივანკოვიცერის მოწყობილობის გაუმჯობესება. ახლა ასეთი ნივთი აღარ იწარმოება, საჭიროება აღარაა. პასტერიზებულ რძეს შეფუთვაში ვყიდულობთ, ხოლო ყავას ჩვენთვის ყავის აპარატი ამზადებს. ჩვენს დედებს და ბებიებს ასეთზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ. ახლა „რძის დარაჯი“ მეორადების ბაზრობაზე და ანტიკვარულ მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ და შეიძინოთ.

ასე რომ ძველი ნივთების მცოდნეებს თამამად შეუძლიათ იქ წავიდნენ. იქ შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი საინტერესო, დიდი ხნის დავიწყებული ნივთი, რომელშიც არის ბევრი ჭკუა, სული და შემოქმედება.