„რატომ არ პასუხობ ტელეფონს?“ – სატელეფონო თაღლითობის პოპულარული სქემები, რომლითაც რამდენიმე ათას ლარს ითვისებენ

0
1073

თითქოს 21–ე საუკუნეა და სმარტფონებით ბებია–ბაბუასაც ვეღარ გააოცებთ. ეს მოწყობილობა ჩვენს ცხოვრებაში საბოლოოდ დამკვიდრდა და მის გარეშე კომუნიკაცია უკვე ძნელი წარმოსადგენია. სამწუხაროდ, ეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თაღლითებმაც იციან. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ და იკითხოთ, რატომ არ იღებთ ტელეფონს მათ, ვინც უცხო ნომრიდან გირეკავთ. ამას 1000 და ერთი მიზეზი აქვს! პაპარაცი გიამბობთ, რატომ არ უნდა უპასუხოთ საეჭვო ნომრებს და როგორ აიცილოთ თავიდან თაღლითობა.

ახლა ზოგი მკითხველი იფიქრებს, რომ ეს მათ არ ეხებათ. რომ თაღლითები მის გაცურებას ვერ შეძლებენ. სამწუხაროდ, ოფიციალური მონაცემები სხვას ამბობს. მხოლოდ ერთ წელში თაღლითები ფსიქოლოგიური ზემოქმედების სხვადასხვა ხელსაწყოს გამოყენებით რამდენიმე ასი ათასი ლარის მითვისებას ახერხებენ. ამ ბინძური ტრანზაქციების 50% მოდის სატელეფონო ზარებზე. ყოველწლიურად ეს მაჩვენებელი იზრდება. მოდით, ბოროტმოქმედებს შანსი არ მივცეთ.

„რატომ არ პასუხობ ტელეფონს?!“ – სატელეფონო თაღლითობის პოპულარული სქემები

წინასწარ გაფრთხილებული, ანუ შეიარაღებული. გთავაზობთ გაეცნოთ ყველაზე პოპულარულ ხრიკებს, რომელთაც მძარცველები მიმართავენ. ამის შესახებ მშვიდ გარემოში წაკითხვისას იფიქრებთ, რომ ამით მხოლოდ სულელი მოტყუვდება. გახსოვდეთ, რომ თითქმის ყველა თაღლითური ოპერაცია ტარდება, როცა ადამიანი შოკურ მდგომარეობაშია. სანამ თანამოსაუბრე გონს მოვა, სანამ პანიკა მოქმედებს, რომელიც კრიტიკულ აზროვნებას ჩრდილავს, ფული უკვე თაღლითის ანგარიშზე იგზავნება.

ბანკიდან გირეკავთ

ბანკიდან ნამდვილად შეიძლება დაგირეკონ, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ზარები საჭიროა მონიტორინგის სისტემისთვის. ბანკის თანამშრომლებმა შეიძლება ჩაატარონ გამოკითხვა იმის შესახებ, კმაყოფილი ხართ თუ არა მომსახურებით, მაგრამ ნამდვილად არ მოგთხოვენ სხვა ანგარიშზე თანხის გადატანას ან „დაკარგული მონაცემების“ მიწოდებას. თაღლითებმა შეიძლება შეგაშინონ ინფორმაციით, რომ ბანკის სისტემა გატეხეს და თქვენს დანაზოგს საფრთხე ემუქრება ან, მაგალითად, რომ მიიღეს მოთხოვნა თქვენს სახელზე სესხის გახსნის თაობაზე.

რაც არ უნდა თავაზიანად გესაუბრონ, გახსოვდეთ: თუ ბანკიდან დაგირეკეს, ანუ თქვენც შეგიძლიათ ბანკში დარეკვა. თუ თქვენს ანგარიშზე რაღაც რიგზე არაა, ამის გამოსწორება მარტივია. ბანკის ცხელ ხაზზე თავად დარეკეთ და ყველა დეტალი დააზუსტეთ. სიტყვაზე, ასეთი პრობლემები პირადად უნდა მოაგვაროთ, თუ რაღაც მოხდა, ბანკის ფილიალში უნდა მიხვიდეთ. თანხის ნაჩქარევად გადარიცხვაზე ლაპარაკი ზედმეტია.

თქვენს ნათესავს რაღაც დაემართა

ზოგჯერ ცბიერი ადამიანი თავს ასაღებს სპეცსამსახურის თანამშრომლად. სამწუხაროდ, ამ ტიპის ტყუილს უდიდესი წარმატება აქვს. მხოლოდ კოშმარში შეიძლება დაგვესიზმროს, რომ ახლობელს რაღაც დაემართა. რაც უფრო შემზარავია ისტორია, მით უფრო სწრაფად ვარდება პანიკაში თანამოსაუბრე და ეთიშება კრიტიკული აზროვნება. უმეტესობა მათგანი, ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ კი დაეხმაროს დას, ძმას, მეგობარს ან მშობლებს. ოპერაციისთვის თანხის სასწრაფო გადარიცხვა სხვა არაფერია, თუ არა ბოროტი ტყუილი.

არსებობს უფრო საშინელი სქემებიც. თაღლითები აცნობიერებენ, რომ ისე უბრალოდ არავინ დაუჯერებს, ამიტომ მსხვერპლს დიდხანს არჩევენ. საბრალო კაცის ტელეფონს იპარავენ, ურეკავენ მის ნათესავებს და ატყობინებენ: თქვენი ახლობელი ჩვენთანაა, ვითხოვთ გამოსასყიდს. სანამ ახლობელი თქვენამდე მოაღწევს, რომ გითხრათ, რომ ტელეფონი დაკარგა, ფული უკვე მძარცველთან იქნება. სხვა ქალაქში მცხოვრები ნათესავების შემთხვევაში განსაკუთრებით სახიფათოა.

ჯარიმა უნდა გადაიხადოთ

სიჩქარეს გადააჭარბეთ? შევადგინოთ ოქმი! ტელეფონით მოსახერხებელია. მოგატყუებენ, რომ თუ ჯარიმას სწრაფად გადაიხდით, ნაკლების გადახდა მოგიწევთ. სიტყვაზე, ასეთი კანონი მართლა არსებობს.

თუ თაღლითს აქვს შთამბეჭდავი, მუქარის ხმა და სპეცსამსახურის თანამშრომლად თავს ოსტატურად ასაღებს (ამბობს წოდებას კონსტიტუციის ყველა ტერმინის და პუნქტის გამოყენებით) ჯანსაღ ადამიანსაც ნერვებმა შეიძლება უმტყუნოს.

ეს პოპულარული სქემებია, მაგრამ არა ყველა. აქ არ ვითვალისწინებთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ელექტრონული თაღლითობა, სპამი და სოციალური ქსელების გატეხვა, როდესაც ფულს ითხოვენ მეგობრებისგან პირდაპირ თქვენი ანგარიშიდან, თქვენი სახელით. დღეს ვისაუბროთ, რომელ ზარებზე ღირს ასუხის გაცემა და რომლის უგულებელყოფა.

თქვენ მოიგეთ პრიზი

არა მხოლოდ შიში, არამედ გამდიდრების სურვილიც ლოგიკურ აზროვნებაში ხელს გვიშლის. სიტუაცია ასეთია: მძარცველები გაცნობებენ უპრეცედენტო რაოდენობის პრიზის შესახებ, რომელიც მოიგეთ რომელიმე ჟურნალის შეძენით ან რომელი მსხვილი საწარმოს სარგებლობის გამო. მის მისაღებად გადასახადი უნდა გადაიხადოთ. დავუშვათ, ეს არის პრიზის ღირებულების მხოლოდ 1 ან 3 %. თანხის მიღებისას მძარცველი თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრება.

„რატომ არ პასუხობ ტელეფონს?!“ – როგორ გავიგოთ, რომ თაღლითი რეკავს

თაღლითობა სერიოზული პრობლემაა, ამიტომ მის მოგვარებაში პროგრამირების ზოგიერთი ექსპერტი ჩაერთო. გამოჩნდა ბევრი მობილური აპლიკაცია, რომლებიც გეხმარებათ ნომრის განსაზღვრაში, ვინ და საიდან რეკავს. თუ ასეთი აპლიკაცია არ გაქვთ, მოგიწევთ ლოგიკური აზროვნების ჩართვა მანამ, სანამ ტელეფონს უპასუხებთ.

1. თუ ნომერი ეკრანზე გამოჩნდა, როგორც „დამალული“, მაშინვე არ უპასუხოთ. წითელი ბარათი. თუ მენტალურად მზად ხართ, ბედი შეგიძლიათ სცადოთ. ასეთი ტელეფონი სამთავრობო უწყების წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ასეთი ზარის მიღების ალბათობა დაბალია.

2. თუ უცხოური ნომერია, სავარაუდოდ, სპამია. იმ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, თუ არ ხართ რომელიმე მსხვილ ინტერნეტ რესურსზე. სხვადასხვა კომპანიების ოფისები, განსაკუთრებით სავაჭრო, შეიძლება საზღვარგარეთ მდებარეობდეს.

3. თუ ტელეფონს მაინც უპასუხეთ, ხოლო უცნობმა თანამოსაუბრემ რამდენიმე წამის შემდეგ ზარი შეწყვიტა, ფრთხილად იყავით. დიდი ალბათობით, მახეში გაებით და თაღლითებმა უბრალოდ შეამოწმეს, ნომერი მუშაობს თუ არა. მასზე შეიძლება დაგირეკონ, რომ მოტყუება სცადონ, ან გამოაგზავნონ სმს. შემდეგ გკითხავენ კიდეც, რატომ არ პასუხობთ ტელეფონს.

ბოლო დროს პოპულარულია თაღლითობის კიდევ ერთი სქემა. ბევრ ოჯახს აკლია სოციალური შეღავათები. ეს თაღლითები გვთავაზობენ, ბარათის ნომერს თანხის გადარიცხვის მიზნით. თავისთავად, ეს თაღლითობაა და თქვენს საბანკო ანგარიშს საფრთხე ემუქრება. თუ ეჭვი გეპარებათ, უმჯობესია შესაბამის სამსახურში დარეკოთ და გაარკვიოთ.

მთელი მითვისებული თანხის 4,5% თქვენს ანგარიშზე შეიძლება დაბრუნდეს. სხვა შემთხვევაში, სამუდამოდ დაკარგული თანხაა. სტატისტიკის მიხედვით, ქალები ხშირად ხდებიან თაღლითების მსხვერპლნი. გახსოვდეთ ეს, როცა უცნობი აბონენტი დაგირეკავთ.