ერთადერთი შავკანიანი ბიჭის ისტორია, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გადაურჩა.

438

1933 წელს ნაცისტებმა გერმანიაზე სრული კონტროლი დაამყარეს. ჰიტლერის პროპაგანდა იმდენად კარგად მუშაობდა, რომ 7 წლის ბიჭიც კი არიული რასის უპირატესობის იდეოლოგიით განიმსჭვალა. მან ძიძას სვასტიკის ნიშნის სვიტერზე ამოქარგვა სთხოვა.

ერთი შეხედვით, ასე იმ პერიოდში თითქმის ყველა გერმანელი ბიჭი აკეთებდა. თუმცა ჩვენი სტატიის გმირი შავკანიანი იყო! ეს მომენტი ისტორიაში შევიდა, რადგან იმ დღეს ჰანს-იურგენ მასაკუას მასწავლებელმა სურათი გადაუღო.

საღამოს ჰანსის დედა მოვიდა, რომელიც მისი შვილის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებდა და მაშინვე სვასტიკის ნიშანი ტანსაცმლიდან ჩამოხია.

2001 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მასაკუა ამბობდა: „ჩემი ძიძა გულუბრყვილო ადამიანი და პოლიტიკიდან შორს იყო, თხოვნას ზედმეტი სიტყვის გარეშე ასრულებდა. მასწავლებელი კი პირიქით, ნანახით ძალიან გაკვირვებული იყო. სურათიც გადაღებაც კი გადაწყვიტა შავკანიანისთვის, რომელსაც ნაცისტური სიმბოლო ჰქონდა.“

როგორ მოხდა, რომ შავკანიანი ბიჭი 1933 წელს ნაცისტურ გერმანიაში აღმოჩნდა. ის 1926 წელს ჰამბურგში დაიბადა. მამა ლიბერელი ალ-ჰაჯ მასაკუა, ხოლო დედა გერმანელი ბერტა ბაეტცი იყო.

ჰანსის მამა მისი დაბადების შემდეგ დუბლინში გადავიდა, რომ კანონები ესწავლა. სწორედ ამიტომ, ბიჭი დედასთან ერთად ბაბუასთან, მომულუ მასაკუასთან ცხოვრობდა, რომელიც გერმანიაში ლიბერიის გენერალური კონსული იყო. ადრე მომულუ ლიბერიაში ტომის მეფე იყო.

თავის მოგონებებში ჰანსი წერს: „ბავშვობაში მუქი ფერის კანი მისთვის უპირატესობასთან ასოცირდებოდა. ეს იმიტომ, რომ სახლში თეთრკანიანი მსახურები ჰყავდა“.

ალ-ჰაჯი ბერტაზე არ დაქორწინდა და მამასთან ერთად ლიბერიაში დაბრუნდა. დედას ჰანსის გაზრდა მარტოს მოუწია. მაშინ პატარა ჰანსი ნამდვილი ცხოვრების წინაშე აღმოჩნდა: ადამიანები მას გაოცებით უყურებდნენ, მუდმივად თითს იშვერდნენ და ჩურჩულებდნენ.

მასაკუას ჰამბურგში გატარებული დროის განმავლობაში შავკანიანი არასდროს უნახავს. როგორც ჩანს, იქ ერთადერთი იყო. სკოლაში ბავშვები შავკანიან ბიჭს ალმაცერად უყურებდნენ, ხოლო მასწავლებლები სხვებისგან გამორჩეულად ექცეოდნენ.

პირველად შავკანიანები გერმანიაში ოკუპირებულ რეინში გამოჩნდნენ. ფრანგები მას კოლონიური ჯარების გასაკონტროლებლად იყენებდნენ. იმ წლებში აფრიკელების მიმართ სიძულვილის ხარისხმა ზღვარს მიაღწია. ჰიტლერმა მოქალაქეებს შთააგონა, რომ ისინი სუფთა ევროპულ სისხლს აფუჭებდნენ. და საერთოდ, ეს ებრაელების შეთქმულებაა: სისხლის შერევით თეთრი რასის განადგურება.

როცა მასაკუა დაწყებით კლასებში იყო, ბავშვებმა Deutches Jungvolk-ში შესვლის უფლებისთვის კონკურენცია დაიწყეს. ეს ჰიტლერის ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაწილი იყო. რა თქმა უნდა, შავკანიანი ბიჭი არ აიყვანეს.

„ძალიან მსურდა, რომ ამ მოძრაობის ნაწილი ვყოფილიყავი. ქუჩებში მოფრიალე დროშებით მოსიარულე ბავშვები, დოლების და საყვირის ხმა ჩემს აღფრთოვანებას იწვევდა“ – იხსენებს ჰანს-იურგენი.

მისი თანაკლასელები რიგ-რიგობით ამ ორგანიზაციაში შედიოდნენ და ის კი სახლში თვალაცრემლებული ბრუნდებოდა. თუმცა, ჰანსი თავს გერმანელად თვლიდა. დედა გამუდმებით ამას ეუბნებოდა.

1936 წელს ბერლინში ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. მაშინ აფროამერიკელმა სპორტსმენმა, ჯესი ოუენსმა 4 ოქროს მედალი მოიგო, რითაც მსოფლიოს აჩვენა, რომ ნაცისტური თეორია თეთრი რასის უპირატესობის შესახებ არასრულყოფილი იყო.

მიუხედავად ამისა, მასაკუასთვის გერმანიაში ყველა გზა დაკეტილი იყო. სკოლაში კარგი ნიშნების მიუხედავად, კარგი სამუშაოს იმედი არ უნდა ჰქონოდა. მას მატარებლის მძღოლის თანაშემწის თანამდებობა ელოდებოდა.

ამასთან მას თეთრკანიანებთან ურთიერთობას უკრძალავდნენ. თუმცა ერთი გერმანელი ქალის ცდუნება შეძლო. როცა ღამით პატრულმა ისინი დაიჭირა, ჰანსის ციხეში გადაყვანა სურდათ. ბიჭს გაუმართლა, მას ნაცნობი პოლიციელი შეხვდა და გამოუშვეს.

როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მასაკუამ ვერმახტში ჩაწერა სცადა, მაგრამ ასეთ პატივზე უარი უთხრეს. ჰამბურგის დაბომბვის დროს დედასთან ერთად სახლის სარდაფში იმალებოდა.

რაღაც სასწაულის წყალობით ჰანსმა გადარჩენა შეძლო. 1948 წელს მამამ ლიბერიაში წაიყვანა, ხოლო 2 წელში აშშ-ში ემიგრანტად გადავიდა. იქ მასაკუა ჯარში შევიდა, სადაც მაშინვე გამოადგათ: ჰანსი კორეაში საბრძოლველად გაგზავნეს.

სამხედრო სამსახურის წყალობით მასაკუამ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. ახალ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ილინოისის შტატის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. წარმატებულმა კარიერამ ჟურნალ Eboby-ს რედაქციაში მიიყვანა, რომელიც აფროამერიკულ აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული.

ჰანსის თავგადასავლების არ შეგშურდებათ, მაგრამ მის ცხოვრებას მოსაწყენს ნამდვილად ვერ უწოდებთ. ჰამბურგში ერთადერთმა შავკანიანმა ადგილობრივ მოსახლეობის დიდი სიძულვილის მიუხედავად გადარჩენა და ხალხში ყოფნა მოახერხა.

მასაკუა 2013 წელს თავის 87-ე დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ჟურნალისტმა თქვა: „რასიზმი უნივერსალურია, მისი გამოვლენა შეგიძლიათ მთელ მსოფლიოში ნახოთ. ვიმედოვნებ, რომ ხალხი უფრო გონიერები გახდნენ და ხალხი აღარ დაუშვებს იმას, რაც ნაცისტურ გერმანიაში ხდებოდა“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს