დედა იხსენებს, როგორ ართმევდა თავს ყველაფერს დამოუკიდებლად, მაგრამ საბჭოთა ქალის ცხოვრებას არ ვისურვებდი 

0
341

ევროპაში პირველი ფემინისტური მოძრაობა მე–17 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მას შემდეგ დასავლეთში ქალებმა საკუთარი უფლებებისთვის აქტიური ბრძოლა დაიწყეს. ჩვენმა ქალებმა კი მოგვიანებით გაიგეს, რა არის ფემინიზმი. მაშინაც აშშ–სა და ევროპაში ქალები მართავდნენ მიტინგებს, რომ თავი საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად წარმოეჩინათ.

ჩვენი წინაპრები იმ დროს ოცნებობდნენ, როგორ შეექმნათ ოჯახი წარმატებით, რადგან ბავშვობიდან ჩასჩიჩინებდნენ, რომ მათი ადგილი ქმრის გვერდითაა. ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიაც ქადაგებდა მამაკაცის უპირატესობას და ქალს მოუწოდებდა მორჩილების და მოთმინებას.

რა არის ფემინიზმი?

რა არის ფემინიზმი საზღვარგარეთ? ეს არის ქალისა და კაცის თანასწორუფლებიანობა, გენდერული დისკრიმინაციის არარსებობა და სექსუალური შევიწროების პრევენცია. ეს არის ქალის დამცირების და მასზე ძალადობის გამორიცხვა, ასევე მისი უფლება თავად განკარგოს საკუთარი სხეული. შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის საინტერესო სამსახური და შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება მიიღოს. ეს არის ქალის მონაწილეობა პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში და ა.შ.

რა ვითარებაა აქ?

რა მდგომარეობაა ჩვენთან ამ მხრივ? ჩვენი ქალები ისმენდნენ, რა არის ფემინიზმი, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ უნდა გამოხატულიყო მსგავსი იდეოლოგია რეალურ ცხოვრებაში. სსრკ–ში სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობას თანასწორუფლებიანს ვერ უწოდებთ. ფემინისტური შეხედულებების ფართო გავრცელებას აბრკოლებდა „რკინის ფარდა“ და საბჭოთა მოქალაქეების მენტალიტეტი, რომელიც შესაბამის აღზრდას ეფუძნებოდა. სკოლაში გოგონებს გათხოვებისთვის ამზადებდნენ: მომავალ ცოლს ასწავლიდნენ საოჯახო საქმეს, შვილების აღზრდას და ქმარზე ზრუნვას.

ქალებს მეორეხარისხოვანი როლი ენიჭებოდათ, ხოლო სამყაროს, ანუ სახელმწიფოს, კაცები მართავდნენ. არა მხოლოდ სახელმწიფოს: ყველა ხელმძღვანელი თანამდებობა უპირატესად მამაკაცებს ეკავათ. გოგონები კარიერაზე ვერც ფიქრობდნენ. სამაგიეროდ, უფლება ჰქონდათ ბიჭების მსგავსად დაზგასთან დამდგარიყვნენ, სამშენებლო მოედანზე მიეწოდებინათ ცემენტის ხსნარი, მარცვლეულის ტომრები ეზიდათ, შეშა დაეჩეხათ და სხვა მძიმე საქმე შეესრულებინათ.

სახლში ელოდათ რეცხვა, დალაგება, საჭმლის მომზადება და ხელსაქმე. ამასთან, ცოლქმრული მოვალეობა არავის გაუუქმებია. ცოლი ვალდებული იყო ქმარი სიყვარულით და ზრუნვით აევსო, შემდეგ პრიმიტიულ კონტრაცეფციაზე ეზრუნა.

ზოგიერთ ოჯახში ხელით შეხება ჩვეულებრივად ითვლებოდა. ურტყამს, ანუ უყვარს! რომელმა ჭკვიანმა თქვა?! ცოლი ძალადობას ბოლო წუთამდე ითმენდა და ქმარს მიყენებულ შეურაცხყოფას პატიობდა. გასაოცარია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში არსებობენ წყვილები, სადაც ქალი იტანჯება და საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი ეშინია.

რატომ არ მინდა ვიყო ქალი სსრკ–ში?

გამოდის, რომ სსრკ–ში ფემინიზმი იყო, მაგრამ რაღაც ცალმხრივი. როცა იწყებენ მოყოლას, როგორ კარგად ცხოვრობდნენ სსრკ–ში, ჩემი ბავშვობა მახსენდება და ვრწმუნდები, რომ იქ დაბრუნებას არ ვისურვებდი. ყოველთვის მაოცებდა, როგორ ახერხებდნენ საბჭოთა დიასახლისები ყველგან და ყველაფრის მოსწრებას? მართალია, ხშირად ღამის გათენება უწევდათ, მაგრამ არ წუწუნებდნენ. ალბათ, დრო არ ჰქონდათ ან არავინ იყო, ვინც მოუსმენდა.

ქალები ციბრუტივით ტრიალებდნენ, მცირედით კმაყოფილდებოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს არის ქალური ბედნიერება. შესაძლოა, დრო არ ჰქონდათ, რომ საკუთარ ბედზე დაფიქრებულიყვნენ, პირადი ცხოვრება გაენალიზებინათ და გულწრფელად ეპასუხათ, ბედნიერნი არიან თუ არა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც, თითოეულ მათგანს უნანია, რომ მამაკაცად არ დაიბადა.

ახლა ქალი უფრო მარტივად ცხოვრობს, მეტი უფლება და შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბედნიერი მხოლოდ ერთეულებს შეგვიძლია ვუწოდოთ.