საშინლად მაღიზიანებდა ქმრის მეწვრილმანეობა, გადავწყვიტე მეთქვა ამის შესახებ, მაგრამ ლაპარაკისას ერთი საინტერესო რამ გაირკვა

0
9969

„ყველა პრობლემას ერთი დასაწყისი აქვს. იჯდა ქალი, მოწყენილი“ – ეს ჩვენი ქმნილება არაა. ვიღაც ალექსანდრე ფლინდმა მოიგონა, თუმცა მის სიტყვებში არის გარკვეული სიმართლე. მოდით, ვისაუბროთ მამაკაცებზე. ვინ მოიფიქრა მითი იდეალურ მამაკაცებზე? მოიცა, საუბარი ისევ ქალებისკენ მიდის. რას ვიზამთ, ჩვენ ხომ ერთი მთლიანობა ვართ. საკუთარი თავისებურებებით, დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

ამ მთლიანობაში მთავარია ბალანსი დაიცვათ. მამაკაცი ზრუნავს ქალზე. ქალი მხარს უჭერს მამაკაცს. სულ ეს არის. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როცა მეუღლე მამის როლს ასრულებს და პარტნიორს ყველაფრით უზრუნველყოფს, ან, პირიქით, ქალი ნამდვილი დედიკოა, ქმარს ნორმალურად დასვენების და პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. ექსპერტების აზრით, ეს არაჯანსაღი ურთიერთობაა და მათზე მუშაობა საჭიროა.

მითი იდეალურ მამაკაცზე

მამაკაცში წვრილმანობა ყველაზე მეტად მძულს. გათხოვებამდე მისი არსებობის შესახებ არც ვიცოდი. ადრეც მქონია ურთიერთობა, რაღაც გამოცდილება მაქვს. იყვნენ ყველანაირი: უხეში, ზარმაცი, მსმელი. ხარბიც და გარწმუნებთ, ეს სულ სხვაა. ყოველგვარი წვრილმანის გამო ტვინის გაბურღვა ნელ–ნელა, ჩაის კოვზობით. ქმარი მიყვარს, უბრალოდ ამ მომენტზე უნდა ვიმუშაოთ. ასე ვფიქრობდი ბოლო დრომდე.

ქორწილამდე ერთი საინტერესო რამ შევნიშნე. ყვავილი–თაიგულის პერიოდი ყოველთვის ერთნაირია. აი, რაც შემდეგ მოდის, ძალიან ინდივიდუალურია. როცა მამაკაცი თქვენს მოხიბვლას მთელი ძალით ცდილობს, ხშირად მიდის დათმობაზე, „ბიჭურ“ პრინციპებს არ იცავს. ცომივით რბილია. რამდენ კომპლიმენტს ეუბნება შეყვარებული მამაკაცი თავისი ტრფიალის ობიექტს. ამას ყოველთვის მოჰყვება გამომაფხიზლებელი რეალობა. და ეს ყველასთვის წმინდა ინდივიდუალურია.

სწორედ ამიტომ, როცა გოგისთან ურთიერთობა დავიწყე, ქორწილზე საუბარს დიდხანს გავურბოდი სპეციალურად. ბევრს ვსეირნობდით, დროს ერთად ვატარებდით. შემდეგ ერთად ცხოვრება დავიწყეთ. მესმის ქალების, რომლებიც ეწუწუნებიან შეყვარებულებს ბეჭდის, ქორწილის და დაოჯახების გამო. მომავალს არ უყურებენ. თითქოს ზღაპარში ცხოვრებას აპირებენ. თავად სხვა მისწრაფება მქონდა: ყოველდღიურობაში ადამიანის გაცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრება სერიოზულ ნაბიჯზე.

1,5 წელი შეხმატკბილებულად გავატარეთ. რა თქმა უნდა, გოგის იდეალურს ვერ უწოდებ. როგორც ნებისმიერი მამაკაცი, ისიც ზოგჯერ ბინაში ნივთებს ყრის. ჭურჭელს არ რეცხავს, თუმცა ეს საკითხი სწრაფად გვარდება შეხსენების შემდეგ. და სხვა წვრილმანები. სხვა მხრივ, 100%–ით მომწონდა. ვინ იცოდა, რომ ქორწილის შემდეგ სახლმმართველის პაროდიად გადაიქცეოდა. სარკასტული შენიშვნებითა და მახვილი თვალით.

მაგალითად, შუქი ბინაში. არ ვიცი, საიდან გაიგო. ინტერნეტში წაიკითხა თუ მეგობარმა ურჩია. ვიღაცამ რაღაც გამოთვალა, რომ ხალხი ძალიან ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავს, თუ არ გამორთავს შუქს სამზარეულოში ან ოთახში, რომელსაც აღარ იყენებს. მე კი ეს წყეული ნათურები მავიწყდება. ასეთი წვრილმანის გამო დავიწყეთ კონფლიქტი. გჯერათ? არც მეგონა, რომ მსგავსი რამ არსებობს. „ტესტის“ ჩატარება გადავწყვიტე: ვთხოვე, მოვთხოვე კიდეც ფული ახალი კაბისთვის. მაშინვე ბარათზე დამირიცხა, რამდენიც საჭირო იყო. გამოდის, რომ პრობლემა ფინანსებში არაა. აბა რა პრობლემაა?

ან აი, ეს. რაღაცის აღსანიშნავად პროდუქტები ვიყიდეთ. სხვადასხვა გემრიელი კერძი მოვამზადეთ, ბევრი ხორცი, ზღვის პროდუქტი, მწვანილი და ა.შ. საჭმლის მომზადების შემდეგ ხშირად ძალიან მშია. პროცესში მადა იზრდება. ჩვევა მაქვს: ბევრს ვიდებ თეფშზე, შემდეგ ცოტას ვჭამ. დანარჩენის დაძლევა აღარ შემიძლია. თითქოს ყელში მეჩხირება. გადაყრა მიწევს. მეც ხომ ვდებ ფულს ოჯახის ბიუჯეტში. რატომაც არა? აი, გოგის ეს ძალიან აღიზიანებს, საჭმლის გადაყრას ვერ იტანს. თითქოს ნარჩენი ყოველთვის არის, ეს ცხოვრებაა. მთელ სახლში ნაფშვენებს ხომ არ შეაგროვებ. მორიგი სკანდალი.

ერთ დღესაც მივხვდი, რომ ოჯახის ფსიქოლოგთან უნდა მივიდეთ. ვიცოდი, რომ ბევრი მამაკაცი მათ თაღლითებს უწოდებს, ამიტომ ისტორია მოვიგონე. თითქოს მივიღე უფასო ვიზიტი დაქალისგან, რომელიც შეყვარებულთან ერთად მისვლას ვეღარ ახერხებდა. ზღაპარი შევთხზი, როგორც შემეძლო. ხანგრძლივი დარწმუნების შემდეგ დამთანხმდა.

მიგვიღო საყვარელმა ქალმა, რომელიც მოთმინებით ისმენდა ჩემს გამოსვლას ქმრის წვრილმანობაზე. მაშინვე მიხვდა, რაში იყო პრობლემა და გოგის კითხვები დაუსვა მის ბავშვობაზე, მშობლებთან ურთიერთობაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე. აღმოჩნდა, რომ მიზანში მოხვდა. ბავშვობაში გოგის ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, სულ დაზოგვა უწევდა. აი, გამოუმუშავდა ჩვევა, როცა ყოველთვის და ყველგან დაზოგვაა საჭირო. სამწუხაროა? რა თქმა უნდა. მაგრამ არაფერი. დაგვპირდნენ, რომ ცხოვრებაში ამ დაბრკოლების მოგვარება შეიძლებოდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.

სეანსი მხოლოდ ამ მომენტზე არ დასრულებულა. ისე მოხდა, რომ ქმარმა გული გახსნა და აღიარა, რომ დედა ძალიან უყვარს. იმ დღეებში, როცა დედას მარტო სტუმრობს, რაღაც საჩუქარს ყიდულობს. ეს ტორტი ან ყვავილის თაიგული არაა. მაგალითად, გასულ თვეში უყიდა ძვირადღირებული მულტისახარში. მანამდე ვერცხლის სამაჯური. რაღაც ფეხსაცმელი. ამას მიმალავდა, ეშინოდა, რომ გავბრაზდებოდი. ახლა, როცა ხედავს, რომ ანგარებიანი არ ვარ, რაიმეს დამალვას აღარ აპირებს.

თურმე ყოველთვე ხელფასის ნაწილს დედას საყიდლებისთვის აძლევს. ერთი მხრივ, გაყოფილი ბიუჯეტი გვაქვს. ანუ არის საერთო ხარჯები ბინის და პროდუქტების სახით. ასევე ის, რომელსაც პირადად შენთვის ხარჯავ. ეს გასაგებია. იმედია, ქალები გამიგებენ: ყველა მამაკაცი ვალდებულია თავის ქალს გაუკეთოს სხვადასხვა სიურპრიზი და სასიამოვნო საჩუქარი. ისე უბრალოდ, განწყობის ასამაღლებლად. ამას კი ფული სჭირდება.

დედამთილზე არ ვეჭვიანობ, სწორად გამიგეთ. კარგი ქალია, მასთან პრეტენზიები არ მაქვს. ფსიქოლოგთან ვიზიტის შემდეგ ჩემს მიმართ პრეტენზიები აღარ გამიგია, თუმცა რამდენჯერმე შუქი დამრჩა სააბაზანოში. მაგრამ არა, თითქოს შეულოცეს. არანაირი პრობლემა, სიმშვიდე. კითხვები გამიჩნდა. რამდენი დახარჯე ამ თვეში დედაზე? როდის აპირებ მის სანახავად წასვლას? მომავალ კვირას საყიდლებზე მივდივართ, გახსოვს? მოკლედ, ახლა თავს ძუნწი ქალივით ვგრძნობ.

თან რასაც ვგრძნობ, პრობლემის გადაჭრის ნაწილი არაა. მაღიზიანებს, რომ ამდენი ხანი ქმრის ხარჯების შესახებ არაფერი ვიცოდი. უფრო მეტიც, ისევ გრძელდება! არ ვიცი, როგორ შევაჩერო ეს. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქრო, სანამ ამან ჩემი ფიქრები მთლიანად არ დაიპყრო. ფსიქოლოგთან მისვლას არ ვაპირებ. ვინ იცის, იქნებ იქ კიდევ რაღაც ღრმა გამოაშკარავდეს. ეს არ მჭირდება! დაქალებთან ლაპარაკიც არ მინდა, მრცხვენია! აი, ანონიმურად ვწერ. იქნებ, ვინმემ რჩევა მომცეს. სულელური სიტუაციაა, მაგრამ უნდა მოვაგვარო. რაც მალე, მით უკეთესი.