ნაცნობმა ელექტრიკოსმა გაგვიმხილა, როგორ შევამციროთ დენის გადასახადი მნიშვნელოვნად

0
6624

მსოფლიოში სადღაც დენის გადასახადი ბევრია, სადღაც – ნაკლები. თუმცა ყველა განვითარებული ქვეყნის ხელმძღვანელობა ერთ რამეში ერთსულოვნები არიან: რესურსის გაფრთხილება და დაზოგვა საჭიროა. საქმე მხოლოდ მშრალ ციფრებში არაა. მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოება და ეკოლოგიური მდგრადობა. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ფონზე ყველას უწევს დაზოგვა: დიდ ქარხნებსაც და უბრალო ოჯახებსაც. როგორ გავაკეთოთ ეს ეფექტურად?

ბუნებრივია, საწარმოო ობიექტების მფლობელები სპეციალური ტარიფებით სარგებლობენ, მათი დენის გადასახადი ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავდება. არაფერია გასაკვირი, რომ სახელმწიფო საწარმოები სპეციალური ტარიფებით მუშაობენ. სხვა საკითხია, როგორ შეიძლება დაზოგოს ფული უბრალო ხალხმა ისე, რომ საყოფაცხოვრებო და სხვა ტექნიკა კომფორტულად გამოიყენოს? არ მოგატყუებთ, რთული, მაგრამ შესრულებადი საქმეა. უბრალოდ საქმეს გონივრულად უნდა მიუდგეთ და ყველაფერს საღი გონებით შეხედოთ.

დენის გადასახადი

ლედ ნათურები

დავიწყოთ, ალბათ, ყველაზე მარტივით და თვალსაჩინოთი. ადამიანის გონება დიდი ხანია პროგრესის გზაზეა, მაგრამ ზოგიერთი მაინც მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს და სულ ტყუილად. ამ შემთხვევაში განათების ძველ ნათურებს ვგულისხმობთ. რატომ და რისთვის სხვა საკითხია, მაგრამ უცნაური იქნება, არ აღვნიშნოთ ისეთი „სიახლე“, როგორიცაა ლედ ნათურები.

რა არის მასში განსაკუთრებული და რატომ ღირს მისი ყიდვა? პირველ რიგში, ამ ტექნოლოგიის სასიამოვნო ბონუსები ჩამოვთვალოთ.

მის წინამორბედებთან შედარებით დიდი რესურსი აქვს. საშუალოდ ლედ ნათურა 25 000 საათს მუშაობს, რაც სტანდარტული ნათურის სიცოცხლეს ბევრად აღემატება. 70–80%–ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ნათელია, ეს თქვენს საფულეზე ძალიან დადებითად აისახება. ახალი თაობის ნათურების მანათობელი ეფექტურობა და სინათლის ტემპერატურის დიაპაზონი გაცილებით ფართო და მდიდარია. მათი შუქის ინტენსივობა შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენთვის უფრო კომფორტული დააყენოთ. ეს გასათვალისწინებელია.

გარდა ამისა, ასეთი ნათურები ბევრად უფრო უსაფრთხოა. ენერგიის ეკონომიური მოხმარების გამო ლედ ნათურა ნაკლებად ხურდება. ეს სახანძრო უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანია. არ არსებობს შანსი, რომ ნათურისგან პლაფონი გახურდება ან რაღაც თავისით გასკდება. სხვათა შორის, ეს ძველი თაობის ნათურებში ხშირად გვხვდება. ასევე არ შეიცავს ვერცხლისწყალს და ადამიანისთვის საშიშ გაზებს. აქ ეკოლოგიურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სამწუხაროდ, იდეალური არაფერია. ლედ ნათურებს გარკვეული მინუსები აქვს. მაგალითად, ფასი. დიახ, გრძელვადიან პერსპექტივაში დანაზოგი აშკარაა, მაგრამ შესყიდვის მომენტში ახალი თაობის ნათურა ძვირი დაგიჯდებათ. ეს უნდა გაითვალისწინოთ. ფულის თემას რომ არ გადავუხვიოთ, შეგახსენებთ, რომ ცნობილი გარანტია, რომელიც ნებისმიერ ლედ ნათურაზე გაიცემა, მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საერთოდ აღარ მუშაობს. არის შემთხვევები, როცა ნათურა მუშაობას აგრძელებს, მაგრამ დროთა განმავლობაში სინათლე ბუნდოვანი ხდება. ამ შემთხვევაში, ფულს არავინ დაგიბრუნებთ. მსგავსი მაგალითები ცოტაა, მაგრამ ზოგიერთ მომხმარებელში ნალექს ტოვებს.

ენერგოეფექტური ტექნიკა

აღმოჩნდა, რომ ტექნიკის მაღაზიებში კონკრეტული საქონლის გვერდით შეგიძლიათ დაინახოთ არა მხოლოდ ფასი, არამედ ენერგეტიკული ნიშანი. დაწყებული A+++–დან და დასრულებული D ან E ნიშნით. რას ნიშნავს ეს უცნაური ასოები და რისთვის არის საჭირო? საიდუმლოს გაგიმხელთ: საქმე იმაშია, რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ეს მოწყობილობა. ყველაზე ძვირადღირებული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ეკონომიურად აღჭურვილი ტექნიკა იწყება ნიშნით „A+++“ და შემდეგ ანბანის მიხედვით.

აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი პერსპექტივაზე მუშაობს. დენის დაზოგვის გარდა, ძვირადღირებული ტექნიკა უფრო დიდხანს მუშაობს. მაგრამ მყიდველს წინასწარ ამაზე ფიქრი არ უნდა და ირჩევს იმას, რომელიც კონკრეტული მომენტისთვის მისთვის ხელმისაწვდომია. სამწუხაროდ, ამას ახლავს ნაადრევი დაზიანება და გაზრდილი გადასახადი დენზე. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის სწორად გამოყენება

ეს ფენშუი არაა, არამედ მეცნიერება. ზოგიერთი ტექნიკის განთავსებას ლოგიკურად უნდა მიუდგეთ. დიდხანს აღწერა საჭირო არაა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ.

მაცივარი სითბოს წყაროსთან ახლოს არ მოათავსოთ. ამის გამო სწორად ვერ იმუშავებს და უფრო სწრაფად დაზიანდება. გაზქურა და ბატარეა ამ ტექნიკისთვის ცუდი მეზობლებია. გარდა ამისა, მაცივარი ყოველთვის პროდუქტებით არ გადაავსოთ. ასე მაცივარში ცივი ჰაერი ცუდად იმოძრავებს, რის გამოც ძრავა მუდმივად დაძაბულ რეჟიმში იქნება. ეს კი სარგებელს არ მოგიტანთ.

აი, სარეცხი მანქანის მთლიანად დატვირთვას გირჩევთ. რა თქმა უნდა, ფანატიზმის გარეშე, მაგრამ მისი კონსტრუქცია მსგავს დატვირთვაზე გათვლილია. „ეკონომიური რეჟიმი“ თავის საქმეს ნამდვილად აკეთებს, ზოგავს. ამ რეცხვას დაუმატეთ დაბალი ტემპერატურა და თქვენს სარეცხ მანქანაზე დენის გადასახადი მკვეთრად შემცირდება, რაც ჩვენ გვინდა.

და ბოლოს, ელექტროჩაიდანი. საკმაოდ ბევრ ენერგიას მოიხმარს, მაგრამ მხოლოდ მუშაობისას, ანუ წყლის გათბობისას. სწორედ ამიტომ, ჩაასხით ზუსტად იმდენი წყალი, რამდენის გაცხელებაც გინდათ. ასე აქტიურ მდგომარეობაში გაცილებით ნაკლებ დროში იქნება, რაც ფულს დაგიზოგავთ. მარტივი, მაგრამ ეფექტური.

დენის გადასახადი და პირადი ინიციატივა

თქვენზე უკეთ თქვენს დახმარებას ვერავინ შეძლებს. ზემოთ აღნიშნული ყველა „ხრიკის“ გამოყენების შემთხვევაშიც, დაზოგვა შეიძლება ვერ მოახერხოთ, თუ ამაზე არ იზრუნებთ. მაგალითად, თუ არ გამორთავთ ოთახებში შუქს, როცა არ გჭირდებათ. ბევრი ადამიანი საკმაოდ გაფანტულია და ავიწყდება, რა გააკეთა რამდენიმე წუთის წინ. ასეთია ბუნება, ვერაფერს გახდებით. შემდეგ სამსახურში მიდის და სახლში დაბრუნებული ხედავს, რომ მთელ ბინაში სინათლე გაჩახჩახებულია.

ახალგაზრდები, რომლებსაც კომპიუტერის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ხშირად აღიარებენ, რომ მას უბრალოდ არ თიშავენ. იქნებ, უცებ მოუნდეს სერიალის ყურება ან მუსიკის მოსმენა? რა, დაელოდოს ტექნიკის ჩართვას? არა, უმჯობესია ჩართული იყოს, არაფერი მოუვა. გამოდის, სისტემური ბლოკი ასობით საათის განმავლობაში უმიზნოდ მუშაობს. არაფერს ვამბობთ ტელეფონის დამტენებზე და სხვა გაჯეტებზე. ამას ცოტა ადამიანი აკვირდება.

შეჯამებისთვის, მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარი გამოცდილებიდან დაზოგვის სასარგებლო ჩვევების შეძენით, ოჯახის ყველა წევრი იმავეს შეგიძლიათ მიაჩვიოთ. მთავარია, სურვილი და მიდგომა. დაძალება არ ღირს. საქმე აღზრდაშია და დადებით ვიბრაციებში. თუმცა რამდენიმე მარტივი წესის დაცვა არავის არაფერს დააკლებს. თან დენის გადასახადი შემცირდება. უბრალოდ საკუთარი თავის და შრომის პატივისცემა უნდა იცოდეთ. სხვა დანარჩენი დროთა განმავლობაში მოვა. ეს ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. საკმარისია, გაიღოთ მცირე ძალისხმევა.